თბილისი:
მანჩესტერი:
24-12-2018, 19:22
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2113,
კომენტარები: 13
"იუნაიტედმა" შეთავაზება გააკეთა
სოლსკიაერს ბრაზილიელი ფხბურთელი სურს.
ტურინის "იუვენტუსის" ბრაზილიელმა შემტევმა ნახევარმცველმა დუგლას კოშტამ კარიერია შესაძლოა "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელოს. - იუწყება Rai Sport.

ზემოაღნიშნული წყაროს მტკიცებით, "წითელმა ეშმაკებმა" ტურინულ გრანდს შეთავაზება უკვე გაუკეთეს. სოლსკიაერის გუნდი მარჯვენა ვინგერის ძიებაშია, რომელიც შეტევებს მკვეთრად გააძლიერებს აღნიშნული ფლანგიდან.

ცნობილია სატრანსფერო თანხაც რომელიც გლეიზერების გუნდმა "ბებერ ქალბატონს" შესთავაზა - 60 მილიონი ევრო, ეს ის თანხაა რომელიც თანხმობის შემთხვევაში იტალიური კლუბის ანგარიშზე ჩაირიცხება კოშტას სანაცვლოდ.

მიმდინარე სეზონში დუგლასმა ტურინელთა რიგებში საერთო ჯამში 16 შეხვედრა ჩაატარა, საკუთარ აქტივს კი მხოლოდ ორი საგოლე გადაცემა შესძინა. ბრაზილიელს იტალიურ გრანდთან, მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

წყარო: euro-football
სიახლეები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Phil Jones
25 დეკემბერი 2018 10:15
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ეს მომწონდა ხოლმე და დაახლოებით 1 თვის წინ ვუყურე იუვე და თუ არ ვცდები კალიარის თამაშს და 90 წუთზე არაფრის გამო "კალიარის" ფეხბურთელს სახეში შეაფურთხა. სხვისი არ ვიცი და ჩემთვის ეს სპორტსმენი აღარაა მას მერე.
0
№12
ავტორი: gela-manchesteri 20
25 დეკემბერი 2018 12:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
პირადად მე არ მინდა არ ვირცხენა
0
№13
ავტორი: shotkin
25 დეკემბერი 2018 14:18
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Phil Jones
0

ზუსტად მაგის გამო არ მინდა რო გადმოვიდეს აი ეგეთ ადამიანს როგორ უნდა ვუბალეშიკო? ვერ ვუბალეშიკებ, პიროვნულად პატივს რო არ ვცემ ეგეთი კაცი ჩემს საყვარელ გუნდში არ მინდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top