თბილისი:
მანჩესტერი:
28-12-2018, 15:16
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2215,
კომენტარები: 13
ვინ იქნება "იუნაიტედის" კაპიტანი?
რა გადაწყვეტილება მიიღო სოლსკიაერმა
ვინ იქნება
"მანჩესტერ იუნაიტედს" ისევ ანტონიო ვალენსია წარუძღვება. ვალენსიამ სოლსკიაერის პირველი ორი თამაში გამოტოვა, თუმცა ნორვეგიელმა დაადასტურა, რომ "იუნაიტედს" ისევ ეკვადორელი წარუძღვება. ვალენსია ბევრს მუშაობს, რათა საახალწლოდ მოედანზე დაბრუნდეს.

"იუნაიტედის" ამჟამინდელ შემადგენლობაში ყველაზე დიდხანს "ოლდ ტრაფორდზე" ვალენსია თამაშობდა. სერ ალექს ფერგიუსონმა ეკვადორელი 2009 წელს შეიძინა. ეშლი იანგი და დავიდ დე ხეა კი გუნდს 2011 წელს შეუერთდნენ. სწორედ ისინი ატარებდნენ კაპიტნის სამკლაურს "კარდიფსა" და "ჰარესფილდთან".

"მე უკვე გითხარით, რომ ის კაპიტანია და როცა სრულიად გამოჯანრმთელდება სამკლაურსაც აუცილებლად მოირგებს."

"ის ძალიან ბევრს მუშაობს, რათა გუნდს ამ რთულ პერიოდში დაუბრუნდეს. ანტონიოსნაირ მარჯვენა მცველს იშვიათად თუ შეხვდებით. აუცილებლად იხილავთ მას თავისი კაპიტნის სამკლაურით,"
- განაცხადა სოლსკიაერმა.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: kantona-7
28 დეკემბერი 2018 20:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
დეხეა ან პოგბა უნდა იყოს კაპიტანი!!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№12
ავტორი: mishiko1
29 დეკემბერი 2018 12:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
კაპიტანს გუნდი ყველაზე და ყველაფერზე მეტად უნდა უყვარდეს, არ არის მარტო კარგი მოთამაშეობა საკმარისი და აქედან გამომდინარე არამგონია პოგბა კაპიტნობას იმსახურებდეს, მაგალითისთვის რეალის თითქმის ყველა თამაშს რონალდუ იგებდა მაგრამ კაპიტანი რამოსი იყო და არის, ასე რომ ვალენსია იმსახურებს კაპიტნობას მაგრამ უმჯობესია კაპიტანი ძირითადის მოთამაშე იყოს, დეხეაც იმსახურებს, ასევე მატა ალბად პოგბაზე მეტად.
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
5 იანვარი 2019 00:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ისედაც არავინაა ვიზეც იტყვი რო კაპიტნის თვისებები აქვს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top