თბილისი:
მანჩესტერი:
14-10-2018, 11:55
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2049,
კომენტარები: 11
ალეგრიმ გადაწყვეტილება მიიღო
ცნობილია შეთავაზებული კონტრაქტის დეტალებიც.
ალეგრიმ გადაწყვეტილება მიიღო
თითქმის უკვე გადაწყვეტილია, რომ თუ არა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, სეზონის დასასრულს მაინც "მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

"წითელი ეშმაკების" ხლმძღვანელობა ამ საკითხზე აქედანვე აქტიურად მუშაობს. კანდიდატები შერჩეულია, თუმცა როგორც ჩანს მათთან შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

პრესაში აქტიურად გაიჟღერა მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურამ, რომელიც ამჟამად ტურინის "იუვენტუსს" უდგას სათავეში. როგორც ჩანს სპეციალისტს "ნისლიან ალბიონზე" ძალების მოსინჯვა ამ ეტაპზე არ სურს.

Calciomercato - ის ცნობით, ვუდვორდმა, ალეგრის მსუყე კონტრაქტიც შესთავაზა რომელიც ასე გამოიყურება: ხელშეკრულების ვადა 3 წელს შეადგენს, ხოლო ამ დროს განმავლობაში ალეგრი წელიწადში 9 მილიონ ევროს მიიღებდა, ამასთანავე მას სატრანსფეროდ გამოყოფილი ექნებოდა 200 მილიონი ევრო.

მასიმილიანომ ამ კონტრაქტს მაღალი შეფასებაც გაუკეთა, თუმცა განმარტა, რომ ამ მომენტისთვის "იუვენტუსის" დასატოვებლად მზად არ არის.


წყარო: euro-football
სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Phil Jones
14 ოქტომბერი 2018 23:19
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
არანაირი იტალიელი არ მინდა, ამათი ექსპერიმენტები და ფილოსოფიები ამოვიდა ყელში, 3-4-3, 6-2-2 და 5-3-3 და რავიცი კიდე რარაც უაზრო გამოგონილი ტაკტიკებით, სუ აურია ამ ხალხმა და ვუდვორდია პირველ რიგში გასაშვები, მოსაყვანია კაცი ვისაც ექნება რელაური გეგმა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top