თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2019, 18:34
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2661,
კომენტარები: 11
კოუტინიო "იუნაიტედში"?
"ბარსელონამ" კოუტინიო ფასი დაადო.
კოუტინიო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ფილიპ კოუტინიოს შესაძენად 88 მილიონი ფუნტის დახარჯვა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ კოუტინიო "ბარსელონაში" "ლივერპულიდან" გადავიდა, ხოლო ახლა მისით "იუნაიტედი" ინტერესდება.

"იუნაიტედს" კოუტინიოს შეძენა ძალიან გაუჭირდება. მართალია, ესპანელებმა მისთვის თანხა უკვე დააწესეს, თუმცა მათ ბრაზილიელი ნახევარმცველის გაყიდვა ახლა არ სურს. "ბარსელონას" ხელმძღვანელობას სჯერა, რომ კოუტინიო გუნდისთვის დიდ როლს ასრულებს და, შესაბამისად, მისი გაშვება ამ ეტაპზე არაგონივრული იქნება.

პრესაში ბევრი რამ იწერება. ჟურნალისტები განსაკუთრებით დაბნეული არიან "იუნაიტედის" სატრანსფერო პოლიტიკით. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ახლა "წითლები" კოუტინიოში ამხელა თანხას არ გადაიხდიან, რადგან "ეშმაკების" მთავარ სამიზნეს კარგი ცენტრალური მცველი წარმოადგენს. დაცვის ხაზის გაძლიერების შემდეგ კი უკვე შეუძლიათ იფიქრონ შეტევის გაძლიერებაზეც.

რაც შეეხება სხვა სატრანსფერო ჭორებს, "იუნაიტედი" "ტრომსოს" ახალგაზრდით, ისაკ ჰანსენ-ააროენით ინტერესდება. 14 წლის ფეხბურთელის შეძენა "ლივერპულსა" და "ევერტონსაც" სურთ. თუმცა "იუნაიტედი" ფავორიტად რჩება.


M.E.N.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Rashford19
19 იანვარი 2019 19:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
dacva gvjirdeba yvelaze metadd. lidelofi, jones bailic, smolingic azrze ar arian ra aketeben moashorett
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top