თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2019, 11:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2283,
კომენტარები: 11
ფერგიუსონის ემოციური მიმართვა ბიჭებს
ვარჯიშზე მისულმა ფერგიუსონმა ფეხბურთელებს მიმართა.
ფერგიუსონის ემოციური მიმართვა ბიჭებს
სერ ალექს ფერგიუსონმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს ემოციურად მიმართა და უთხრა, რომ მათ კვლავ შეუძლიათ ეს კლუბი დიდებულად აქციონ.

შოტლანდიელის მოწვევა ოლე გუნარ სოლსკიაერის იდეა იყო, რათა ფეხბურთელებში სულისკვეთება აემაღლებინა.

"იუნაიტედმა" თავისი ხუთივე შეხვედრა მიოგო ნორვეგიელი მწვრთნელის ხელმძღვანელობისას. კლუბთან დაკავშირებულმა წყარომ კი განაცხადა: "ფერგიუსონმა ბიჭებს უთხრა, რომ ისინი კვლავ გახდიდნენ "იუნაიტედს" დომინანტსა და წარმატებულს.

უთხრა, რომ სჯეროდა მათი და სურდა, მათ სიამოვნება მიეღოთ საკუთარი თავისგან, იბრძოლონ ერთმანეთისთვის და მოედანზე დადონ ყველაფერი.

მათ ასევე უთხრა, რომ კლუბი საიმედო ხელშია და დაპირდა, რომ "იუნაიტედი" კვლავ გახდება დიდი და უკეთესი, ეს ფეხბურთელები კი ამის ნაწილი იქნებიან.

ფეხბურთელებს სჯერათ, რომ წინ წარმატება ელით".


ფერგიუსონის მიმართვა დანამატი იყო სოლსკიაერის მიერ შექმნილ დადებით ატმოსფეროზე. 77 წლის ყოფილმა მწვრთნელმა კი სოლსკიაერს საჭირო კონსულტაცია გაუწია.

წყარომ დაამატა: "ფეხბურთელებს სურთ, მადლობა გადაუხადონ სერ ალექსს მხარდაჭერისა და კეთილი სიტყვებისათვის და ძალიან სურთ რომელიმე ტიტული მოიგონ მისი და ოლე გუნარ სოლსკიაერისთვის ამ სეზონში."

წყარო: the sun
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Shota Blues
18 იანვარი 2019 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
იმედს იმ დრომდე შევინარჩუნებ ვიდრე მანიუ ძველ დიდებას დაივბრუნებდეს შემდეგ კი აწმყოთი და უკეთეს მომავალზე ფიქრით დავტკბები
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top