თბილისი:
მანჩესტერი:
24-11-2018, 17:43
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1744,
კომენტარები: 12
მატჩის წინა პრესკონფერენცია
ჟოზე მოურინიომ ფეხბურთელთა მდგომარეობაზე ისაუბრა.
მატჩის წინა პრესკონფერენცია
ჟოზე მოურინიომ მატჩის წინ "პრემიერ ლიგაში" დაბრუნებაზე ისაუბრა. "წითლები" სამ კვირიანი შესვენების შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" ბრუნდებიან.

-როგორ გაატარეთ სანაკრებო შესვენება? ჟურნალისტებმა საზღვარგარეთ ერთ-ერთ მატჩზე შეგნიშნეს.
-ჩემთვის ეს ყოველთვის ერთნაირად ხდება. ერთი სული მაქვს როდის დამიბრუნდებიან ხოლმე ჩემი ფეხბურთელები და ერთად განვაგრძობთ მუშაობას. ზიხარ, ყოველ წუთს სიახლეს ელოდები და უმეტეს წილად ცუდ ამბებს იგებ. ვიჯექი და ვფიქრობდი "კრისტალ პალასზე", "იანგ ბოიზსა" და "საუთჰემპტონზე". მაინც კარგია შესვენებები, ოჯახთან მეტ დროს ვატარებ. ლონდონსაც და ბრიუსელსაც ვეწვიე და უბრალოდ ფეხბურთით ვისიამოვნე.

-ვხედავთ რომ ძალიან ბევრს მუშაობთ, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ ცოტაოდენი შესვენება გჭირდებათ?
-სანაკრებო შესვენებამდე, ერთ კვირაში სამი გასვლითი მატჩი მოგვიწია. "მანჩესტერ სიტისა" და "იუვენტუსთან" გასამართ მატჩებს შორის ძალიან პატარა სხვაობა იყო. რთული იყო, ასე რომ სანაკრებო შესვენება იდეალური გამოსავალი იყო ამ სიტუაციიდან. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველა ფეხბურთელმა მოახერხა დასვენება. რამდენიმე მათგანმა იდეალური მატჩები ჩაატარა.

-ფიზიკურად ეს ყველაფერი ძალიან რთულია, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურადაც გაუჭირდათ?
-დიახ, ეს ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია. "სიტისთან" რამდენიმე შეცდომა დავუშვით, რაც არ გვეპატიება. თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან რთულია და ეს ამ ყველაფერს ამართლებს. "იუვენტუსიდან" "სიტიმდე" მისვლა ასე მოკლე პერიოდში არც ისე მარტივი იყო.

-როგორ ფორმაშია თქვენი გუნდი?
-ვერ ვიტყოდი რომ მაინცდამაინც კარგ ფორმაში ვართ, მაგრამ თამაში შეგვიძლია. ყველა ძალიან ბევრს მუშაობს. ყველას უნდა თამაში, მაგრამ ვნახოთ ვინ დაიმკვიდრებს ადგილს. ფეხბურთელებმა სანაკრებო შესვენებაზე ძალიან კარგად ითამაშეს. ვნახოთ, რას იზამენ "ოლდ ტრაფორდზე".

-"კრისტალ" პალასს ცუდი პერიოდი ჰქონდა - "არსენალი", "ტოტენჰემი", "ჩელსი". როგორ ფიქრობთ, მარტივი მატჩი იქნება?
-არა. არასდროს არ ვუყურებ ვინ რომელ ადგილზეა და არ განვსაზღვრავ მათ შესაძლებლობებს ამის მიხედვით. "კრისტალ პალასს" ძალიან გამოცდილი მენეჯერი ჰყავთ და ძლიერ გუნდებთან კარგ თამაშს თამაშობენ. ყველა ფიქრობს, რომ მარტივი მატჩი იქნება, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ.

-ამდენი გასვლითი მატჩის შემდეგ ოთხ თუ ხუთ მატჩს "ოლდ ტრაფორდზე" ატარებთ. როგორ ფიქრობთ, წაადგება ეს თქვენს გუნდს?
-დეკემბრამდე 5 მატჩს ვატარებთ "ოლდ ტრაფორდზე". "ლიგაზეც" რთული პერიოდი გველის. თუ "იუვენტუსი" "ვალენსიასთან" წააგებს, თუნდაც ჩვენ მოვიგოთ, ჯგუფური ეტაპიდან ვერ გავდივართ. "იანგ ბოიზი" აუცილებლად უნდა დავამარცხოთ. რაც შეეხება "პრემიერ ლიგას", "ოლდ ტრაფორდი" 15 ქულის მოგების საშუალებას გვაძლევს, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

ManUtd.com


ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
24 ნოემბერი 2018 22:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სამარცხვინო თამაში!
0
№12
ავტორი: gela-manchesteri 20
24 ნოემბერი 2018 22:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
სატირალია საქართველოს ლიგაში არ თამაშობენ ესე როგორც მანჩე დამთავრდა დროა გაიღვიზოს ხელმძრვანელობამ და ***ას მოუმ და მოიყვანეთ ვინმე წესიერი და არა მძღოლი ან დისტრიბუტორი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top