თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2019, 20:07
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 2153,
კომენტარები: 13
პოგბამ და მატიჩმა დღევანდელი ვარჯიში გამოტოვეს
სრულ მზადყოფნაშია ალექსის სანჩესი
პოგბამ და მატიჩმა  დღევანდელი ვარჯიში გამოტოვეს
დღევანდელი სავარჯიშო სესია პოლმა და ნემანიამ შვილის შეძენის გამო გამოტოვეს, 30 წლის სერბმა ორშაბათს თავისი ახალშობილი გოგონას - ანიკას ფოტო ინსტაგრამზეც ატვირთა.
პოგბას შეყვარებული კი შვილის გაჩენას დღე-დღეზე ელოდება და ახლა ერთად არიან. თუმცა ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან შაბათის მატჩისთვის.

ალექსის სანჩესმა გამოტოვა ''სპურსსთან'' მოგებული მატჩი, მაგრამ ფანებისთვის სასიხარულოდ, ჩილელი სრულ ვარჯიშს დაუბრუნდა. ალექსისს, რომელსაც ამ სეზონში მხოლოდ 1 გატანილი ბურთით შეუძლია თავის მოწონება, ტრავმა დიდი ხნის მანძილზე აწუხებდა. ტრავმა აწუხებდა კრის სმოლინგსაც, რომელმაც დუბაის მოგზაურობა გამოტოვა, მაგრამ ის დააფიქსირეს სავარჯიშო ბაზაზე. მოახერხებს თუ არა ''ბრაიტონის'' წინააღმდეგ გამოსვლას, ცნობილი არაა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 28 წლის მანძილზე ყველაზე ცუდი სტარტის შემდეგ, ''იუნაიტედმა'' ზედიზედ 6 ასპარეზობაში შეძლო გამარჯვების მოპოვება და ამ დროისთვის მეექვსე პოზიციას იკავებს პრემიერ ლიგის ცხრილში, მეხუთეადგილოსან ''არსენალთან'' ერთად ''ეშმაკებსაც'' 41 ქულა აქვთ. ოთხეულამდე კი ექვსი ქულა აშორებთ.

წყარო:Thesun.co.uk
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
17 იანვარი 2019 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: Dato kutaisi
რა ვთქვა და 4ეული სრულებით აღარ მეფიქრება,რატომღაც საერთოდ არ მგონია რო ვერ შევალთ.რაც შეეხება ლიგას,აქაც ვთვლი რომ ძალიან კარგი შანსები გვაქვს თუ რათქმაუნდა პსჟ-სთან რომელიმე თამაში არ გავტეხეთ.ზოგადად წელს ბარსა არის უპირობოდ ფავორიტი და დანარჩენს ასე ვერ გამოარჩევ.ძაან არასტაბილურად თამაშობს ყველა გრანდი.არა ემოციებზე აყოლილად და სწორად პსჟ-ს ორთამაშიან დაპირისპირებაში გავუშვებთ სახლში და ზოგადად მიმაჩნია რომ 2 თამაშიან დაპირისპირებებში გვაქვს უპირატესობები.
იმედი მაქვს რომ სანჩესი ათამაშდება და რაც მთავარია სწორ პოზიციას მოვუძებნით რომ მარსიალსაც გაქცევა არ მოუნდეს მერე.ბრაიტონთან კაი ფეხბურთი გველის მემგონი

გეთანხმები ერთადერთი ბარსელონა რომლთანაც ფინალამდე არ მინდა შეხვედრა დანარჩენებთან თანაბრად ვიბრძოლებთ.
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
17 იანვარი 2019 16:29
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3236
ციტატა: stepno
ციტატა: Dato kutaisi
რა ვთქვა და 4ეული სრულებით აღარ მეფიქრება,რატომღაც საერთოდ არ მგონია რო ვერ შევალთ.რაც შეეხება ლიგას,აქაც ვთვლი რომ ძალიან კარგი შანსები გვაქვს თუ რათქმაუნდა პსჟ-სთან რომელიმე თამაში არ გავტეხეთ.ზოგადად წელს ბარსა არის უპირობოდ ფავორიტი და დანარჩენს ასე ვერ გამოარჩევ.ძაან არასტაბილურად თამაშობს ყველა გრანდი.არა ემოციებზე აყოლილად და სწორად პსჟ-ს ორთამაშიან დაპირისპირებაში გავუშვებთ სახლში და ზოგადად მიმაჩნია რომ 2 თამაშიან დაპირისპირებებში გვაქვს უპირატესობები.
იმედი მაქვს რომ სანჩესი ათამაშდება და რაც მთავარია სწორ პოზიციას მოვუძებნით რომ მარსიალსაც გაქცევა არ მოუნდეს მერე.ბრაიტონთან კაი ფეხბურთი გველის მემგონი

გეთანხმები ერთადერთი ბარსელონა რომლთანაც ფინალამდე არ მინდა შეხვედრა დანარჩენებთან თანაბრად ვიბრძოლებთ.

სიმართლე გითხრა და მგონია მანამდე შევხვდეთ.ერთთამაშიანში სულ უშანსოდ ვაგებთ სულ რონალდოც რო გვყავდა მაშინაც.ორთამაშიანში სტრატეგია უკეთ მუშაობს.ერთ თამაშში კი ბევრი რამ იღბალზეცაა

ცუდად დამიწერია.ჯობია ფჯ ალამდე შევხვდეთთქო ამას ვგულისხმობდი
0
№13
ავტორი: The Special One
17 იანვარი 2019 17:02
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ნუ პრემიერ ლიგა რო დაკარგულია ფაქტია,ჩემპიონთა ლიგაზე კი ნამდვილად ღირს გაბრძოლება,როგორც ასე უშანსოდ ნამდვილად არ ვართ და პსჟ-ს თუ გავცდით,ერთ-ერთი ფავორიტებიც ვიქნებით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top