თბილისი:
მანჩესტერი:
30-01-2019, 00:53
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 3219,
კომენტარები: 23
მიმოხილვა: იუნაიტედი 2-2 ბარნლი
დღევანდელი მატჩის მიმოხილვა.
მიმოხილვები
23 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
30 იანვარი 2019 01:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ფეხბურთელს რომელსაც 3-4 თამაში არ უთამაშია და ძირითადიდან აწყებინებ თან 2ს ასეთი შედეგი მოყვება.
გუნდი აგებს თავდამსხმელი შემოგყავს და ისევ ცხრიანი გაგყავს რა მაფია
ნეტა გ ეღირსება ისეთი მწვრთვნელი ვინც ტაქტიკურ ცვლილებას გაკეთებს და არა პოზიციურს. ექსპერიმენტის დრო ნამდვილად არა დროზე უნდა ჩამოაყალიბოს ძირითადის 11 კაცი და შეუცვლელად ათამაშოს ერთმანეთტანაც კარგად შეთამაშდებიან
0
№12
ავტორი: bziki
30 იანვარი 2019 01:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ჯონსს რა უნდა მანჩესტერში ვერ ვიგებ კინწისკვრითაა გასაგდები,პერირა ბლქბერნს ან ბლექპულს აჩუქონ
ეგ გაზარდე ეხლა რამდენჯერ დაგღუპავს კაცმა არ იცის და საბოლოოდ მაინც საშვალო დონე იქნება,ფსიქიკა არ უვარგა და არც ფიზიკა უწყობს ხელს,ნერვიულია
0
№13
ავტორი: Lalana
30 იანვარი 2019 01:20
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
უბრალოდ ძაან მეწყინა,ჯერ მხოლოდ იმის გამოც რომ ოლეს უნდა მოეხსნა ეგ რეკორდი,მერე მეორე იმის გამო რომ ბარნლის ვეთამაშებოდით სახლში და მესამეც ის რომ თუ ჩელსიმ მოიგო ხუთი ქულა იქნება სხვაობა და ასე უაზროდ არ უნდა გაგვენიავებინა ქულები.
0
№14
ავტორი: GIOMU
30 იანვარი 2019 01:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
შეეძლო გამხდარიყო პრემიერლიგის პირველი მწვრთნელი ზედიზედ ამდენი მოგებით და ამ დროს გამოგყავ ძირითადში მატა და პერეირა. ორი ფეხბურთელი რომელიც ყველაზე ნაკლებს თამაშობდა იმ შეხვედრებში რომელიც ჩაატარე. თან ნახევარდაცვა, ადგილი რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ფეხბურთში. ძალიან დამწყდა გული რომ ვერ მოხსნა რეკორდი... უდიდესი შეცდომა დაუშვა სასტავის დაყენების დროს. შეცდომა ყველას მოსდის მაგრამ პერეირამ ვერც შეცდომამდე და ვერც მერე საერთოდ ვერაფერი ვერ გააკეთა. მარკუსი არაა ფენტრ ფორვარდი, ის უნდა თამაშობდეს ფლანგზე. რა პასებსაც არიგებს ლუკაკუ ისეთივე პასებს რომ ამას უკეთებდნენ ბევრად შედეგიანი იქნებოდა. ვფიქრობ ორი ცენტრ ოფრვარდით თუ ვინმეს დაუწყვილებენ ლუკაკუს ძალიან კარგი იქნებოდა.
0
№15
ავტორი: giorgisamnidze99
30 იანვარი 2019 01:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
არაუშავს ეგეთებიც ხდება ჯერ კიდევ დაუმარცხლებლები ვართ საწყენია უბრალოდ ის რო სულ მოგება გვინდა და დღეს უიღლობა ჩვენ მხარეს იყო არ გაგვიმართლა მეორე ის გამიხარდა და 0-2 ამოვქაჩეთ 5 წუთიან ინტერვალში .. და მესამე ჟოზეს არ იქნება იმის თქმის უფლება რო მართო მე შემელო ფერგის მერე მანჩესტერში ქამბექებიო აქაც მოკლა ბაზარი ოლემ ... ეხა დარწმუნებული ვარ იმაში რო მოვიგებთ ზედიზედ 5 თამაშს
0
№16
ავტორი: JuanMata
30 იანვარი 2019 01:35
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
პერეირას საერთო ჯამში არ უთამაშია ცუდად, იმ შეცდომამდე კარგად გამოიყურებოდა, საკმაოდ ენერგიულად დარბოდა ცენტრში და ბურთიც კარგად აჰქონდა წინ.
