თბილისი:
მანჩესტერი:
22-12-2018, 13:33
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2620,
კომენტარები: 19
გვარდიოლა: "სოლშერის გზა ჩემ განვლილ გზას ჰგავს, წარმატებები მას"
"სიტის" თავკაცმა ოლეს წარმატებები უსურვა.
გვარდიოლა:
საფეხბურთო ელიტის ეპიცენტრში, ბოლო დროს უდავოდ "მანჩსტერ იუნაიტედი" და მისი ახალი მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლშერი დგას. ფერგიუსონის ყოფილ შეგირდზე თითქმის ყველა საფეხბურთო გამოცემა თუ სპეციალისტი საუბრობს და წარმატებებს უსურვებს მას, გამონაკლისი არც "ქალაქელების" თავკაცი პეპ გვარდიოლა გახლავთ.

გვარდიოლამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სოლშერის გზა ძალიან წააგავს მის განვლილ გზას და წარმატებებს უსურვებს მას კარიერაში.

"როდესაც ასეთი მწრთნელი იღებს თავის შანსს, ეს ნიშნავს იმას, რომ კლუბი მას ენდობა, ისინი ფიქრობენ - ის ამას აუცილებლად გაუმკლავდება. ჩემ შემთხვევაშიც მსგავსი რამ მოხდა.

ჩვენ ვიყავით ახალგაზრდები რომლებმაც მიიღეს თავისი შანსი, მაქსიმალურად ცდილობ ამ დროს შედეგი დადო და წარმატებას მიაღწიო. ის ფაქტი, რომ "ბარსელონას" სისტემის ნაწილი 13 წლის განმავლობაში ვიყავი, ძალიან დამეხმარა.

ეს მნიშვნელოვანია, იცოდე გარემო, იცნობდე შენს ირგვლივ ყველას, ცნობდე კარგად შიდა სამზარეულოს. სოლშერს წარმატებებს ვუსურვებ".
- ციტირებს Sky Sports - გვარდიოლას სიტყვებს.

წყარო: euro-football
ინტერვიუები
19 კომენტარი
№11
ავტორი: pogba p
22 დეკემბერი 2018 21:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
წლებია ასეთი თამაში არ მინახავს.ყოჩახ ბიჭები
0
№12
ავტორი: ALEXFERGUSON
22 დეკემბერი 2018 21:14
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: nika_nikusha
რა კაია ფეხბურთს ვთამაშობთ ))

გასაგებია რომ პირველი თამაშია,მარა გუნდს აშკარად ეტყობა რა. ასე 1 შეხებით ბოლოს როდის ითამაშეს? მატიჩიც კი ქუსლებით სწორ პასებს აკეთებს. პოგბაც რაკარგად გამოიყურება,ნუ ის მესამე გოლი ხო ვაბშე რა იყო. ეგ ხო ახლა დამუშავებულია მწვრთნელის მიერ და შესრულებაც უნდა რათქმაუნდა. ახლა ვიღაცა იტყვის კაი რა კარდიფიაო და კარდიფი კი არა ბარლიმ გადაგვახია ბურთი თავზე და კრისტაპალასი რას გვიშვებოდა ეგეც მახსოვს. მჯერა,რომ გუნდს კიდე უფრო შეათამაშებს. აი ეს გუნდი რაც ახლა ვნახეთ 1 ტაიმში, დაცვითი სტილი რატო უნდა ათამაშო?
0
№13
ავტორი: Lalana
22 დეკემბერი 2018 21:14
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
გადავაფრცქვენით ბურთი თავზე.მომენტიც კი არ შევაქმნევინეთ და რაც მთავარია ტყუილი ბურთის გორაობით არ ვიყავით დაკავებული,როგორც თუნდაც სიტიმ იცის ხოლმე.მომწონს ასევე პრესინგიც.ბურთი სულ არ მიდის ჩვენ საჯარომდე და ასევე ეტყობათ მონდომება.

