A Bola-ს ცნობით "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოსი სერ ალექს ფერგიუსონი კვლავ აკვირდება "პორტუს" გარემარბს ჯეიმს როდრიგესს. ამ სეზონში როდრიგესი იმყოფება კარგ ფორმაში, ის აჩვენებს მაღალი კლასის თამაშს როგორც "პორტუში" ასევე "კოლუმბიის" ნაკრებშიც. უკვე გასაკვირი აღარ უნდა იყოს თუ რატომ დაადგა თვალი ფერგიუსონმა როდრიგესს და შესაძლოა მანჩესტერმა გააკეთოს კიდევ ერთი კარგი ტრანსფერი 2013 წელში. როდრიგესმა შესაძლოა გუნდში შეცვალოს ლუიშ ნანი, რომელიც ვერ ახერხებს კლუბთან კონტრაქტზე შეთანხმებას. ფერგიუსონმა მოინდომა ამ ფეხბურთელის შეძენა გაზულ ზაფხულშიც, მაგრამ "პორტუს" ხელმძღვანელები ამ ფეხბურთელს აფასებდნენ 45 მილიონ ევროდ და ფერგიუსონმა გადადო ეს ტრანსფერი.