რეშფორდი იყო ყველაზე ცუდი ამ თამაშში, ძაან უნიათოდ ითამაშა, მომენტების დასრულება ჰო მუდმივი პრობლემაა. ლუკაკუს ვერაფერი გავუგე, ბურთის გათამაშებაში აქვს ხოლმე გამონათებები, კარგ პასებს აკეთებს და ხედავს კარგად ფეხბურთელების მოძრაობას, მაგრამ თან ძაან მოუქნელი ტიპია, განსაკუთრებით საჯარიმოში.
პოგბაც ვერ იყო მთლად ჯანზე, მაგრამ პოგბა მაინც თავისი კლასით გამორჩეულია და როცა ვერ თამაშობს, მაშინაც რაღაცას აკეთებს.

საბოლოო ჯამში, ცუდი თამაში კი იყო, მაგრამ წაგებას მაინც არ ვიმსახურებდით, თავისუფლად შეიძლებოდა პირველი ტაიმის მოგება და მერე მშვიდად წაყვანა თამაშის და ანგარიშის გაზრდაც.
ორი მომენტი ჰქონდა ბარნლის და ორივე გამოიყენეს, მეორე გოლზე ლინდელოფი ჩარჩა თამაშგარეში (თავიდან მომეჩვენა, რომ იყო თამაშგარე, ნორმალური კუთხით გამეორება არ ყოფილა), ჯონსი საერთოდ სად იყო ვერ დავინახე, ის კაცი რატომ მიატოვეს ასე, ვერ გავიგე.

ნუ მოკლედ ბარნლია, რომელთანაც სულ გვიჭირს და თან დეხეა ჰიტონი უდგათ კარში.
ბოლომდე იბრძოლეს და არ წავაგეთ, ესეც საქმეა.
იმედია გამოასწორებენ შემდეგ თამაშში ამ პრობლემებს.
ფაქტიურად ერთი შემადგენლობა გვყავს და ნორმალური შემცვლელი არავინაა, ნუ ჯერჯერობით ასე ჩანს, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სათადარიგო ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა აკლიათ.

P.S. ზაფხულში აუცილებლად უნდა დავიმატოთ მარჯვენა მცველი, პატივს ვცემ იანგს, დიდი სამსახური გაუწია გუნდს, მაგრამ ძაან ერთფეროვანი ტიპია, ორი რეჟიმი აქვს სულ: ჩაწოდება, უკან პასი.
და კიდევ ერთი ფორვარდი, ვან პერსის ტიპის, ერთი შეხებით რომ ასრულებს მომენტებს. რეშფორდი როდის დახვეწს ამ კომპონენტს ღმერთმა უწყის, ლუკაკუ მასეთი "მკვლელი" ფორვარდი ნამდვილად არაა, მარსიალს როგორც ჩანს საერთოდ არც განიხილავენ 9-იანზე და ძალიან მინდა, გუნდში ვნახო ეგეთი ტიპის ფეხბურთელი რომელიც საჯარიმოში კარისკენ იქნება მიმართული და არ დაუწყებს ბურთს ღლაბუცს და ფერებას.
0
№17
ავტორი: stepno
30 იანვარი 2019 01:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
პირველ რიგში მინდა ვთქვა რო გულდაწყვეტილი ვარ მაგრამ ბოლომდე ბრძოლამ და გადარჩენილმა თამაშმა გამახარა. მოკლედ როგორც კი შემადგენლობა ვნახე ეგრევე მივხვდი რომ ამ თამაშს ვერ მოვიგებდით უფრო სწორად ეგეთი გრძნობა გამიჩნდა ეგრევე. ჩემი აზრით ლუკაკუ არაა მანჩესტერის სტილი და გაცილებით ნელა უტევს მანჩესტერი როდესაც ლუკაკუ ძირითადშია. წინ მარსიალი,რეშფორდი,ლინგარდი არის იდეალური ვარიანტი და ზამენაიდან ლუკაკუს ჩართვა უფრო კაი იქნებაა. პერეირაზეც მინდა ვთქვა, აქ ზოგის კომენტარი წავიკითხე და პერეირაზე ნუ გადატეხავთ ჯოხსო ეწერა ერთ-ერთ ადამიანს და მინდა ვთქვა რო ჯოხს არ ვტეხავ მე პირადად მაგრამ ეს არაა ის მომენტი რომ პერეირას პირველად მიეცა თავის გამოჩენის შანსიი და უნდა დაველოდოთ, არა პერეირას ბევრჯერ მიეცა ეს შანსი იმის ნახევარი შანსი არ მიცემია ფრედს მგონიი ასე,რომ მე მივხვდი უკვე რომ პერეირაზე შანსის მიცემაში დროის დაკარგვა არის უაზრობა და ძალიან საშიში. ფრედსაც მოსინჯავს