თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2019, 10:49
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 3311,
კომენტარები: 17
"სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს"
ოლე გუნარის სრული პრესკონფერენცია.
ოლე გუნარ სოლსკიაერმა "იუნაიტედის" შემტევი შემართება შეაქო. "წითლებმა" კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვეს "არსენალის" წინააღმდეგ და "ინგლისის თასის" მეხუთე ეტაპზე ადგილი გაინაღდეს.

აღნიშნული მატჩი ოლე გუნარისთვის მერვე თამაშია. ნორვეგიელი ჯერ კიდევ დაუმარცხებელია. იხილეთ სოლსკიაერის მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია:

ყველა ფეხბურთელს ვენდობი.


"ძალიან კარგია, როცა ბევრი კარგი ფეხბურთელი გყავს, მაგრამ თან ეს საქმეს ართულებს. არცერთის დატოვება არ მინდა ხოლმე. ძალიან რთულია, რადგან ყველაფერზე ფიქრობ. მაგალითად, დავიდ დე ხეა. ის მსოფლიოში საუკეთესოა. უნდა ვათამაშო მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უბრალოდ დიდი მატჩია? არა, რადგან ყველა ფეხბურთელს უნდა ენდო თუ კლუბში გყავს, თუ არადა მათი გუნდში ყოფნის მიზეზი არ მესმის."

განწყობა შესანიშნავი იყო.


"ალექსისმა შესანიშნავად დაასრულა შეტევა და პირველი გოლი მოგვიტანა. არ შემიძლია, რომ არ აღვნიშნო რომელუ ლუკაკუს გოლი. სწორედ ამ მომენტამდე ჩემთვის ვფიქრობდი, "რომელუ, შენ საჯარიმოში უნდა იყო!" თუმცა სწორედ ამ დროს გააკეთა ფანტასტიკური გადაცემა. მეორე და მესამე გოლებიც ბრწყინვალე იყო, "მანჩესტერ იუნაიტედის" კლასიკური კონტრშეტევები. ჩვენ თავი კარგად უნდა დაგვეცვა, რაც შესანიშნავად მოვახერხეთ. ბევრად უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე "ტოტენჰემთან", უფრო სტრუქტურულად და უფრო დალაგებულად. ძალიან კარგად დავიცავით თავი და განწყობაც შესანიშნავი იყო, მუდმივად წინ მივიწევდით, რაც ფანტასტიკურია."

დიდებული ნაბიჯი გადავდგით წინ.


"გუნდი სტრუქტურულად ბევრად უფრო უკეთესად იყო მოწყობილი ვიდრე "ტოტენჰემთან". "უემბლიზე", ფაქტობრივად, დავიდ დე ხეამ გვიხსნა. დღეს სერხიო რომერომ ფანტასტიკური სეივი გააკეთა მეორე ტაიმის დასაწყისში, თუმცა ჩვენ ამ ყველაფერზე ვმუშაობდით. კარგი გუნდის წინააღმდეგ თავის დაცვა გაცილებით უფრო უკეთ უნდა შევძლოთ. თუმცა დღევანდელ დღეს ბევრად უფრო განვითარებულები ვართ და წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით."

კონტრ-შეტევები "არსენალის" წინააღმდეგ.


"ეს ამ თამაშის განუყოფელი ნაწილია. თუ გადახედავთ ისტორიას და თამაშებს, სადაც "არსენალის" წინააღმდეგ გვითამაშია, ეს სწორედ ასე ხდებოდა. მე მახსოვს, თავად გავიტანე გოლი 1997 წელს კონტრშეტევაზე. ამ მომენტში ჩვენ კუთხურისგან თავდაცვას ვცდილობდით. ყველაფერი გიგზმა დაიწყო, კარელს გადასცა ბურთი, რომელმაც ენდი კოულს გაუკეთა პასი, ენდი კოულმა კი მე. ყველამ იცის ფანტასტიკური "ჩემპიონთა ლიგის" გოლის შესახებ 2009 წელს. ეს პარკის, რონალდუსა და რუნის შექმნილი იყო. შრეკსა და პარკს კიდევ არაერთი მომენტი შეუქმნიათ. ასე რომ ეს ამ თამაშის განუყოფელი ნაწილია."

რომელუ მარჯვენა ფლანგზე.


