თბილისი:
მანჩესტერი:
4-11-2018, 22:39
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 2118,
კომენტარები: 11
სანჩესისკენ გაშვერილი ხელები
მარსიალისა და დე ხეას პრეტენზიები.
სანჩესისკენ გაშვერილი ხელები
საკმაოდ საინტერესო ცნობას ავრცელებს, გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Mirror-ი. ამ გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მთავარი გმირები არიან დეივიდ დე ხეა, ენტონი მარსიალი და ალექსის სანჩესის ხელფასი.

ამ სტატიაში ვკითხულობთ იმ მიზეზის შესახებ, თუ რატომ არ აწერს ახალ კონტრაქტს ხელს კლუბის ორი ლიდერი, დეივიდ დე ხეა და ენტონი მარსიალი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი უკმაყოფილების მიზეზი დაბალი ანაზღაურებაა და კარგი ანაზღაურების საზომად, ამ ფეხბურთელებს, ალექსის სანჩესის ჯამაგირი მოჰყავთ.

მათი თქმით, მათ იმდენივე ან უფრო მეტი ანაზღაურება ეკუთვნით, ვიდრე ალექსის სანჩესს აქვს და ეს დაუფასებლობის შეგრძნება, იმდენად ძლიერია, რომ ისინი, კლუბიდან წასვლაზეც კი თანახმანი არიან, თუ მათი პირობები არ შესრულდება.

ორი აზრი არაა, რომ კლუბისთვის მარსიალიც და დე ხეაც, უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან, ვიდრე ჩილელი ნახევარ-მცველი და კლუბმა, უდაოდ არ უნდა დაინანოს თანხა მათ შესანარჩუნებლად.

წყარო: www.espn.com
ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: LewisHamilton
5 ნოემბერი 2018 13:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
აი ამიტომაც ვიყავი თავიდანვე სანჩესის მოყვანის წინააღმდეგი.. ჯერ ხო მხოლოდ იმიტომ რომ შარშანდელი სეზონის მეორე ნახევარში მარსიალიც და რაშფორდიც დაზარალდნენ იმის გამო რომ მისი "ავტორიტეტის" გამო სკამს ხეხავდნენ, და ასევე იმ ხელფასის გამო რასაც უნიშნავდნენ. აი რა დამსახურება აქვს ახლა სანჩესს რო მოგყავს და გუნდში ყველაზე მაღალ ხელფასს უნიშნავ. აგერ უკვე წელიწადი გავა რაც გუნდშია და ისევ დაფეთებული ბატივით დარბის. კიბატონო მუშა ფეხბურთელია და ამბები, მაგრამ შედეგი არ მოაქვს მაგ შრომას და რათ გინდა.. გაუშვან, ერთი 50 მილიონად მინიმუმ გაიყიდება და სხვა ფეხბურთელს მოახმარონ ეგ ფული, კერძოდ მარჯვენა ვინგერს რომელიც 3 წელია ამომწყდარი პოზიციაა გუნდში..
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top