თბილისი:
მანჩესტერი:
13-01-2019, 22:17
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2510,
კომენტარები: 19
პოჩეტინო: "ხანდახან იმ შედეგს იღებ, რასაც არ იმსახურებ"
მენეჯერები მატჩის შემდგომ.
პოჩეტინო:
"მანჩესტერ იუნაიტედი" დღეს "უემბლის" ეწვია და "ტოტენჰემი" 1-0 ანგარიშით დაამარცხა. "იუნაიტედის" გულშემატკივარი დიდი მოლოდინითა და იმედით ელოდა დღევანდელ მატჩს და გახარებულიც დარჩა. ჩატარებული მატჩით ორივე მწრთვნელი კმაყოფილი გახლდათ.

"მე ძალიან ნასიამოვნები და კმაყოფილი ვარ. ოთხწელიწადნახევრის შემდეგ "ტოტენჰემმა" საუკეთესო მატჩი ჩაატარა, მეორე ტაიმზე მაქვს საუბარი. ეს უბრალოდ ბრწყინვალე იყო. დავიდ დე ხეამ მგონი 11 სეივი გააკეთა, რაც ჩემთვის ამ მომენტშიც დაუჯერებელია. ფეხბურთში ხანდახან გამარჯვებას იმსახურებ და ვერ იგებ, ხანდახან კი იგებ და არ იმსახურებ. ჩვენ ცუდი მატჩი არ ჩაგვიტარებია, ხანდახან ნაკლები შესაძლებლობების პირობებში გაგაქვს გოლი, თუმცა საწუწუნო არაფერი მაქვს. საოცარი მატჩი ჩავატარეთ,"-განაცხადა მაურისიო პოჩეტინომ.

"უემბლიზე" ჩამოსვლა და "ტოტენჰემის" დამარცხება საოცარი შეგრძნებაა. მეორე ტაიმში "ტოტენჰემმა" საოცარი მატჩი ჩაატარა, ბევრი მომენტი შექმნეს და დავიდ დე ხეა არ შეასვენეს, მაგრამ ყველას აქვს უფლება, რომ ჰყავდეს კარგი მეკარე. რა თქმა უნდა, როცა 11 სეივს აკეთებ შენ უბრალოდ საოცარი ხარ და ეს ნიშნავს, რომ ძალიან კარგ მატჩს ატარებ. ორ სეივზე მეც გაოცებული დავრჩი, დანარჩენს კი დავიდიდსგან ველოდი. ჩვენ დაცვაში კარგად ვითამაშეთ. მატჩი მხოლოდ ერთ კაცს არ მოუგია, ეს კარგი გუნდური თამაში იყო,"- განაცხადა ოლე გუნარ სოლსკიაერმა.


წყარო: SkySports
ინტერვიუები
19 კომენტარი
№11
ავტორი: kobinio
13 იანვარი 2019 22:49
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Svani
ციტატა: nika_nikusha
დაცვაში კარგად ვითამაშეთო რამ ათქმევინა, ჯონსი ათრია იმენა კეინმა. საშინლად ითამაშეს დაცვალში. 100 კი არა 150 გადაიხადეთ და მოიყვამეთ ის შავი კაცი, პსჟ - სთან ამ დაცვით შანსი არ გვაქვს . ნეიმარს ესენი ვერ გააჩერებენ

არ გაუტეხა ბიჭებს. მოურინიოსავით არ გამოვიდა და არ დაასხა თავის ფეხბურთელებს )) ეს კომენტარი ფსიქოლოგიურად წაადგება ჯონსსაც და ლინდელოფსაც.

მწვრთნელს ფსიქოლოგია რომ ესმის და ამას სპორტული ფიქოლოგია ქვია ძაან მაგარია მაურსგან განსხვავებით.ეს ისაა რაც აკლდათ ამ ბიჭებს და ვინ ვინ ათრია ანგარიშში ჩანს... ეს იყო სუფთა ტაკტიკური ბრძოლა რომელიც ოლემ მოიგო.პირველი ტაიმი სრულად იუნაიტედის ხელში იყო,გაიტანა გოლი და დაჯდა კონტრშეტევაზე.არ გაამართლა ტაკტიკამ თუ იღბალა კეინს რომ არ გაუვარდა ვინმე აქ გულდაწყვეტილია?