"რომს ამ პოზიციაზე ბელგიაში და "ევერტონში" აქვს ნათამაშები და სხვათაშორის სწორედ "არსენალის" წინააღმდეგ. ჩვენ ყველამ ვიცით რამდენად ძლიერია ის და როგორ შეუძლია მთლიან მოედანზე მოძრაობა. ის მარტივად იჭერდა ბურთს და სხვა ფეხბურთელებს თამაშში რთავდა. ალექსისს კი ფანტასტიკური პასი გაუკეთა. ალექსისმა კი შესანიშნავად შეასრულა თავისი საქმე."

შოუმ მეორე გოლში კარგი როლი ითამაშა.


"ის ფანტასტიკური იყო. ყველამ დაინახეთ მეორე გოლზე როგორ იმოქმედა. პანიკის ნაცვლად ბურთი დაიჭირა, რომელუს გადააწოდა, რომელმაც შემდეგ კიდევ ერთი ასისტი გააკეთა და საბოლოოდ ჯესიმ ეს კონტრშეტევა გოლად გარდაქმნა. ის ბრწყინვალე იყო."

ალექსისი უფრო და უფრო გაუმჯობესდება.


"რაც უფრო მეტი თავდაჯერებულობა გაქვს, როგორც ფეხბურთელს, უფრო მეტად გინდა მოედანზე შესვლა, ვარჯიში, მუშაობა უფრო და უფრო მეტად და, რა თქმა უნდა, მეტად ენდობი საკუთარ თავს. მას ბოლო დროს ტრავმა ტანჯავდა, ასე რომ ძალიან მიხარია 65/70 წუთის თამაში რომ შეძლო. ის უფრო და უფრო გაუმჯობესდება და ვფიქრობ, ეს თავადვე იცის."

ჯესი დიდი მატჩების მოთამაშეა.


"ეს მან ინგლისის ნაკრებშიც აჩვენა და ჩვენთანაც. ის ყოველთვის ჩნდება გოლით და მის შემადგენლობაში დაყენებაზე არასდროს ვყოყმანობ. ის ჩვენი აღზრდილია და ძალიან კარგად იცის ისტორია, კლუბი და საერთოდ ყველაფერი, რაც "მანჩესტერ იუნაიტედს" შეეხება. ჩვენ ის ძალიან გვიყვარს."

აღნიშვნა კარგია.


"ფეხბურთელების აღნიშვნა იმის დამადასტურებელია, რომ ისინი ბედნიერები არიან. ეს შესაძლოა შენი კარიერის ბოლო გოლი იყოს, ასე რომ თითოეული მათგანი უნდა აღნიშნოთ ისე, როგორც ბოლო."

სახლში თამაში იდეალური იქნებოდა.


"დღეს ჩვენ ერთ-ერთი ფავორიტი დავამარცხეთ და თუ გსურთ ამ ტურნირში გამარჯვება, ერთი ან ორი შესაბამისი მატჩი უნდა ჩაატაროთ და დღეს სწორედ ესეთი მატჩები გვქონდა. კარგი იქნებოდა, თუ შემდეგი რაუნდი სახლში მოგვიწევს. გულშემატკივრები ბრწყინვალენი იყვნენ. მუდმივად მესმოდა მათი ხმა და მიხარია, რომ მანჩესტერში გამხიარულებულები დაბრუნდებიან."


წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
17 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
26 იანვარი 2019 15:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
სწორად ლაპარაკობს, სულ ისეთ მომენტებს უსვამს ხაზს, რაც არსებითია, ყოჩაღ ოლე.
0
№12
ავტორი: devidi
26 იანვარი 2019 17:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
ციტატა: ALEXFERGUSON
ციტატა: devidi
ოლეს მართლა საღოლ იცის როგორ უნდა მიუდგეს საქმეს.
მაგრამ არსენალი მეცოდება საერთო ჯამში ორი ცენტრარული მცველი დაემტვრა და მათი ძლიერი მხარე ვერ დავინახეთ ფაქტიურათ შეტევა ვერ გააძლიერეს.

