თბილისი:
მანჩესტერი:
16-02-2013, 01:45
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2629,
კომენტარები: 11
ბოსი უარყოფს დე ჰეას წასვლის შესახებ ინფორმაციას
ბოსი: დე ჰეა თანდათან ძლიერდება
ბოსი უარყოფს დე ჰეას წასვლის შესახებ ინფორმაციას
სერ ალექს ფერგიუსონის თქმით ის ყურადღებას არ მიაქცევს პრესის რეაქციას "მადრიდის რეალთან" დე ჰეას შესანიშნავი თამაშის შემდეგ.

ამ სეზონში ესპანელს ხშირად აკრიტიკებდა მედია - შეიძლება ითქვას უსამართლოდ. მაგრამ მან გააჩუმა ყველა მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს საღამოს მხოლოდ ერთი გოლის გატანის საშუალება მისცა მადრიდელებს.

"იუნაიტედის" მწვრთნელს არასდროს შეპარვია ეჭვი ახალგაზრდა მეკარის პოტენციალში და შესაძლებლობებში. ამიტომ მისი აზრით ლაპარაკები, ზაფხულში მისი წასვლის შესახებ სრულიად უსაფუძვლოა, რადგან 22 წლის მეკარისგან ჯერ კიდევ ელოდებიან დახვეწას.

"ეს არის ჟურნალისტიკა" განუცხადა სერ ალექსმა MUTV-ს. "ის მერყევია"

"მე ამაზე არ ვნერვიულობ. ჩვენ არადროს არ ვნერვილობდით ამაზე და რატომ უნდა შეიცვალოს ეს ამ თამაშის შემდეგ?"

"ამ ბიჭმა დაგვანახა თავისი შესანიშნავი შესაძლებლობები. მან უნდა მოახდინოს ინგლისურ ფეხბურთში ადაპტაცია, ჩვენ გვესმის, რომ რაღაც მომენტებში ეს მისთვის რთული იქნება, რადგან მას დასახვეწი აქვს ფიზიკური მხარე. მაგრამ ის თანდათან ძლიერდება და შემდეგ სეზონში ის უკეთესი იქნება."

"მას ჰქონდა ფანტასტიური ღამე, მან სამი შესანიშნავი სეივი განახორციელა. მათმა მეკარემ, დიეგო ლოპეზმაც ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. ეს იყო შემთხვევა, როდესაც ორმა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა დიდ თამაშში."


წყარო: www.ManUtd.com
სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Amanda Seyfried
16 თებერვალი 2013 18:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ეს 18 წელი აქ უნდა იყოს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top