სერ ალექსმა განაცხადა, რომ რაფაელ და სილვას თამაშმა "ბერნაბეუზე" ყველას დაგავანახა როგორი პროგრესი განიცადა ბრაზილიელმა ბოლო წლებში.
"რეალ მადრიდი" პირველი 45 წუთის განმავლობაში უტევდა "იუნაიტედს" მარჯვენა მხრიდან. "იუნაიტედის" მენეჯერის განცხადებით, ახალგაზრდა მცველი დიდი მონდომებით ებრძოდა ესპანელთა შეტევებს.
გარდა ამისა, რაფელმა მეორმოცე წუთზე დაარღვია თამაშის წესები იოზილის წინააღმდეგ და მიიღო ყვითელი ბარათი.
Daily Telegraph-მა რაფაელს უწოდა "თეთრმაისურიან მატადორებთან მებრძოლი". 22 წლის მცველი თითქოს "შემთხვევით მოხდა "პლაზა და ტოროს დე ლას ვენტასზე", ისტორიულ ხართა არენაზე".
MUTV-სთან საუბარში სერ ალექსმა განაცხადა, რომ მას არასდროს უფიქრია პირველი ტაიმის შემდეგ რაფაელის გაყვანაზე, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მეორე ტაიმი განსხვავებული სცენარით განვითარდებოდა.
კრიასტიანო რონალდოს, რომელიც პირველი ტაიმში ძალიან შთამბეჭდავი იყო, ძალიან გაუჭირდა იგივეს გაკეთება, რადგან რაფაელმა დაამტკიცა თუ რატომ უნდა ენდოს ფერგიუსონი მას მომავალი 10 წელი.
"საერთოდ რაფაელი ბევრს ცდილობდა პირველ ტაიმში, თუმცა მეორე ტაიმში ის შესანიშნავად გაუმკლავდა შეტევებს. ის უფრო დამშვიდებული იყო.
"მეორე ტაიმში, ის თავის ფორმაში ჩადგა, რომლითაც მთელი სეზონის განმავლობაში თამაშობს. ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ძალიან რთულია ასე უცებ ძალების აღდგენა, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ მეორე ტაიმში მისი ასეთი თამაში ვნახე."წყარო:
www.ManUtd.com