თბილისი:
მანჩესტერი:
30-11-2018, 22:54
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2578,
კომენტარები: 12
მეისონ გრინვუდი: "იუნატედის" ამომავალი ვარსკვლავი
ყველაფერი მეისონ გრინვუდის შესახებ.
მეისონ გრინვუდი:
The Busby Babes. The class of 92. "მანჩესტერ იუნატედს" განსაკუთრევული ტრადიცია გააჩნია ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მიმართებაში. მეისონ გრინვუდი არის ის, ვისითაც შეუძლიათ იტრაბახოს აკადემიის მმართველობამ. ბოლო წლებში სკოტ მკტომენეიმ, მარკუს რეშფორდმა, ანდრეას პერეირამ განიცადეს ძალიან დიდი პროგრესი და პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშბენ, თუმცა ჟოზე მოურინიოს მიდგომები ახალგაზრდებთან მიმართებაში ყველასთვის ცნობილია, თუმცა ძნელია მეისონ გრინვუდის იგნორირება მოახდინო, როცა ის ძალიან მაგარ ფორმაში იმყოფება!

ზოგადი ინფორმაცია

მეისონ გრინვუდმა კარიერა ნახევარდაცვაში დაიწყო, ე.წ 10 - ზე, მაგრამ ის გადაიყვანეს ფორვარდის პოზიციაზე, სადაც 17 გოლი გაიტანა 17 მატჩში. ის იქნა გამოძახებული "მანჩესტერ იუნატედის" ტურნეში, სადაც დებიუტი ჰქონდა დიდი გუნდთან ერთად "კლუბ ამერიკასთან", ის გახლდათ საუკეთესო ბომბარდირი ახალგაზრდულ ლიგებში, ასევე 17 წლის ასაკში მან გააფორმა ოფიციალური კონტრაქტი კლუბთან.

ინტელექტუალური მოთამაშე

მეისონ გრინვუდი: "იუნატედის" ამომავალი ვარსკვლავი

ექსპერტების აზრით, მეისონ გრინვუდი განსჭვალულია საოცარი სათამაშო ინტელექტით, მას შეუძლია საჯარიმოში თავისი უბურთო თუ ბურთით მოძრაობისას მოიგოს სივრცეები, დაეხმაროს გუნდელს მომენტის შექმნაში და ასევე თავადაც მოახდინოს შეტევის დადებითად რეალიზება, მას გააჩნია უმაღლესი სიზუსტის პასი, ასევე საკმაოდ დაყენებული დარტყმაც.

მეისონ გრინვუდი: "იუნატედის" ამომავალი ვარსკვლავი

ეს არის მეისონის პასების გრაფიკი "ვალენსიასთან" მატჩში. მოგეხსენებათ, "იუნატედის" აკადემია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბურთის კონტროლს, სწორედ მეისონ გრინვუდი არის ამის ნათელი მაგალითი, მისი დამსახურებაა ასეთი მაღალი დონის ბურთის კონტროლი. ის ტიპიური 9 - ის მოთამაშეა, ასევე შეუძლია სიღმერში თამაში და გამწვავება შეტევების, მას არასოდეს ავიწყდება, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია, ეს იმაზე მეტყველებს, რომ საოცრად კარგად გრძნობს თავს, როდესაც პარტნიორებთან ერთად ათამაშებს ბურთს და ცდილობს რაიმე ღირებულის შექმნას.

მეისონ გრინვუდი: "იუნატედის" ამომავალი ვარსკვლავი

ამ გრაფიკზე მისი ბურთით მოძრაობის მანჩვენებელია, აქ მკაფიოდ ჩანს თუ როგორ შეუძლია მას მოედნის ნებისმიერ ადგილზე გაჩნდეს თუ გუნდს სჭირდება,მაგრამ უფრო ხშირად ის ცენტრში ფიქსირდება.ჟოზეს ტაქტიკის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ე.წ 9 ის პოზიცია არ არის დომინანტი, არც ცრუ 10 - ნი. ამის ფონზე, მეისონ გრინვუდს მაინც აქვს შანსი ჟოზეს ფორმაციის "იუნატედს" ფორვარდის სახით მოევლინოს, რაც ფაქტია უდიდესი პრობლემაა გუნდის.

