თბილისი:
მანჩესტერი:
15-10-2012, 20:25
ავტორი: APeX,
ნანახია: 2290,
კომენტარები: 14
ნევილი: "რუნის თამაშის გაუმჯობესება ისევ შეუძლია"
უეინ რუნის პრემიერ ლიგაში სადებიუტო გოლის შემდეგ 10 წელი გავიდა...
ნევილი:
10 წლის წინ უეინ რუნიმ "ევერტონის" მაისურით ლონდონის "არსენალის" კარში ბურთი მოათავსა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისის პრემიერ ლიგაში გოლი ჰქონდა გატანილი.

"26 წლის ასაკში ყოველთვის უნდა იფიქრო, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქ, - განუცხადა ნევილმა BBC Radio 5-ს. "ჩვენ ძალიან გვჭირდება გაუმჯობესებული უეინ რუნი.

"ის შესანიშნავი მოთამაშეა. იგი მოწოდების სიმაღლეზეა, როდესაც ქუჩის ბავშვივით იქცევა; იბრძვის ყველა ბურთისთვის, ურტყამს ყველა ჯარიმას, აწვდის ყველა აუტს, იბრძვის გამარჯვებისთვის."

ასევე ინგლისის ნაკრების ყოფილმა მარჯვენა მცველმა აღნიშნა, რომ 26 წლის ფორვარდს "ოლდ ტრაფორდის" გასახდელში ჯერ კიდევ ბევრი რამის სწავლა შეუძლია.

"პოლ სქოულზი და რაიან გიგსი უკვე დიდი ხანია დაკისრებული მოვალეობის შესრულებას მიჩვეულნი არიან, - განაცხადა ნევილმა, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით. 3 FA თასი, 8 პრემიერ და 1 ჩემპიონთა ლიგის ტიტული აქვს მოპოვებული.

"რაიან გიგსი თავდაპირველად შემტევი ნახევარმცველი იყო, შემდგომ კი ადგილი ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე დაიმკვიდრა და ცენტრშიც მშვენივრად თამაშობს.

"როდესაც პოლ სქოულზმა 16 წლის ასაკში თამაში დაიწყო იგი თავდამსხმელი გახლდათ ახლა კი იგი საყრდენი ნახევარმცველია და ცენტრში ბურთის დაჭერა და შეტევის წამოწყება ევალება.

"რუნი კვლავ ცენტრ ფორვარდია, მაგრამ შესაძლოა მან ზემოთ ხსენებული ორი ფეხბურთელის ბედი გაიზიაროს და პოზიცია შეიცვალოს."


ერთხელ "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა თქვა: "რუნი საუკეთესოა იმ ინგლისელ ტალანტთა შორის, რომლებიც მე მყავს ნანახი. 20 წლის ქვევით მასზე უკეთესი არავინაა."

ოთხი თვის შემდეგ 2003 წლის თებერვალში რუნი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისის ნაკრებში ჰქონდა ნათამაშები.

ევრო 2004-ზე მან 4 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც იგი "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა £27 მილიონად შეიძინა.

ამის შემდეგ "იუნაიტედის" მაისურით მან ორი ინგლისის თასი, ჩემპიონთა ლიგისა და ოთხი პრემიერ ლიგის ტიტული მოიგო.

"ეს 10 წელი ჩემთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. მე მოვიგე ძალიან ბევრი ტიტული საკლუბო დონეზე, - განაცხადა რუნიმ. "ერთადერთი რამ რაც მე მაკლია ინგლისის ნაკრებთან ერთად წარმატების მიღწევაა.

მას შემდეგ რაც რუნიმ სან მარინოს ორი გოლი შეუგდო, იგი ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირების ტოპ ხუთეულში შევიდა, მაგრამ მისივე თქმით ის საერთაშორისო ტურნირებზე წარუმატებელი გამოსვლების გამოა გულდაწყვეტილი.

ინგლისის ნაკრების ბოსს როი ჰოჯსონს ბოლომდე სჯერა უეინის. ეს მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა მაშინ, როდესაც რუნის კაპიტნის სამკლაური ჩააბარა სან მარინოს წინააღმდეგ მატჩში "უემბლიზე".

"ის შესანიშნავი მოთამაშეა, - განაცხადა ჰოჯსონმა. "სტივენ ჯერარდი, ფრენკ ლამპარდი, ჯონ ტერი. ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებიც რუნის მსგავსათ კარგი მოთამაშეები არიან მაგრამ სანაკრებო დონეზე სერიოზული წარმატებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.

"მისი ასაკისდა მიუხედავად რუნი შესანიშნავად ემსახურება თავის ნარებს და ამიტომ ვაპირებთ მისთვის მომავალში კაპიტნის სამკლაურის გადაცემას."

წყარო: BBC
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Rooney
15 ოქტომბერი 2012 23:01
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
ორი კლეგენდა <3
0
№12
ავტორი: Ví Ví
15 ოქტომბერი 2012 23:48
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ნევილი იმენა გვაფასებს რა
0
№13
ავტორი: Ví Ví
16 ოქტომბერი 2012 19:00
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
რუნიიიი
0
№14
ავტორი: TrueRed
26 თებერვალი 2013 23:49
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
რუნიიიიიიიიიიიიი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top