თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2019, 03:22
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2313,
კომენტარები: 12
ლუკაკუ თუ რეშფორდი?
ვის აირჩევს სოლსკიაერი შემდეგი მატჩებისთვის?
ლუკაკუ თუ რეშფორდი?
ოლე გუნარ სოლსკიაერმა "ნიუკასლთან" გამართული მატჩის შემდეგ მშრალად შენახულ კარზე ისაუბრა. ლუკაკუსა და რეშფორდის მეორე ტაიმში გატანილმა გოლებმა გუნდს გამარჯვება მოუტანა, სოლსკიაერი კი "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში მეორე მენეჯერი გახდა, რომელმაც პირველი ოთხი თამაში მოიგო.

"მეოთხე თამაშია ამას ვცდილობთ და ბოლოს და ბოლოს კარის მშრალად შენახვა მოვახერხეთ. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა პროფესიონალურად ითამაშეს. შესაძლოა იმ სიმაღლეზე არ ვიყავით, რაც შეგვიძლია, მაგრამ ვიგრძენი, რომ ჩვენ თამაშს ბოლომდე ვაკონტროლებდით."

"კონტროლი უფრო მეტად მეორე ტაიმში მოვახერხეთ. პირველი ნახევრის ჩატარება ცოტათი უფრო გაგვიჭირდა. ცოტა მომენტი შევქმენით - ზედმეტად ბევრი შეხება, ზედმეტად ბევრი პასები ერთ სივრცეში..."

"თუმცა ამ თამაშს ერთი ძალიან დიდი პლიუსი აქვს და ეს სუფთად შენახული კარია."

ლუკაკუმ შემოსვლიდან პირველივე შეხებაზე გოლის გატანა მოახერხა. ამის შემდეგ კი რეშფორდმა საოცარი თამაშით მოწინააღმდეგის კარი დალაშქრა. სოლსკიაერს ფორვარდებმა ახალი საფიქრალი გაუჩინეს - ვინ უნდა დადგეს ძირითად შემადგენლობაში?

"მარკუსმა შესანიშნავად დაარტყა და ლუკაკუმ ძალიან კარგი რეაქცია გამოავლინა. როდესაც კარში დგახარ და ხედავ რომ დიდი რომელუ მორბის შენკენ, მგონია, რომ მეკარეს შეეშინდება და განზე გადგება."

"რაც შეეხება იმ შეკითხვას, თუ რომელს ვათამაშებ მომავალში, პასუხი მარტივია - ორივეს დაყენება შემიძლია ერთდროულად. ერთს მარჯვენა ფრთაზე შეუძლია თამაში, ერთს ცენტრში, ეს კი არჩევანის საშუალებას მაძლევს."

წყარო: SkySports
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Dato kutaisi
3 იანვარი 2019 18:14
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
Ikeoni ძამი კლასში და პოტენციალში არც მე შემაქვს ეჭვი,მაგრამ ეს რო საკმარისი არაა იმისათვის რომ წარმატებული გუნდი იყო ეგეც ფაქტია.მარტო შეტევით პოტენციალზე ლაპარაკი და ამით დიდ შედეგებზე პრეტენზიები არასწორია.აი სიტი ბარსა დაჟე ლივერპულიც კი მეტად დაბალანსებული გუნდია.ბალანსში ვგულისხმობ არა რომელიმე მაღალ კლასს არამედ იმას რომ ყველა რგოლია დაბალანსებული რაც ჩვენთან არაა.წინა დღეების განმავლობაში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვებები სასიამოვნოა მაგრამ მეტოქეებიც სუსტები იყვნენ.მოურინიოს დროს ამაფაც კი მეორე ნომრად ვეთამაშებოდით.უბრალოდ მე მაქვს შიში რომ ეს თამაში არ იყოს მხოლოდ მუღამზე მოსული და ეიფორიაში ნათამაშები გუნდის.იმიტომ რომ ეს შემართება ქრება აბა ტრებერებს ვინ იცვლის ასე ნასკებივით.აი ტაქტიკურად რა შეუძლია ოლეს და გუნდიც როგორ არის მზად ამ ტაქტიკისათვის ამას ტოტენჰემთან ვნახავთ
0
№12
ავტორი: kalidou koulibaly
4 იანვარი 2019 14:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
მაგრა მინდა ეს კაცი დატოვონ

მაგრა მინდა ეს კაცი დატოვონ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top