შემდეგი ნაბიჯები

შემდეგი ნაბიჯი ალბათ ყველა ვხვდებით, რომ უმაღლეს გუნდში თამაშია, ამისათვის მეისონს მოუწევს განვითარდეს ე.წ 10 - ზე და განავითაროს ფორვარდის თვისებები, თუ სურს მას, რომ ჟოზეს ამ ფორმაციის გუნდის ნაწილი გახდეს, ძალიან დიდი შრომა მოუწევს, არა მარტო უმაღლეს გუნდში მოსახვედრათ, არამედ ძირითადში თავის დასამკვიდრებლად.

მეისონ გრინვუდი შეუძლია ჟოზეს გამოიყენოს იმ ცრუ 10 - ზე , რომელსაც ახლა არ იყენებს, ის მისცემს მას შანს ითამაშო შეტევითი ხასიათის ფეხბურთი სისწრაფეების ხარჯზე, მას სწორედ ამიტომ მოითხოვა ალექსის სანჩესის შეძენა, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, მეისონის და ალექსისის შედარებაც კი არ შეიძლება, რადგან სხვადასხვა პოზიციაზე თამაშის გარდა, სულ სხვა მანერა ახასიათებს ამ პატარა ვარსკვლავს, მაგრამ ეს ყველაფერი როდი კმარა, თუ გინდა ჟოზეს თავი მოაწონა ეს ყველა ფრონტზე უნდა დაამტკიცო, რომ საუკეთესო ხარ და იმსახურებ მასთან მუშაობას.
სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
1 დეკემბერი 2018 12:46
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
1) ძალიან იშვიათად ხდება, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი რომელსაც მთავარ გუნდში გადმოიყვან, მაშინვე მაღალ დონეზე იწყებს თამაშს, დრო ჭირდება, ნელ-ნელა შეჩვევა. ერთი და ორი ცუდი თამაშით არ შეიძლება გადაწყვიტო გომესის, გრინვუდის ან პერეირას ბედი.

2) იუნაიტედის აკადემიის გუნდი და ძირითადი გუნდი სულ სხვადასხვა ფეხბურთს თამაშობს, 18 წლის ბიჭი, რომელიც მიჩვეული იმ თამაშს და გადმოგყავს სულ სხვა სტილის გუნდში უჭირთ ძალიან შეჩვევა.

ასე აკადემიას ვერ გამოვიყენებთ ვერასდროს. მაგალითად ბარსელონას აკადემიის ფეხბურთელი ბევრად ადვილად ჩაჯდება ძირითად გუნდში, იმიტომ რომ მთელი კლუბი ერთ ფილოსოფიას მისდევს და რეალურად აკადემია ძირითადი გუნდისთვის ამზადებს ფეხბურთელს.

ჩვენს აკადემიელებს თავიდან გადამზადება ჭირდება.
0
№12
ავტორი: Malboro463
1 დეკემბერი 2018 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: JuanMata
იუნაიტედის აკადემიის გუნდი და ძირითადი გუნდი სულ სხვადასხვა ფეხბურთს თამაშობს, 18 წლის ბიჭი, რომელიც მიჩვეული იმ თამაშს და გადმოგყავს სულ სხვა სტილის გუნდში უჭირთ ძალიან შეჩვევა.

მარტო მანჩესტერს კიარა სხვა გუნდებსაც ვერ ერგებიან. 100 ბრიტანელი ფეხბურთელიდან 1 თუ გამართლებს და ისიც სხვის აკადემიაში ხვდება დალშე ყველა სვარჩიკია პროფესიას ირჩევენ არასწორად. ჩვენი რეზერვებიდან კიდე ვინმე შედარებით დიდ წარმატებას აღწევს 5 ში 4 ლეგიონერია.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top