ოლე აუცილებლად თავის სიტყვას ასრულებს და ყველას აძლევს შანს. დაცვას რაც შეეხება, დაცვაში ძაააალიან დიდი პრობლემებია. ეს ბარნლი იყო და ისე სწრაფად ვერ გვიტევდა მაგრამ ავიღოთ პსჟ თუნდაც ნეიმარის გაერეშე პსჟ. მათი სწრაფი შეტევების მოგერიება ჯონსისთვის წარმოუდგენელი იქნება და უამრავ შეცდომას დაუშვებს,ასევე სმოლინგი,ბაილი ერთადერთი ლინდელოფის იმედი მაქ მაგრამ მარტო რათქმაუნდა ვერაფერს გახდება. ასე რომ ბიჭებო დიდი იმედები არ გვქონდს ჯობია პსჟ სთან თორე ძაან დაგვწყდება გული ეჭვი მაქ ჩვენი დაცვის გადამკიდე. რავიცი იქნებ რაიმე სიურპრიზი შემოგვთავაზოს ოლემ და ერთი მაღალი დონის მცველი იყიდოს ისეთი რო ლიგაზე დაეხმაროს და ჯონს ჯობდეს. სანჩესის იმედი კიდე მაქ მჯერა რომ გამოფხიზლდება და ბოლოს მინდა ვთვა რომ არ დაგვავიწყდეს ეს პრემიერ ლიგაა აგერ სიტიმ ნიუკასლთან წააგო,არსენალმა 2:1 მოუგო კარდიფს რომელიც ნადგურდებოდა ბოლო თამაშებში არაა გამორიცხული ხვალ ჩელსიმ გასვლაზეა თან და ბორმუთს ვერ მოუგეს ან წააგოს საერთოდ. ესაა პრემიერ ლიგაა ამიტომ ააქვს დიდი ხიბლი ამ ჩემპიონატს. მე მჯერა რომ შევალთ 4 ეულში აუცილებლად ეგ პრობლემა არ ექნება მანჩესტერს ოლეს ხელში მითუმეტეს და ზაფხულში 2-3 კარგი ტრანსფერის შემდეგ უკვე ჩემპიონატის მოგებაზეც გავიწევთ და დიდი შანსიც გვექნება love
0
№18
ავტორი: LASHQARA
30 იანვარი 2019 02:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
სოლსკიაერმა რეკორდი რომ ვერ გააუმჯობესა ეგ გამიტყდა, ფრეს ვპატიობ გუნდს, ქვეყანა არ დაქცეულა, ეს პრემიერლიგაა და აქ ყველაფერი ხდება love am
0
№19
ავტორი: Dato kutaisi
30 იანვარი 2019 07:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
რეკორდის ვერ დასმა და ფრე ყველას გაგვიტყდა შევთანხმდით.
ამ თამაშში წამოყო თავი იმ პრობლემებმა რაც გუნდში არის და რაზეც როცა ვწერდით აქ პესიმისტები დაუნახავი და უმადურები გამოგვიყვანეს.არადა მარტივია ჭეშმარიტება ის სულ ზედაპირზეა მთავარია გინდოდსს დანახვა.
რეში 9იანი რო არ იყო ბოლოს მივხვდი სუპერთასზე რეალთან.მატა და იანგი რომ შეტევას ანელებენ ეგ ახალი აღარაა.ჯონსი რომ შშმ პირია ეგეც არაა ნიუსი.პოგბაც რომ ხასიათის ტიპოა ეგეც განოჩნდა.juan mataს დავეთანხმები რომ კლასი მაღალი აქვს და როცა ვერ თამაშობს მაშინაც აკეთებს რაღაცას.
ფიზ მომზადებაში ჩასვრილი გვაქვს და იმ სათამაშო სტილმა რაც ოლემ დააბრუნდა გუბდში,სასტავი გამოფიტა ლინგარდის გარდა.განა ოლეა არასწორი?არა უბრალოდ გუნდი აქამდე ისე არასწორად ვითარდებოდა რომ მოუმზადებელია ფიზიკურად ამ სტილისთვის და ეს დაღლა უცებ დაგვეტყო
0
№20
ავტორი: levionok
30 იანვარი 2019 09:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ეს არაფერია მეგობრებო,ყველაფერი წინ გვაქვს ასე რომ ნი ვინერვიულებთ ასეთებიც ხდება ეს დიდი ფეხბურთია,ხან შეცდომას დაუსვებენ ხან მაგარ ბურთს გამაზავენ ხან ორივე ერთად ხან საოცრებას გაიტანს არ ღირს აჟიტირება,მტლიანობაში გუნდმა კარგი თამაში ჩაატარა და ემოციებისგან დაგვცალა!ჩვენ ხომ
ამიტომ გბიყვარს ფეხბურთი?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top