თბილისი:
მანჩესტერი:
30-12-2018, 12:53
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2038,
კომენტარები: 13
სოლსკიაერი: "კლუბს ორ ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტი სურს, მათ დავეხმარები"
კლუბს ესპანელის და ფრანგის შენარჩუნება სურს.
სოლსკიაერი:
როგორც ჩანს, "მანჩესტერ იუნაიტედს, ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას შემდეგ, ახალი გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება კიდევ ორ ფეხბურთელთან სურს. ანტონიო მარსიალი და დავიდ დე ხეა - ფეხბურთელები რომლებიც სავარაუდოდ ახალ გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას მიიღებენ.

ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში, გუნდის თავკაცმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ კლუბის ბოსებს, ესპანელის და ფრანგის გასხვისება არ სურთ და რომ მათ ფეხბურთელებთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაში დაეხმარება.

"კლუბი დე ხეასა და ანტონიო მარსიალის ახალ კონტრაქტებზე აქტიურად მუშაობს, ვინაიდან და რადგანაც ეს ფეხბურთელები ტოპ - კლასის მოთამაშეები არიან. რა თქმა უნდა ყველაფერი დამოკიდებულია მათზე, თუმცა საუბარია "მანჩესტერ იუნაიტედზე", მსგავსი ადგილი ბევრი არ არის, სადაც ბალახი მუდმივად მწვანეა. "მანჩსტერ იუნაიტედი" მსოფლიოში საუკეთესო კლუბია.

ვიმედოვნებ, რომ კლუბს დავეხმარები ამ სიტუაციის წარმატებით გადაწყვეტაში, შევეცდები მათ დავარწმუნო აქ დარჩნენ, თუმცა მთავარი ის არის, რომ დე ხეამ და მარსიალმა თავად მოინდომონ აქ დარჩენა.

თამაშობდე "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში, არის გქონდეს შანსი გახდე ამ კლბის იმ დიდი ისტორიის ნაწილი რაც მას გააჩნია, ეს დიდებული კლუბია".
- ციტირებს Sky Sports - სოლსკიაერის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ მარსიალისა და დე ხეას ამჟამინდელი კონტრაქტი, კლუბს 2020 წლის ზაფხულამდე უკავშირდება.



წყარო: euro-football
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: რეალისტი
30 დეკემბერი 2018 19:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ციტატა: Svani
ციტატა: kobinio
ციტატა: Svani
სასიამოვნოა ამ კაცის ინტერვიუები თუ პრეს - კონფერენციები, გულით საუბრობს კლუბზე და ეტყობა, რომ "იუნაიტედისთვის" ბოლომდე დაიხარჯება, არ შეხედავს კლუბს ისე როგორც უბრალოდ სამსახური, როგორც მოურინიოს შემთხვევაში იყო, მე პირადად არც ზიდანი მინდა და არც არავინ, მხოლოთ ერთ რამეს ვნატრობ, ამ კაცმა მიაღწიოს წარმატებას ამ სეზონში როგორმე და გაუფორმონ ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი, მეცოდინება, რომ მოედანზე გუნდი ფერგის ბიჭს გამოჰყავს. მესამე მატჩია მოუთმენლად ველოდებით ყველა თამაშებს, იმიტომ, რომ ვიცით ბოლომდე მებრძოლი ბიჭები გამოდიან სათამაშოდ. რაც შეეხება დე ხეას და მარსიალს, ალბათ ხვდებით, რომ ამ ორ ფეხბურთელს ისევე როგორც პოგბას, გუნდიდან არავინ გაუშვებს.

ვიცი რომ სასწაულის მოხდენა არ შეუძლია და მინდა რომ მაქსიმუმს მიაღწიოს რომ კონტრაკტი გაუხანგძლივონ.მხოლოდ ასეთ სიყვარულს კლუბისადმი შეუძლია ძველი დიდების დაბრუნება.

გეთანხმები.

სასწაულს რომ ვერ მოახდენს ეგ ვიცით მაგრამ, მას ისე უყვარს მანიუ და ისე იცის შიდა სამზარეულო რომ მჯერა თავისი სიყვარულით მანჩესტერს წინ წაიყვანს არამარტო სიყვარულით არამედ ეტყობა რო რაღაცა იცის მწვრვთნელობის თორე ისე მარტო სიყვარულით არავინ დანიშნავდა. აბა წარმატებები ოლეს და მანიუს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№12
ავტორი: stepno
30 დეკემბერი 2018 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეს ორი კაციი აუცილებლად დიდი ხნით უნდა დარჩეს გუნდში.
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
5 იანვარი 2019 00:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ორივე უნდა დარჩეს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top