№14
ავტორი: Svanchester
22 დეკემბერი 2018 21:17
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
საოცარი შეგრძნებაა, გინდ კარდიფი იყოს და გინდ კროტონე, ბრავო სულშერ. მინიმუმ ესე გააგრძელე. ფეხბურთელებს ეტყობათ, რომ ფეხბურთს თამაშობენ, ეტყობათ, რომ აქვთ სურვილი ბურთი ეჭიროთ და მოწინააღმდეგის კარის ბადე შეარხიონ, პენალის გაშვების შემდეგ საშინლად გავბრაზდი, ყველაზე მეტად ის გამ8სწორდა, რომ მოედანზე 11 - ივე ფეხბურთელი გაბრაზებული იყო და უმალ გაიტანეს, აი ეს არის იუნაიტედი და ის ფეხბურთი რითაც ეს გუნდი ცოცხლობს
0
№15
ავტორი: pogba p
22 დეკემბერი 2018 21:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
ციტატა: ALEXFERGUSON
ციტატა: nika_nikusha
რა კაია ფეხბურთს ვთამაშობთ ))

გასაგებია რომ პირველი თამაშია,მარა გუნდს აშკარად ეტყობა რა. ასე 1 შეხებით ბოლოს როდის ითამაშეს? მატიჩიც კი ქუსლებით სწორ პასებს აკეთებს. პოგბაც რაკარგად გამოიყურება,ნუ ის მესამე გოლი ხო ვაბშე რა იყო. ეგ ხო ახლა დამუშავებულია მწვრთნელის მიერ და შესრულებაც უნდა რათქმაუნდა. ახლა ვიღაცა იტყვის კაი რა კარდიფიაო და კარდიფი კი არა ბარლიმ გადაგვახია ბურთი თავზე და კრისტაპალასი რას გვიშვებოდა ეგეც მახსოვს. მჯერა,რომ გუნდს კიდე უფრო შეათამაშებს. აი ეს გუნდი რაც ახლა ვნახეთ 1 ტაიმში, დაცვითი სტილი რატო უნდა ათამაშო?

გეთანხმები ბრაატ100% მონდომება ჩანს და ვნახოთ აბა ,ბურთის ფლობაც მაგარი გვქონდა როცა 55 45 ზე იყო ხოლმე ეგეც კი არ გვქონდა
0
№16
ავტორი: LewisHamilton
22 დეკემბერი 2018 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ვინმეს თუ გახსოვთ პროსტა ბოლოს გასვლაზე 3 გოლი როდის გავიტანეთ ან მესამე გოლის მსგავსი კომბინაცია როდის გავითამაშეთ? კაი შეგრძნებაა ავტობუსიდან ფერარიზე გადაჯდომა))
0
№17
ავტორი: Lalana
22 დეკემბერი 2018 21:31
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: LewisHamilton
ვინმეს თუ გახსოვთ პროსტა ბოლოს გასვლაზე 3 გოლი როდის გავიტანეთ ან მესამე გოლის მსგავსი კომბინაცია როდის გავითამაშეთ? კაი შეგრძნებაა ავტობუსიდან ფერარიზე გადაჯდომა))

გასვლაზე კი არა პირველ ტაიმში სამი გოლი როდის გავიტანეთ ეგ არ მახსოვს.თან 73%იანი ბურთის ფლობის მაჩვენებლით და 300 პასზე მეტი შესრულებით.ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს უბრალო ინერციული მუხტი არ არის მწვრთნელის გათავისუფლების გამო.იმედია ბოლომდე ასე მივყვებით საქმეს.
0
№18
ავტორი: krekera
22 დეკემბერი 2018 22:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ბრავოო ოლეე!!! აი დებიუტი მესმიის, ძალიან კარგი მოლოდინები მაქვს.....
გვეღირსა ფეხბურთის თამაში ძმებოოო ))
0
№19
ავტორი: dybbuk
23 დეკემბერი 2018 03:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: Lalana
ციტატა: LewisHamilton
ვინმეს თუ გახსოვთ პროსტა ბოლოს გასვლაზე 3 გოლი როდის გავიტანეთ ან მესამე გოლის მსგავსი კომბინაცია როდის გავითამაშეთ? კაი შეგრძნებაა ავტობუსიდან ფერარიზე გადაჯდომა))

გასვლაზე კი არა პირველ ტაიმში სამი გოლი როდის გავიტანეთ ეგ არ მახსოვს.თან 73%იანი ბურთის ფლობის მაჩვენებლით და 300 პასზე მეტი შესრულებით.ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს უბრალო ინერციული მუხტი არ არის მწვრთნელის გათავისუფლების გამო.იმედია ბოლომდე ასე მივყვებით საქმეს.

სიტისთან გატანილი 3 გოლიც მახსოვს წინა სეზონის ბოლოს, არსენალთან გასვლაზე ლინგარდის მიერ გატანილი ულამაზესი კომბინაციაც და ვან გაალის 80% ბურთის ფლობაც, მაგრამ ამ თამაშში ყველაფერი ერთად იყო და არა ცალ-ცალკე აღებული და ამან გამახარა ყველაზე მეტად)))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top