კაცურად შეტევა ვერ გააძლიერა რო ამბობ,ვითი უნდა გაეძლიერებინა? ვინ ყავდა სკამზე რო შემტევი? ოზილი? შემოიყვანა კიდე? ელნენი? გოუნდუზი?ლენო?:) ლიხშტაინერი? მონრეალი? მუსტაფი? აქედან რომელი გააძლიერებდა შეტევას

იძულებითი ცვლილება გააკეტა ორივე თანაც ორივე ცენტრარული მცველის და რაღა უნდა შეეტია და არც არავის შემოყვანის უფლება ქონდა შეიძლებ ვერც გააძლიერებინა მაგრამ დაცვაც აღარყავდა და ქაოსურათ უტევდა თუ შეტევა ერქვა
0
№13
ავტორი: dybbuk
26 იანვარი 2019 17:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1559
ლინგარდის სასტარტოში დაყენებაზებარც ვიყოყმანებ არასდროსო და აი მანდ დაგვერხა:)))) ძაან ბევრი იმუშავა, პლიუს გოლი გაიტანა, თითქოს მეტი რაღა უნდა ქნასო იტყვის კაცი, მაგრამ სანჩესი, რეში, მარსიალიდან მის გამო რომელიმე სკამზე რომ უნდა იჯდეს ეგ მიშლის ნერვებს თორე სხვა არაფერი, ძალიან უცნაური სტილის ფეხბურთელია, მე ეგეთი არ მახსენდება ამ გუნდის ისტორიაში, მაგრამ მაინც არ მიმაჩნია მანიუს დონის ფეხბურთელად
0
№14
ავტორი: levionok
26 იანვარი 2019 18:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
მაგრად ხო მევასები შე მაგარო მაგრამ დიდი სიამოვნებიტ დაგისვამდი ერთ კიტხვას! თავად გუ გჯეროდა რომ ასე მაგარი იყავი?! შენთვიტონვე გახდი უკვე თავდაჯერებულიდა ეს ჩვენთვის ზალიან მნიშვნელოვანია,ვერცერთი ფეხბურთელი ვერ გაბედავს და ვერ იყყვის რომ სადმე უსამართლოდ მოიქცა
0
№15
ავტორი: Phil Jones
26 იანვარი 2019 19:23
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ბელგიის ნაკრებშიც გადადის ხოლმე მარჯვნივ, ნუ ანრი რომ იყო თანაშემწე მადინ გადადიოდა ხშირად და ანრის დამსახურებააო იძახოდნენ, ასე რომ ლუკაკუს მარტო შუაში დგომით არ შეუძლია სარგებლის მოტანა და კიდევ ბოლო პასის ამბებს თუ მოუმატებენ იდეალური იქნება, ამ შეტევით სქემაში თავიდან უწევთ ფეხბურთელებს შეთამაშება :(( ეჰჰჰ მოუუ მოუუუ :((
0
№16
ავტორი: misteryou
26 იანვარი 2019 22:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
გენდუზი რა კლასნი ახალგაზრდა იპოვა არსენალმა, მოიყვანე ოლეე... რაც შეეხება ჯესის ზოგი წერს მანჩეს დონის არააო და ტიპი ისეთ ფიზიკურ კონდიციებშია 2 თამაშს ითამაშებს ზედიზედ, ბურთთან დაძაბული არაა და იცის თავის საქმე 5 იანზე ასე რომ სასტავის კაცია უეჭველი....
0
№17
ავტორი: Dato kutaisi
26 იანვარი 2019 22:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
ციტატა: dybbuk
ლინგარდის სასტარტოში დაყენებაზებარც ვიყოყმანებ არასდროსო და აი მანდ დაგვერხა:)))) ძაან ბევრი იმუშავა, პლიუს გოლი გაიტანა, თითქოს მეტი რაღა უნდა ქნასო იტყვის კაცი, მაგრამ სანჩესი, რეში, მარსიალიდან მის გამო რომელიმე სკამზე რომ უნდა იჯდეს ეგ მიშლის ნერვებს თორე სხვა არაფერი, ძალიან უცნაური სტილის ფეხბურთელია, მე ეგეთი არ მახსენდება ამ გუნდის ისტორიაში, მაგრამ მაინც არ მიმაჩნია მანიუს დონის ფეხბურთელად

ვერ ამოვხსენი მეც რა ფენომენია.ან საიდან აქვს ამდენი ენერგია ვერ ვხვდები ეგ არაადამოანურია რასაც ეს აკეთებს.იმენა გაჩერებული არც მოუს დროს მახსოვს და ახლა ხომ ვაფშე.პრესინგის კაცია იმენა მაგრამ 3ეულიდან რომელიმეს რომ სკამზე სვამს ეგ მიტყდება მეც
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top