თბილისი:
მანჩესტერი:
9-11-2018, 22:00
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1883,
კომენტარები: 11
გრძელვადიანი კონტრაქტი მარსიალს
ფრანგის კარგი თამაშმა შედეგი გამოიღო.
გრძელვადიანი კონტრაქტი მარსიალს
რთულია ვერ შემჩნევა, იმისა, თუ ვინ არის დღევანდელი "იუნაიტედის" შეტევითი პოტენციალის მამოძრავებელი ძალა, ეს უდაოდ ენტონი მარსიალია. ფრანგ ვინგერს, მიმდინარე კონტრაქტი წლის ბოლოს ეწურება, თუმცა არაფერი ისმოდა ახალი კონტრაქტის შესახებ დღევანდელ დღემდე.

გავლენიანი გამოცემა The Sun ავრცელებს ინფორმაციას, რომ გუნდმა მარსიალისთვის ახალი, 45 მილიონიანი კონტრაქტი მოამზადა, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენ სეზონს მოიცავს ეს კონტრაქტი.

როგორც ვიცით, საკმაოდ პრობლემური იყო მარსიალისა და დე ხეასთვის, ალექსის სანჩესის ანაზღაურება და ამის გამო ისინი თავს იკავებდნენ ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერისგან. თუმცა, თუ ეს ინფორმაცია რეალურია, მარსიალს აღარ ექნება საბაბი კონტრაქტზე უარის თქმისთვის. მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია დე ხეას შემთხვევაში, როგორ განვითარდება ყველაფერი.

წყარო: www.goal.com
ახალი ამბები, ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: N.Vidic
10 ნოემბერი 2018 22:22
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 89
უხეშად არც დამიწერია არაფერი, რავიცი მე ესე მგონია. ისიც ვიცი მარსიალს რა დაბრკოლებებიც შეხვდა გადმოსვლიდან დღემდე და მაინც მგონია, რომ სამადლობელი ნაღდად არაფერი აქვს გუნდს. კიდე ვინმეორედ, ფეხბურთელი, რომელსაც ხასიათი უფუჭდება იმის გამო რომ სხვას მაგაზე მეტი ხელფასი აქ ის არც ღირსეულია და არც ფორმის ტარების ღირსია. ანალოგიურს ვფიქრობ დე ხეაზე. კი, იმსახურებს რასაც ითხოვს, მაგრამ ტიპები რო გამოდიან და ვიღაცისკენ იშვერენ ხელს და პრესის სალაპარაკოს ხდიან იმ ფაქტს, რომ სანჩესზე მეტი ხელფასი უნდათ და იმიტო არ აწერენ ხელს კონტრაქტებს, ეგ არის უბედურება და ჩემი ესე საუბრის მიზეზი. ამავდროულად მართლა არ მაინტერესებს რამდენს მიიღებენ. ჩემთვის პირადად კარგი და ცუდი ფეხბურთელობა არ განისაზღვრება იმით, რამდენი აქვს ხელფასი. ფულის დევნით, დიდი ფეხბურთელი ვერ გახდები რამდენიც არ უნდა გაიტანო, მაგ სიაშია მარსიალიც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2008 წელი ... მოსკოვი ... ეს დაუვიწყარია <3

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top