თბილისი:
მანჩესტერი:
12-11-2018, 13:03
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1891,
კომენტარები: 12
ვიდიჩი:"ვისურვებდი "იუნაიტედის" მწვრთნელობას"
ყოფილი "იუნაიტედელის" ინტერვიუ.
ვიდიჩი:
იშვიათად მოიძებნება "იუნაიტედის" ისეთი გულშემატკივარი, რომელსაც არ უყვარს ნემანია ვიდიჩი. ეს სახელი და გვარი, უდაოდ ასოცირდება ბოლომდე ბრძოლასთან და ლიდერობასთან. "იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, განცხადება გააკეთა გუშინდელი მარცხის შემდეგ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"გულწრფელად, რომ ვთქვა, სამომავლოდ მინდა მწვრთნელი გავხდე. მე ვფიქრობ, რომ კარგად გამომივა. ჩემი მხრიდან, არ იქნება სწორი მოურინიოს გაკრიტიკება, თუ მე ვაპირებ, რომ მწვრთნელი გავხდე. ეს არ არის "იუნაიტედი" , რომელსაც ჩვენ ადრე ვუყურებდით, ეს მოურინიოს გუნდია, რომელსაც სულ სხვა სტილი აქვს. როდესაც შენ გუნდში ეპატიჟები ჟოზე მოურინიოს, შენ გაცნობიერებული უნდა გქონდეს მისი სტილი და მზად უნდა იყო, ამ სტილი ფეხბურთის საყურებლად. ეს არის სტილი, რომლითაც ის თამაშობდა "ინტერში", "ჩელსიში" და "რეალშიც", თუმცა ამ უკანასკნელში შედარებით უფრო გახსნილი იყო გუნდი."

რთულია იმის თქმა, რამდენად გაამართლებს ვიდიჩი, როგორც ტაქტიკოსი, თუმცა მას მოუწია იმ "იუნაიტედში" თამაში, რომელსაც გააჩნდა ფილოსოფია და ღირებულებები. ფაქტია, რომ ამ დროისთვის ეს ორი არ აქვს გუნდს, რაც საბოლოოდ გადამწყვეტ მატჩებში იჩენს ხოლმე თავს.

წყარო: www.goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Lalana
12 ნოემბერი 2018 18:31
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ზუსტად მაგაშია საქმე რომ ხელმძღვანელობა სულაც არ ფიქრობს ისეთი კაცის მოყვანას მწვრთნელად რომელიც ჯერ არ არის რაღაც გამორჩეული სახე.მთავარია მათვის სახე იყოს და ეს ბრენდის ნაწილი გახდეს თორემ საფეხბურთო სანახაობა და წინსვლა რომ აინტერესებდეთ აქამდე ათჯერ გაათავისუფლებდნენ მოურინიოს.სამწუცხაროდ ნაგელსმანს უკვე გაფორმებული აქვს ლაიფციგთან ხელშეკრულება,თორემ დღეს-დღეობით ყველაზე კარგი ვარიანტია მწვრთნელებს შორის.იმის და მიუხედავად რომ წამყვანი ფეხბურთეები გაუყიდეს,მაინც ნორმალურად გამოდის ბუნდესლიგაში და ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც.თავის მწირ რესურს ძაან კარგად იყენებს ეგ მწვრთნელი.რაც ყვეალაზე მეტად მომწონს მისი ახალი იდეებია,რომელიც თავისებურად ჰოფენჰაიმსაც გამრჩეულს ხდის. შეძელო უკეთეს გუნდში წასულიყო,თან ჰქონდა კიდევაც ამის შანსი მაგრამ რატომღაც ლაიფციგში წასვლა არჩია.ასევე არის თავისუფალი ჟარდიმი,რომელიც კარგი ვარიანტია,რომელმაც იცის ახალგაზრდებთან მუშაობა და მათი აღმოჩენა.ბოლო წლებში მონაკომ ყველაზე მეტი ახალგაზდა ტალანტი აჩუქა ფეხბურთს.თან ზუსტად იმ სტილის მოყვარულია როგორიც მანჩესტერს შეესაბამება.ასევე კიდევ კარგი მწვრთნელია სეტიენი,რომელსაც შეუძლია გუნდის რესურსის გამოყენება,თან სანახაობრივი თვალსაზრისით.კარგია ვენგერიც,ადრე მისი წინააღმდეგი ვიყავი და დიდად ახლაც არ მინდა მოვიდეს,რადგან მირჩევნია უფრო ახალგაზრდამ და ახალი იდეების მქონე მწვრთნელი მოვიდეს.წესით ხელმძღვანელობამ ახლავე უნდა დაიწყოს ახალი მწვრთნელის მოძიება და ზამთარში უნდა მოხდეს ცვილება.ამავდრულად უნდა დავიმატოთ რამოდენიმე ზონაში ახალი ფეხბურთელები და რაც მთავარია უნდა გვქონდეს იმის იმედი რომ ამ სიტვაციიდან ამოვალთ და ერთხელ და სამუდამოდ რაღაც ღირებულის შექმნა დაიწყება ამ გუდში.უკვე ძაან დიდი დრო გავიდა რაც ფერგიუსონი წავიდა და ჯერ კიდევ ტრაკშია გუნდი.აქედან გამომდინარე ლოგიკურ დასკვნაა რომ პირველ რიგში ხელმძღვანელობაა მოსაშოებელი და იმედია არც ის შეიხი დაიხევს უკან და იყიდის იუნაიტედს,რადგან ასეთ ხალხს ბრენდზე მეტად სანახაობა აინტერესებს.
0
№12
ავტორი: GIOMU
13 ნოემბერი 2018 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
დიდი ინტელექტიტ ეს არასდროს გამოირჩეოდა. თავდადება ბრძოლა და ა.შ. კიბატონო. მაგრამ სამწუხაროდ სხვა თვისებევიცაა საჭირო წარმატებული მწვრთნელი რომ გახდე.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top