თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2019, 15:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2412,
კომენტარები: 16
ფეხბურთელებს ოლეს დარჩენა სურთ
სანახაობრივი თამაშით მოხიბლული ფეხბურთელები ნორვეგიელის შენარჩუნების იმედად არიან.
ფეხბურთელებს ოლეს დარჩენა სურთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს სურთ, ოლე გუნარ სოლსკიაერი გუნდის მთავარი მწვრთნელი ხანგრძლივი ვადით გახდეს.

მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი სოლსკიაერი გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩება, "იუნაიტედის" იერარქიის წარმომადგენლები კი ახალი მთავარი მწვრთნელის ძიების პროცესს ხელმძღვანელობენ, რათა გაძევებული ჟოზე მოურინიო ჩაანაცვლონ.

მიუხედავად იმისა, რომ "ტოტენჰემის" თავკაცი მაურისიო პოჩეტინო უპირველეს სამიზნედ რჩება, "ოლდ ტრაფორდზე" მოასპარეზე ფეხბურთელებს ოლე გუნარის შენარჩუნება ურჩევნიათ.

გულშემატკივართა საყვარელმა ნორვეგიელმა თავის მხრივ ყველა პირობა შექმნა სამუშაოს უფრო ხანგრძლივად ჩასაბარებლად, მოიგო რა შესაძლო ხუთიდან ხუთივე მატჩი და ათამაშებს გუნდს ჟოზე მოურინიოსთან შედარებით კონტრასტული სტილის, შემტევ ფეხბურთს.

ოლე გუნარის ხელმძღვანელობით კლუბის წამყვანი ფეხბურთელები უფრო პროდუქტიულები გახდნენ და მათზე დაკისრებულ სამუშაოს პირნათლად ასრულებენ, რაც სრულიად განსხვავდება ჟოზე მოურინიოს პერიოდის მიდგომისგან, როცა ნახევარმცველების უმთავრეს მოვალეობას პირველ რიგში თავდაცვა წარმოადგენდა.

45 წლის ნორვეგიელი არ მალავს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენა და დიდხანს მუშაობა სურს და კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდიც მოხარულია მის მიერ გაწეული სამსახურით მოკლე ვადაში.

წყარო: mirror
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
8 იანვარი 2019 21:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მოკლედ ოლეს იმედი მაქვს მე პირადად და არანაირი პოჩეტინო ალეგრი ზიდანი და ა.შ არ გვჭირდება. ფერგის გაზრდილია ბოლობოლო ეს კაციი და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრიაქ ნასწავლი. ძალიან დიდი ხნით უნდა დარჩეს ოლე და ტიტულები არ მოგვაკლდება,ტრანსფერებიც აუცილებლად გაკეთდება და ყველაფერი კარგად იქნება როგორც ეკადრება მანჩესტერ იუნაიტედს ისე იქნება ყველაფერი.
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
8 იანვარი 2019 22:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასე თუ გააგრძელა უნდა დატოვონ
0
№13
ავტორი: Svanchester
8 იანვარი 2019 23:06
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: makaveli
ციტატა: Svani
ეს ჩვენც გვსურს ფანებს. დატოვონ დიდი ხნით. ბოლობოლო ბაბუს გაუჭირდა პირველი რამოდენიმე სეზონი იუნაიტედში და დიდი ამბავი თუ ოლემ ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა ან ვერ შევიდა ოთხეულში.

მაგას ვიძახი ზუსტად ძმაო.. ერთი ცუდი ჩვევა გვაქ (ზოგადად ვამბობ) 5 თამაში მოიგო და ხო ვაქებთ და ტოტესთან რო წააგოს უმეტესობა გადაუვლის და ეგ არ მომწონს ძაან.. ან რა გარანტია გვაქ რო ზიდანი რო მოვიდეს ოლეზე კარგად ითამაშებენ? ზიდანის კონტრ შეტევებს ოლეს პრესინგი და შეტევა ბებრად მირჩევნია მითუმეტეს მარსელო ვარანი რამოსო კარვახალი ყავდათ და რამდენ გოლს უშვებდნენ.. რონალდო არ ყოლოდათ და 5 წელში 4 ლიგა კიარა მილიონი პროცენტი დარუნებული ვარ ერთსაც ვერ მოიგებდნენ

კი ძმაო, გეთანხმები, ღმერთმა არ ქნას და წავაგოთ გამოვა ხალხი და იტყვის აი ჩამოუყალიბებელია, არ არის იუნაიტედის დონის და ასე შემდეგ. სოლსკიაერს ხანგრძლივი დრო უნდა მიეცეს აქ სამუშაოდ, და არაა მოსაყვანი იუვენტუსზე ჩაციკლული ზიდანი და არც ტოტენჰემის ლეგენდობის მოალერსე პოჩეტინო
0
№14
ავტორი: kobinio
9 იანვარი 2019 00:57
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746

მაგის მთქმელი მოინახება მარა მაგისნაირ ფანებს მე ბარსას ფანებს ვეძახი ))
0
№15
ავტორი: OzBeTa
9 იანვარი 2019 01:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
ჩემი აზრით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალდეც რო მივიდეს მაგარი შედეგი იქნება და უნდა დატოვონ. ოთხეულში თუ გაგვიყვანა ხო მანდ ლაპარაკიც ზედმეტია ასეთი უშანსო სეზონი რომ გადაგვირჩინოს :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№16
ავტორი: Vaskaa
9 იანვარი 2019 09:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
აშკარაა რომ დარჩება. მითუმეტეს ეხლა ტოტენჰემი თუ მოგუდეს და მოუგეს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top