ჟოზე მოურინიოს მანჩესტერული კარიერა დღეს დასრულდა. როგორც ჩანს პრინციპულ მეტოქესთან დამარცხების შემდეგ, ჟოზეს დაშვებული შეცდომები არ აპატიეს.
"იუნაიტედის" მომავალი მწვრთნელის სახელს აქტიურად უკავშირდებიან, ასევე ყოფილი "მანჩესტერელი" ფეხბურთელების გვარები - ფრანგი მენეჯერი ლორან ბლანი და ნორვეგიელი მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლშერი.
Sky Sports - მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოლშერი ყველაზე ახლოს არის "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებასთან.
45 წლის სოლშერი ამჟამად "მიოლდეს" თავკაცის პოსტს იკავებს. შეგახსენებთ, რომ მას "წითელი ეშმაკების" რეზერვებთან მუშაობის გამოცდილებაც უმაგრებს ზურგს.