თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2018, 11:48
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2498,
კომენტარები: 11
პოგბას შეტყობინება მოურინიოს
პოლ პოგბა მატჩის შემდეგ
პოგბას შეტყობინება მოურინიოს
პოლ პოგბამ ჟოზე მოურინიოს მადლობა გადაუხადა. ფრანგის განცხადებით, პორტუგალიელი მას ტიტულების მოგებასა და მისი, როგორც პიროვნების, გაზრდაში დაეხმარა.

პოგბასა და მოურინიოს არც თუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. თუმცა თამაშის შემდეგ პოგბამ მოურინიოზე ისაუბრა და პორტუგალიელს მადლობაც კი გადაუხადა.

"ვიცი, რომ ჟოზესა და დღევანდელი შედეგების შესახებ რაღაცას ელოდებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ შედეგებით. ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და გუნდიც საერთო ჯამში შესანიშნავად წარდგა მაყურებლის წინაშე. ვიცი, რომ ჟოზეს შესახებ რაიმე მსგავსს ელოდებით: "აი, ჟოზეს დროს კი ჩვენ ამას ვერ შევძლებდით."

"ჟოზეს დროს ჩვენ ტიტულები მოვიგეთ და მინდა, რომ ამისთვის მადლობა გადავუხადო. ყველაფერს კარგად არ უმუშავია, მაგრამ ტიტულები მოვიგეთ. ტიტულების მოგება შენი, როგორც პიროვნების განვითარებაშიც გეხმარება. ეს ყველაფერი უკვე წარსულია. მაინც მინდა, რომ მას მადლობა გადავუხადო."

"დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ფეხბურთელი უკვე შემდეგ თამაშზე ფიქრობს. ქულები, ქულები და ისევ ქულები - აი, რა ტრიალებს ჩვენს თავში. ძალიან გვსურს ოთხეულში დაბრუნება. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. გუნდი შესანიშნავად წარსდგა თქვენ წინაშე. ბედნიერები ვართ, რომ ოლე გუნარის პირველი თამაში ასე დაიწყო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასევე განვაგრძოთ,"
- დაასრულა ფრანგმა.


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
26 დეკემბერი 2018 14:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სწორი კომენტარი იყო პოგბას მხრიდან ნამდვილად
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top