თბილისი:
მანჩესტერი:
7-10-2018, 13:59
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2928,
კომენტარები: 13
ამაყი ჟოზე "ნიუკასლთან" მატჩის შემდგომ
განსაკუთრებულმა დაპირისპირება შეაფასა.
ამაყი ჟოზე
ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ფეხბურთელების მაქსიმუმი

ეს ხასიათი, ეს მონდომება, ეს თავდაჯერებულობა და საქმისადმი პროფესიონალურად მიდგომა აუცილებელია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ არავინ და არაფერია კლუბზე მნიშვნელოვანი. ბიჭებმა მეორე ტაიმში თავიანთ მაქსიმუმი გაიღეს, მაგაზე მეტი მათ აღარ შეეძლოთ უბრალოთ.

საუბარი გასახდელში

ვფიქრობ, გასახდელში ძალიან სასიამოვნო საუბარი გამოგვივიდა. ჩვენ ერთმანეთს არ დავპირდით იმას, რომ გავიდოდით და აუცილებლად მოვიგებდით მატჩს, ვინაიდან ამის დაპირება არ შეგვეძლო, თუმცა ერთმანეთს დავპირდით, გავიდოდით და რაც შეგვეძლო ყველაფერს დავდებდით მოედანზე, ვითამაშებდით ლაღად, ყოველგვარი წნეხის და ნერვიულობის გარეშე. ეს ასეც მოხდა, არ ვთვლი რომ გაგვიმართლა, ჩვენ ეს დავიმსახურეთ! თუნდაც ანგარიში 2-2 დაფიქსირებულიყო, მე მაინც მადლობელი ვიქნებოდი ბიჭების ამ თავდადებისთვის, მაგრამ ჩვენი ბიჭები მოგების ჟინით აღივსნენ და მიიყვანეს მატჩი სასურველ შედეგამდე. კიდევ დავამატებ იმას, რომ ფეხბურთელს არ შეუძლია წინასწარ დაპირება გააკეთოს, რომ ის აუცილებლად მოიგებს მატჩს, მაგრამ პროფესიონალი ფეხბურთელი ვალდებულია მოედანზე ყველაფერი დადოს და ჩვენ პროფესიონალები ვართ.

ფეხბურთელი გუნდისთვის

თუ ფეხბურთელი მარტო მწვრთნელისთვის თამაშობს, ის არაა პროფესიონალი, ვინაიდან თუ მას მწვრთნელი არ მოსწონს მაინც თამაშობს გუნდისთვის, თუ სხვა ახალი მწვრთნელი მოვა და ისიც არ მოეწონება, მაინც იღებს ფულს, იმაში რომ ითამაშონ გუნდისთვის და არა მწვრთნელისთვის! ასე, რომ ამ თემებზე საუბარი კომიკურად მიმაჩნია. ის, რასაც ყოველთვის ვეუბნები ფეხბურთელებს არის ის, რომ გაიღონ საკუთარი მაქსიმუმი, ნუ რა თქმა უნდა იყო ტაქტიკური ცვლილებებიც პირველივე ტაიმში, ჩვენ ვეძებდით სათამაშო მანერას და ვიპოვეთ, ვიყავით დომინანტები და თამაში სასურველი შედეგით დავასრულეთ. ეს გამარჯვება ჩვენმა ფანებმა დაიმსახურეს, ყოველივე ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ "მანჩესტერ იუნატედი" უდიდესი კლუბია.

გამოცდილება

ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა უბრალოდ შოკში ჩავარდა, დაინგრა როგორც მენტალურად, ასევე ფსიქოლოგიურად, ვინაიდან პირველ ტაიმში მეტოქე სწრაფად გადმოდიდოა ჩვენს ნახევარზე, პრაქტიკულად მეტოქეს ყველა ბურთი ჩვენს ნახევარზე იყო, გულახდილად გეტყვით, ვფიქრობდი რომ ეს ყველაფერი ჩვენი ავტოგოლით დასრულდებოდა, საბედნიეროდ არ მოხდა. ასე, რომ მათთვის მარტივი არ იყო ამ წნეხის გადალახვა. არც ჩემთვის ყოფილა ეს მარტივი საყურებელი, თუმცა ცხოვრებაში ასეთი დეტალები მნიშველოვანია გამოცდილების მისაღებად, ყოველი ასეთი მატჩი, მომენტები თუ სიტუაცია უკეთესს მხდის, როგორც ადამიანს, როგორც მწვრთნელს. მე ეს მომწონს, უფრო მეტიც მიყვარს. ამდენი სიბოროტის გარშემო , ეს იდეალური მაგალითია. მე ვაცხადებ, რომ ყველაფერს გადავლხავ, ვინაიდან უკვე დიდი ბიჭი ვარ .

ტაქტიკური ცვლილებები

პოლ პოგბას დავავალე ემოქმედა მოედნის ცენტრში, კრის სმოლინგის წინ, რადგან ჩვენ გვჭირდებოდა ტექნიკა და ბურთის სწორად ამოტანა დაცვიდან. მან და მატიჩმა დავალებას თავი კარგად გაართვეს.

ვინ იყო დამნაშავე

როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა დილით : "თუ ხვალ ლონდონში იწვებს, ეს შენი ბრალი იქნებაო". ლონდონში წასვლას ვაპირებ და თუ მართლა იწვიმა იცოდეთ ეს ჩემი ბრალი იქნება. თუ არის რაიმე სირთულე სათამაშო მანერასთან დაკავშირებით მზად ვარ ავიღო ჩემს თავზე, სირთულეები ჩემი სტიქიაა. მე ამით ვცხოვრობ, მე ამით ვიღებ სიამოვნებას. ბავშვობიდან მინდოდა ვყოფილიყავი ის ვინც ვარ დღეს და ვიქნები სიცოცხლის ბოლო წუთამდე. ასე, რომ ეს მატჩი კიდევ ერთი დიდი გამოცდილების ნამატი იყო ჩემს ცხოვრებაში.


წყარო : manutd.ru
პრესკონფერენცია
13 კომენტარი
№11
ავტორი: glory28
8 ოქტომბერი 2018 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ზღვაში წვეთია ეს რაც იყო იმიტომ რომ მომდევნო 3 ტურში ვნახავთ გვეშველა თუ არააა რადგანაც ისეთი მეტოქეები გვყავს რომ არ ვიცი რა გვეშველება და ეს ყველა თამაში რომ მოიგოს მოუ არ დაეტევა დაედამიწაზეეე
0
№12
ავტორი: GIOMU
8 ოქტომბერი 2018 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
შემთხვევით არასდროს არაფერი დება. როგორც კი შემოვიდა ლაღი ბურთის დამჯერი სასტავი გუნდს ეგრევე დაეტყო. აუცილებელია ნახევარდაცვაში ცვლილებები!!!!
0
№13
ავტორი: Shota Blues
13 ოქტომბერი 2018 16:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
მაგარი დღე იყო, სიხარულისაგან გადარეულმა იმდენი ვურტყი კედლებს რო მეორე დილას დალურჯებული მუშტებით გავიღვიძე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top