"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელ მენეჯერს ჟოზე მოურინიოს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ერთდროულად რამოდენიმე პოზიციაზე სურს ახალი ფეხბურთელების საკუთარ გუნდში ხილვა.
გუნდში ცვლილებების აუცილებლობას, "იუნაიტედის" წლევანდელი სახეც აჩვენებს, გუნდი არსასურველ შედეგებს დებს რაც პირდაპირ აისახება მის სატურნირო მდგომარეობაზე, პრემიერ ლიგის ოთხეულისკენაც კი ძნელი წარმოსადგენია ამ თამაშებით კლუბმა გაიხედოს.
ჟოზეს აზრით, შემადგენლობას გადახალისება და ახალი სახეები სჭირდება. ერთ - ერთი ახალი სახე შესაძლოა "ვესტ ჰემის" ავსტრიელი შემტევი მარკო არნაუტოვიჩი აღმოჩნდეს. მოურინიო არნაუტოვიჩის ტრანსფერით პირადად ინტერესდება.
შეგახსენებთ, რომ "განსაკუთრებულსა" და არნაუტოვიჩს შორის პროფესიული კავშირი აქამდეც შემდგარა, მარკო და ჟოზე "ინტერის" შემადგენლობაში ერთად ირიცხებოდნენ.
რაც შეეხება სატრანსფერო ღირებულებას, "წითელი ეშმაკები" მზად არიან "ჩაქუჩებს" მარკოს სანაცვლოდ 56 მილიონი ევრო გადაუხადონ.