თბილისი:
მანჩესტერი:
24-10-2018, 12:34
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 2013,
კომენტარები: 14
მოურინიო: "რატომ უნდა მოგვეგო "იუვენტუსისთვის"?
მატჩის შემდგომი ინტერვიუ.
მოურინიო:
სამწუხარო მარცხი განიცადა "იუნაიტედმა" საშინაო კედლებში, იტალიის ჩემპიონ, "იუვენტუსის" წინააღმდეგ. დასანანი, როგორც იდეურად, თორემ არანაირი მაღალი ან საშუალო თამაშის ხარისხი, არანაირი გააზრებული შეტევები და არანაირი მცირე შანსიც კი, რომ, თუნდაც საყაიმო ანგარიშით დამთავრებულიყო მატჩი. მოედანზე მოასპარეზე ორ გუნდს შორის, კატასტროფულად დიდი სხვაობა იყო, რაზეც კომენტარი გააკეთა ჟოზე მოურინიომ.

"მათ ჰყავდათ იგუაინი, დიბალა და მანჯუკიჩი, თუმცა მეტი უნდოდათ და იყიდეს რონალდო. მათ ყავდათ ბარძალი, კიელინი, რუგანი, მაგრამ უნდოდათ მეტი და დაიბრუნეს ბონუჩი. მათ დიდი მიზნები აქვთ და მოქმედებენ ისე, როგორც დიდი მიზნების მქონე გუნდს შეეფერება. ამ გუნდს აქვს კარგი წარსული, მშვენიერი აწმყო და ცდილობენ ასეთივე მომავლის შექმნას." მას შემდეგ რაც დაუსვეს კითხვა, რომ თუ "იუნაიტედი" მეტ ინვესტიციას განახორციელებდა ტრანსფერებში, მიაღწევდა თუ არა გუნდი სხვა ევროპული გრანდების დონეს, მოურინიომ უპასუხა:"რომ მივაღწიოთ"იუვეს" დონეს? "ბარსელონას" დონეს? "რეალის" დონეს? დიახ ეს ასეა, თუმცა ამის გაკეთება რთულია. ყველა კარგ ფეხბურთელს ამ გუნდებში სურს ასპარეზობა. ასე რომ, ჩვენ ვკმაყოფილდებით იმით, რაც გვაქვს, ვმუშაობთ იმით, რაც გვაქვს და ვცდილობთ ჩვენი გუნდით მივაღწიოთ წარმატებას. ისინი 7-ჯერ თუ 8-ჯერ გახდნენ იტალიის ჩემპიონები მიყოლებით, ასევე 4 წელში ორჯერ იყვნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში და მათ მეტი სურთ. ეს გრანდის სურვილებია, რომელსაც საკმარისი რესურსი გააჩნია ამ სურვილების რეალიზებისთვის."

ფაქტია, რომ "იუვენტუსი" ინგლისურ კლუბთან შედარებით, ძალიან მაღლა დგას ყველა ასპექტში. იქნება ეს ფიზ-მომზადება, ტექნიკა, შეთამაშება თუ დისციპლინა. ბონუჩი-კიელინის დაცვის ხაზი კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში საუკეთესოა, რაც გუშინაც გამოჩნდა ლუკაკუსთან, მარსიალთან და რაშფორდთან დაპირისპირებაში.

წყარო: www.skysports.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: GIOMU
24 ოქტომბერი 2018 22:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
გამოვიდა და თქვა რომ ტრანსფერებია საჭიროო, 10000% ვეთანხმები. არ ვარ დარწმუენბული იმაში რომ ლინდელოფი ყიდვის დროს მოურინიოსთვის სასურველი კანდიდატი იყო, ალბათ იქნებოდა ალტერნატივა სხვა ფეხბურთელების მერე. სხვა ვერ ან არ უყიდეს და ბოლოს იყიდეს ლინდელოფი 40 მილიონად მგონი. რა ფასები აქვთ დღეს ნორმალურ მცველებს კარგად მოგეხსენებათ. სწორს ამბობ როცა იძახის არ უნდათ მანჩესტერში თამაშიო. არეული სიტუაციაა, ტრანსფერები არ კეთდება და ახლა თუ თავგადაკლული ფანი არაა მანჩესი ბავშვობიდან არც გადმოვა ცოტა მოაზროვნე ფეხბურთელი. და თუ ვინემს უნდა მაშინ წელს რატომ ვერავინ იყიდეს? ნაქები ჩვენი გმირი დეხეა რა წასული არ იყო უკვე რეალში რომ არა ის ფაქსის საქმე... კარგით რა რეალობა ერთია და ძალიან მარტივი თან. აიღეთ ნებისმიერი გრანდი და შეადარეთ ახლა მათი ფეხბურთელები ჩვენსას პოზიციურად. ნახავთ რომ მხოლოდ 2 3 შემთხვევაში ვჯობნით და 8-9 ში გვჯობნიან. ჩემთვის დეხეაა მხოლოდ ის ფეხბურთელი რომელიც გრანდის დონეს აკმაყოფილებს და სხვები... პოგბას თუ ვინემ დღეს რამედ თვლის მხოლოდ იუვეს და საფრანგეთში ნაჩვენები თამასით თორე ჩვენთან ვერაფერს აკეთებს. და ისმის კითხვა რატომმმმმმმმ? რატომ და იმიტომ რომ იქ გვერდით სხვა მაღალი დონის ფეხბურთელები ყავს და აქ... ძალიან მარტივი და პრიმიტიული მაგალითი წინა თამაშიდან. როცა ლინდელოფი არ გადავიდა რუდიგერთან და მივიღეთ გოლი.
1
№12
ავტორი: mishiko1
25 ოქტომბერი 2018 11:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კლუბი გვყავს და ფულს რატომ უჭერენ ეს შიბელძაღლები ვერ გავიგე. ,,გლეიზერები''
0
№13
ავტორი: JuanMata
25 ოქტომბერი 2018 13:01
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მანჩესტერის წინააღმდეგ რომ თამაშობდეს იტყოდა: მათ ჰყავდათ მარსიალი, რეშფორდი, ლუკაკუ, მატა.
ეს არ ეყოთ და დაიმატეს სანჩესი. wink

მარტო იუვესთან რომ გვიჭირდეს კიდე ჰო, მაგრამ ყველასთან გვიჭირს, ვესტ ჰემი, ბრაიტონი, დერბი, ნიუკასლი.

რამდენი შეიძლება იწუწუნოს შემადგენლობაზე. ერთი გააზრებული შეტევა არ გაუკეთებია გუნდს ამ სეზონში.

დააკვირდით, ყველა გოლი რიკოშეტებით და არეულობის შექმნით გადის.
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
25 ოქტომბერი 2018 13:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ტრანსფერებზე მიანიშნებს სულ, დანარჩენი აწყობილია ყველაფერი გუნდში wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top