თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2013, 20:59
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2294,
კომენტარები: 11
რიო:"რეალთან" რევანშის აღება შესანიშნავი იქნებოდა"
რიო ფერდინანდმა განაცხადა, რომ ფეხბურთის გულშემატკივარი სულმოუთმენლად ელის "იუნაიტედის" და "რეალის" დაპირისპირებას და გაიხსენა ორ მატჩიანი წარუმატებელი გამოსვლა სამეფო კლუბის წინააღმდეგ 2003 წელს...
რიო:
ინგლისელი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ რონალდოს "ოლდ ტრაფორდი" თბილად შეხვდება, რადგან მან "იუნაიტედის" მაისურით ბევრი ტიტული მოიპოვა:"მას რამოდენიმე შეტყობინება უკვე გაუგზავნეთ მატჩამდე. მაგრამ ეს ყველაფერი შეიცვლება, როდესაც მინდორზე გამოვალთ და ჩვენ მეგობრები კი არა მოწინააღმდეგეები გავხდებით. "იუნაიტედის" გულშემატკივარი მადლობელია მისით და ახლაც მღერიან მასზე სიმღერებს. ის აქ, როგორც პატარა ბიჭი ისე მოვიდა, მაგრამ აქედან მსოფლის კლასის ფეხბურთელის სტატუსით გავიდა. რონალდომ კლუბის დიდი პატივისცემა დაიმსახურა, როდესაც მას ტოვებდა და მას ეს პატივისცემა ჯერ არ დაუკარგავს." – განაცხადა რიო ფერდინანდმა goal.com–თან.

"რეალი" – ეს კარგი კლუბია, ამიტომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ სწორი განწყობით შევხვდებით მატჩს. ჩვენ მაქსიმალურად წარმატებით უნდა ვიბრძოლოთ მინდვრის ყველა მონაკვეთზე, მთელი 90 წუთის განმავლობაში."

რიომ ასევე გაიხსენა ამ ორი კლუბის ბოლოს გამართული შეხვედრა, რომელიც 2003 წელს მოხდა:"პირველ მატჩში მათ დაგვჯაბნეს, სიმართლეს ვიტყვი. რთული იყო რაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ის ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე იყო, რომელთანაც ოდესმე მითამაშია. კარგი იქნებოდა იქ დაბრუნება და რევანშის აღება."


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Wazza
12 თებერვალი 2013 22:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 161
ინგლისელი მწვრთნელი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top