ყველა კრიტიკს ერთდროულად მინდა უთხრა
გ ა მ ო ი ღ ე თ !!!
ესეც მეექვსე მოგება და ყველაფერი კიდე წინაა.გილოცავთ ძმებო
0
№12
ავტორი: men1me
13 იანვარი 2019 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
არ გვყავს დაცვა მარა ეს კაცი რახან ამბობს რომ დაცვამ კარგად ითამაშაო ე.ი.კარგი კაცია
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
13 იანვარი 2019 23:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: giorgi_mg
ციტატა: SANDROGRIGA
ტოტენჰემმა მეტი დაიმსახურა უდავოდ, თუმცა ვერ იმას იტყვი რო იუნაიტედმა შემთხვევით მოიგო.

ტოტენჰემის აფეთქებამდე მეორე ბურთის გატანის შანსი იყო თან არაერთის და რო გაეტანათ ასე სანერვიულო წუთები აღარ იქნებოდა

პოლს რომ შეეგდო მოჯვდებოდა ეს თამაში გეთანხმები, თუმცა ტოტეს რომ გაეტანა დარწმუნებული ვარ სულ სხვანაირად ათამაშდებოდა გუნდი, უბრალოდ სცენარი განვითარდა სხვაგვარი, ამიტომაც მოუწია დევიდს სეივების კეთება

ტოტენჰემს რო გაეტანა მერე შეიძლება წაგვეგო კიდეც, უკვე ოლესაც იქით მიყავდა თამაში რო არ უშვებდა გოლის გაშვებას, რო გაეშვათ რთული იქნებოდა ახალი გეგმის მოფიქრება მოსაგებად, იმ ფონზე რასაც ტოტენჰემი გვიპირისპირებდა.
0
№14
ავტორი: OzBeTa
13 იანვარი 2019 23:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
მშვენიერი ტაქტიკოსი გამოდგა ოლე და საღოლ. პროსტა დაცვა გვინდა შესაბამისი როლ ამ ტაქტიკამ აუღელვებლად გაამართლოს ხოლმე როცა დაგვჭირდება :) აი დაცვის ბრალია რო დავითა ასე დაიტვირთა. ერთი კაი ცემტრალური მცველიც კი გვეყოფა აიტუაციის გამოსასწორებლად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№15
ავტორი: PaLoMo
14 იანვარი 2019 00:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ramoxdeboda axla 1:2ro mogvego?mec xo movigebdi bilets
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№16
ავტორი: giorgi_mg
14 იანვარი 2019 12:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ტოტე ამ თამაშში წაგებას არ იმსახურებდა იმის ფონზე რა მომენტებიც შექმნა, თუმცა პოლმა რომ ვერ გაიტანა 2 მომენტში მანდ აშკარად გაუმართლათ, თორე მერე თუ ერთს შესაგდებდნენ ეგეც არ იყო პრობლემა, ასე რომ ფრეს თამაში იყო ასე დავარქვათ, ჯერ ტოტეს გაუმართლა და შემდეგ ჩვენ დევიდი გვყავს, ასე რომ ვინ რას იმსახურებდა ეგ კიდევ საკითხავია :)) თუმცა ვთქვათ რომ 1 ქულას იმსახურებდა ჯანდაბას :))
0
№17
ავტორი: qamari
14 იანვარი 2019 13:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ციტატა: kobinio
ციტატა: Svani
ციტატა: nika_nikusha
დაცვაში კარგად ვითამაშეთო რამ ათქმევინა, ჯონსი ათრია იმენა კეინმა. საშინლად ითამაშეს დაცვალში. 100 კი არა 150 გადაიხადეთ და მოიყვამეთ ის შავი კაცი, პსჟ - სთან ამ დაცვით შანსი არ გვაქვს . ნეიმარს ესენი ვერ გააჩერებენ

არ გაუტეხა ბიჭებს. მოურინიოსავით არ გამოვიდა და არ დაასხა თავის ფეხბურთელებს )) ეს კომენტარი ფსიქოლოგიურად წაადგება ჯონსსაც და ლინდელოფსაც.

