თბილისი:
მანჩესტერი:
6-10-2018, 23:01
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 2252,
კომენტარები: 12
ფერდინანდი:"ყველაფერი მოურინიოს კისერზეა"
ლეგენდის საინტერესო განცხადება.
ფერდინანდი:
"იუნაიტედისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა ცენტრალურმა მცველმა საინტერესო განცხადება გააკეთა გუნდში მიმდინარე პროცესების შესახებ და მოურინიოს როლზე ისაუბრა გუნდში.

"ვფიქრობ, როდესაც "იუნაიტედში" მიდიხარ სამუშაოდ, კარგად უნდა აცნობიერებდე შესაძლო შედეგებს და მოსალოდნელ ზეწოლას. როდესაც "იუნაიტედის" მწვრთნელი ხარ ყველაფერი შენს კისერზეა, მოგებაც, წაგებაც და ფრეც. არ შეიძლება ყოველ ჯერზე, როდესაც გუნდი წააგებს სხვაში ეძებო პრობლემა და მოგების შემთხვევაში საკუთარ განსაკუთრებულობაზე ისაუბრო. ჩვენ არ უნდა ვიჯდეთ და ცუდის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს გუნდისგან, უნდა გვქონდეს იმედი და მოლოდინი, რომ ყოველ შემდეგ მატჩზე ვიხილავთ ისეთ გუნდს, როგორიც მეორე ნახევარში ვიხილეთ. ეს გუნდის რეალობა უნდა იყოს და არა ხუთ მატჩში ერთხელ გამონათება."

ალბათ ძალიან ბევრ გულშემატკივარს, ადრინდელი "იუნაიტედი" გაახსენდა. გუნდი, რომლისთვისაც დაუძლეველი ანგარიში არ არსებობდა და ასევე არ არსებობდა მეტოქე, რომელსაც ტოლსწორ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. თუმცა ნამდვილად ცუდი საზომია ამ ფორმაციის "ნიუქასლი", იმის განსასაზღვრად, რომ "ეშმაკები" ფეხზე წამოდგნენ, თუმცა მუხტი ნამდვილად იგრძნობოდა, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია.

წყარო: www.skysports.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: LewisHamilton
7 ოქტომბერი 2018 11:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
არა ნუ მესმის რო მოგება გვიხარია და რამე რუმე მაგრამ აქ ისეთი კომენტარები იჩითებააა.. აშკარად ცუდად იმოქმედა ამ ლეგალიზაციამ და ამბებმა)))
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
7 ოქტომბერი 2018 12:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სწორად ილაპარაკა, ამაზე ყველა თანხმდება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top