თბილისი:
მანჩესტერი:
10-01-2019, 16:41
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2487,
კომენტარები: 12
10 იანვრის სატრანსფერო სიახლეები
ვის შეძენას შეეცდება "იუნაიტედი".
10 იანვრის სატრანსფერო სიახლეები
''იუნაიტედი" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე მცველის დამატებას შეეცდება. "ოლდ ტრაფორდზე" არენდიდან ახალგაზრდა ფეხბურთელებიც დაბრუნდნენ, ზოგს კი ადრეულად დაბრუნება სურს. იხილეთ 10 იანვრის სატრანსფერო სიახლეები:

1. "რეალ მადრიდი" მზადაა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" კალიდუ კულიბალის შეძენაში შეეცილოს. ესპანელები მზად არიან, რომ "ნაპოლის" მცველისთვის 90 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

2. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჯო პერეირა არენდიდან გამოითხოვა. "Daily Mail"-ის განცხადებით, ახალგაზრდა მეკარეს "რედინგში" გაანათხოვრებენ.

3. არენდიდან დაბრუნდა "იუნაიტედის" მცველიც, მეტი უილოკიც.

4. "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" კრისტიან ერიკსენით ინტერესდებიან. "ტოტენჰემის" ფეხბურთელისთვის გუნდები მზად არიან 45 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

5. ტიმოთი ფოსუ-მენსას, "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველს, "ფულემიდან" მალე დაბრუნება სურს. ახალგაზრდა მცველს იმედი აქვს, რომ კლუბს სეზონის ბოლომდე შეუერთდება.


წყარო: SkySports
სხვა
12 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
10 იანვარი 2019 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
კოუტინიოზეც იწერება ბარსაში ვერ მოიკიდა ფეხი კარგ შეთავაზებაზე შეილება დათანხმდეს ბრაზილიელია მაინც და კონკურენტ გუნდებში გადასვლას არ ერიდებიან. ერიკსენიც კაი თემა მარა მოუკლო მაგრად. ნახევარდაცვაში მოდრიჩის და ხამესის ვარიანტიც არა ცუდი.
0
№12
ავტორი: bziki
11 იანვარი 2019 00:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ნახევარმცველი თუა მე საულს დავამატებდი მარტო,თან რეალურია,ერთი ორი წლის წინ ბარსა ჩალიჩობდა და მგონი ჩვენც.მატიჩთან ერთად მაგარ ცენტრს დადებდა თან პოგბასაც აბლატავრბდნენ წინ.
ერიქსენი,კოუტინიოს ტიპის იგროკს არ იყიდიან, მაშინ პოგბა უნდა დაწიონ უკან მაგას გადაყვა ჟოზე:D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top