თბილისი:
მანჩესტერი:
25-10-2018, 11:50
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1896,
კომენტარები: 12
მოურინიოს მადრიდში უხმობენ
დატოვებს თუ არა კლუბს ჟოზე?
მოურინიოს მადრიდში უხმობენ
ევროპაში "იუნაიტედი" ერთადერთი გრანდი არაა, რომელიც კრიზისს ებრძვის. ასეთი გუნდი არის მადრიდის "რეალი", რომელსაც უკანასკნელ 7 მატჩში 5 წაგება 1 ფრე და 1 მოგება აქვს, ხოლო ბურთების შეფარდება 3:8-ზე აქვს. მთავარ პრობლემად ამ დეპრესიისა, მწვრთნელი მიიჩნევა, ლოპეტეგი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე გაანთავისუფლეს პოსტიდან, რადგან "რეალს" შეუთანხმდა პირობებზე.

ესპანელები ლოპეტეგის შემცვლელად მოურინიოს მოიაზრებენ, რომელიც მადრიდულ კლუბს 2010 წლის ივლისიდან 2013 წლის ივნისამდე წრთვნიდა. მიუხედავად არც ისე დიდი სიმპათიისა, მოურინიოს მიმართ, მადრიდელები მაინც ეცდებიან მის გადაბირებას, რომ კლუბს დაეხმაროს ამ ჭაობიდან ამოსვლაში. მადრიდული კლუბი ამ დროისთვის ლა ლიგაში მე-7 პოზიციას იკავებს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, მოურინიოს კომენტარიც გააკეთა: "მე ამჟამინდელ კლუბში ბედნიერი ვარ და არ მაქვს გეგმაში კლუბის დატოვება მანამ, სანამ ჩემი კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა არ ამოიწურება. მე აქ ბედნიერი ვარ."

წყარო: www.skysports.com
ჭორები
12 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
25 ოქტომბერი 2018 20:43
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Lalana
ეს რომ წაიყვანონ მაგაზე კარგს არაფერს გაგვიკეთებს რეალი.საუკეთესო ფეხბურთელები მიჰყავდა აქედან და რა იქნება ერთი უსარგებლოც რომ მიაყოლონ მწვრთნელის სახით?
გუშინ ნახეთ რა მაგრად ითამაშა დორტმუნდმა?ბოლოს ატლეტიკოს ასე როდის გადაუარეს არ მახსოვს.საკმაოდ კარგი მწვრთნელი ჰყავთ.როგორც მახსოვს მაქამდე ნიცას წვრთნიდა და საკმაოდ ლამაზადაც ათამაშებდა.ტიპი პაკო ალკასერსაც კი უმაღლეს დონეზე ათამაშებს და სხვა რაზეა საერთოდ საუბარი.ძალიან კარგი მწვრთნელია და თუ არ გადაიწვნენ სეზონის ბოლოსკენ შეუძლიათ საკმაოდ წინ წასვლა.ეძებეს,ეძებეს და ამ ძიებაში ისევ იპოვნეს თავიანთი შესაფერისი მწვრთნელი,ჩვენ კი უკვე მერამდენე წელია ასეთ დონეზე ვართ.
ისე გუშინ ტოტენჰემის თამაშსაც ვუყურე და ვფიქრობ პოჩეტინო არ არის ცუდი მწვრთნელი მაგრამ ეგ იუნაიტედის დონის არ არის,დარწმუნებული ვარ აქ საერთოდ ჩაიკარგება.არ ყავს ცუდი შემადგენლობა და ასე არ უნდა გამოდიოდეს ჩემპიონთა ლიგაზე.



ტოტენჰემმა გუშინ ძაან უაზროდ ითამაშა, სრული უპირატესობა ჰქონდათ, ბოლომდე უნდა მიწოლოდნენ კიდევ გაეტანათ, მაგრამ დაიწყეს ბურთის გორაობა, მერე 10 კაცით გაუშვეს გოლი და ძაან უაზროდ დაკარგეს ქულები.

P.S. ალდერვეირელდი ძაან სუსტად გამოიყურებოდა.
0
№12
ავტორი: GIOMU
25 ოქტომბერი 2018 23:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
როგორ არ მინდა მოურინიო წავიდეს მოვიდეს სხვა მწვრთნელი და იგივე გაგრძელდეს... ჩვენი ჩავარდნა მხოლოდ მწვრთნელის ბრალი არაა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top