მწვრთნელს ფსიქოლოგია რომ ესმის და ამას სპორტული ფიქოლოგია ქვია ძაან მაგარია მაურსგან განსხვავებით.ეს ისაა რაც აკლდათ ამ ბიჭებს და ვინ ვინ ათრია ანგარიშში ჩანს... ეს იყო სუფთა ტაკტიკური ბრძოლა რომელიც ოლემ მოიგო.პირველი ტაიმი სრულად იუნაიტედის ხელში იყო,გაიტანა გოლი და დაჯდა კონტრშეტევაზე.არ გაამართლა ტაკტიკამ თუ იღბალა კეინს რომ არ გაუვარდა ვინმე აქ გულდაწყვეტილია?

ყველა კრიტიკს ერთდროულად მინდა უთხრა
გ ა მ ო ი ღ ე თ !!!
ესეც მეექვსე მოგება და ყველაფერი კიდე წინაა.გილოცავთ ძმებო
. არავისთან ვაპირებ პოლემიკაში ჭიდილს ,მარა მეგობრებო რატომ იტანჯავთ თავს მანიუს ფანობით , თუ კი მისიანი არ ხარ .ვიღაცის გამოყოფა რომ არ ჰქნა ტეხამს ,აი ვინც ჰქნა სხვაზე უკეთესად ეს მატიჩია ერარასთან მერე ,პოგბა რეშფორდი ,ეგ არი რა დე ხეა ეს უკვე მანიუს არა ეშმაკი თეთრი მფარველი ანგელოზიაააააა

ციტატა: giorgi_mg
ტოტე ამ თამაშში წაგებას არ იმსახურებდა იმის ფონზე რა მომენტებიც შექმნა, თუმცა პოლმა რომ ვერ გაიტანა 2 მომენტში მანდ აშკარად გაუმართლათ, თორე მერე თუ ერთს შესაგდებდნენ ეგეც არ იყო პრობლემა, ასე რომ ფრეს თამაში იყო ასე დავარქვათ, ჯერ ტოტეს გაუმართლა და შემდეგ ჩვენ დევიდი გვყავს, ასე რომ ვინ რას იმსახურებდა ეგ კიდევ საკითხავია :)) თუმცა ვთქვათ რომ 1 ქულას იმსახურებდა ჯანდაბას :))

სრულიად დაგეთანხმებოდი მოუს ფორაციის გუნდით , მარა გუშინდელი თამაში არ იყო გაგიტან არ გაუშვებ ,გუშინ იყო გაგიტანის სურვილი მაიუმ გაიტანა ათიდან ერთი ,ტოტემ ოციდან ნოლი,ეს არის ფეხბურთი ღირებული
0
№18
ავტორი: nika1983
14 იანვარი 2019 18:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
ჯოზესთან ერთად თარსებიც მოგვშორდა
0
№19
ავტორი: Shota Blues
18 იანვარი 2019 19:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
დე ხეას 11მა სეივმა არ წაგებაზე უდიდესი გავლენა იქონია, ამას დაუმსახურებელი არ ქვია. პირველი ტაიმი და მეორეც გუნდური თამაში იყო, ოლეს ტყული არ უთქვამს გუნდის გასამხნევებლად. პირველა ტაიმში ყველა მონაწილეობდა შეტევაში, მეორეშიც აგრეთვე ყველა, დაცვაში. ზოგჯერ ესეთი თამაშები იქნება რაც ტრაგედია არ არის. ის რაც წინათ გვემართებოდა ბურთის უაზრო კარგვა და მერე უკან თავპირისმტვრევით გაქცევა საკუთარი საჯარიმოსკენ, ესე არ მომხდარა. შეთანხმებული მოქმედება იყო თითქმის ყველა სიტუაციაში და ეს კარგია. დე ხეას მიმართ ბოროტი ხალხის განცხადებები გვახსოვს - ,,არის კი ის საუკეთესო მსოფლიოში" - უნდა გაბათილებულიყო. თვითრწმენას გაუმყარებსა და თანაგუნდელებსაც გაამხნევებს რომ კარში საიმედო კიპერი დგას.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top