თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2019, 17:06
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2143,
კომენტარები: 14
"ღმერთის მადლიერი ვარ, რომ პსჟ-ში გადმოვედი"
დი მარია თავის წარუმატებლობას ლუის ვან გაალს აბრალებს.
არგენტინელმა "იუნაიტედში" 32 მატჩი ჩაატარა. საერთო ჯამში, არგენტინელმა მხოლოდ ოთხი გოლის გატანა და თერთმეტი ასისტის გაკეთება მოახერხა. ყოფილ "წითელ ეშმაკს" მიაჩნია, რომ მის წარუმატებლობაში დამნაშავე ლუის ვან გაალია.

შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედმა" დი მარია "რეალ მადრიდიდან" 2014 წელს შეიძინა და მის სანაცვლოდ 59,7 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

"მე იქ მხოლოდ ერთი წელი გავატარე. ეს არ იყო ჩემი კარიერის საუკეთესო პერიოდი და არც მომცემია უფლება, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი მეჩვენებინა."

"იმ მომენტისთვის მწრთვნელთან ბევრი პრობლემები შემექმნა, თუმცა ღმერთის მადლობელი ვარ, რომ პსჟ-ში გადასვლა მოვახერხე და ყველას დავანახე, თუ რა შემიძლია."

დი მარია "ოლდ ტრაფორდზე" ახალ გუნდთან ერთად დაბრუნდება და "მანჩესტერ იუნაიტედს" "ჩემპიონთა ლიგის" მატჩზე დაუპირისპირდება.

დი მარიას განცხადებით, სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ "იუნაიტედი" ბევრად უფრო გაძლიერებულია. ნორვეგიელმა გუნდში ახალი ენერგია შეიტანა და "წითლები" ახლა გაცილებით უფრო საშიშები არიან.

"იუნაიტედამდე" ჯერ კიდევ გვაქვს რამდენიმე მატჩი ჩასატარებელი. მათ ახალი მწრთვნელი ჰყავთ და აქამდე არცერთი თამაში არ წაუგიათ."

"ვფიქრობ, რომ ჩვენ "ჩემპიონთა ლიგაზე" არც ისე კარგი სტარტი ავიღეთ, მაგრამ შემდგომ ყველაფერი დავალაგეთ და ჯგუფის სათავეშიც მოვექეცით. ეს ძალიან რთული იყო. ახლა მხოლოდ ჩვენს თავზე უნდა მოვახდინოთ კონცეტნრაცია და არა მათზე და ყველაფერი რიგზე იქნება."


წყარო: Goal.com
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Svanchester
16 იანვარი 2019 21:38
  • სიახლეები: 2895
  • კომენტარები: 3931
დი მარია არ იყო პრემიერ ლიგის კაცი, ყველას არ შეუძლია ნისლიან ალბიონზე იუნაიტედის ღირსების ღირსეულად დაცვა.
0
№12
ავტორი: giorgisamnidze99
16 იანვარი 2019 22:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ეხა ადმინ ეს კაცი რისი ღირსია ... ოლე გასისხლე პესეჟე ეს კაცი რო ვატირო
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
16 იანვარი 2019 23:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ძაან წარუმატებელი ტრანსფერი გამოდგა
0
№14
ავტორი: stepno
17 იანვარი 2019 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რა დაამტკიცა პსჟ-ში ვიმემ იცით და მე გამოვტოვე რამეე??დდ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top