თბილისი:
მანჩესტერი:
16-02-2013, 13:09
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2035,
კომენტარები: 11
უელბეკი: "უნდა წარმოგვედგინა, რომ ერთ ჩვეულებრივი მატჩი უნდა გვეთამაშა"
უელბეკი "რეალთან" მატჩზე საუბრობს....
უელბეკი:
"იუნაიტედის" ახალგაზრდა ფორვარდმა დენი უელბეკმა აღიარა, რომ წითელი ეშმაკუნები "რეალთან" მატჩს ისევე მოეკიდნენ, როგორც სხვა ჩვეულებრივ მატჩს.

"ბერნაბეუ ბრწყინვალე სტადიონია. "რეალს" ბევრი კარგი ფეხბურთელი ყავს, მაგრამ ჩვენ ვხვდებოდით, რომ ეს თამაში უნდა წარმოგვედგინა, როგორც ჩვეულებრივი მატჩი, ერთ-ერთი ბევრიდან.

ჩვენ აქ იმისათვის მოვედით, რომ ფეხბურთი გვეთამაშა და არ აღვენიშნა რაიმე მოვლენა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ ვის ეთამაშები, თუმცა "იუნაიტედი" ყველა მატჩში მოსაგებად გამოდის".

უელბეკმა არ დამალა, რომ უეინ რუნის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ გატანილი გოლი იყო დამუშავებული ვარჯიშზე.

"როდესაც რუნიმ ჩააწოდა კუთხური მე ვიცოდი სად უნდა გამეგზავნა ბურთი. ჩვენ ამაზე ვვარჯიშობდით და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელი გოლის გატანა".

მატჩის დასრულებამდე უელბეკს კიდევ ჰქონდა შანსი გოლის გატანისათვის, თუმცა დიეგო ლოპესმა მოახერხა უელბეკის დარტყმულის მოგერიება.

"დიახ, ცოტა მაკლდა მეორე გოლამდე. რობინმა ბრწყინვალე პასი გამიკეთა, თუმცა სანტიმეტრები დამაკლდა სრული წარმატებისათვის. ერთი ნაბიჯიც და შევაგდებდი ბურთს კარში" - განაცხადა "იუნაიტედის" წინახაზელმა.

წყარო: Manreds.Com
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Degea1
28 თებერვალი 2013 08:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
sagol avtor
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top