თბილისი:
მანჩესტერი:
5-10-2018, 15:55
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 2280,
კომენტარები: 13
იტალიური დუეტი "იუნაიტედში" იმუშავებს
სატრანსფერო სიახლეები.
იტალიური დუეტი
ჭორები არ წყდება "იუნაიტედის" გარშემო და ეს არ ეხება მხოლოდ გუნდის ერთ რგოლს. საქმე ეხება, როგორც მწვრთნელს, ასევე გუნდის სპორტულ დირექტორს. საკმაოდ საინტერესო ჭორი გაავრცელა იტალიურმა გამოცემამ Corriere dello sport-მა, სადაც საუბარია ორ იტალიელ სპეციალისტზე, რომლებიც შემდეგი თვიდან დაიწყებენ "იუნაიტედში" მუშაობას.

საუბარია ჯუზეპე მაროტასა და ანტონიო კონტეზე. ანტონიო კონტე, ჩელსიდან განთავისუფლების შემდეგ უგუნდოდაა და რაც შეეხება მეორე მათგანს, ერთ თვეში ეწურება სამუშაო კონტრაქტი "იუვენტუსთან". მაროტას ტურინული კარიერა ძალიან წარმატებულად შეიძლება მივიჩნიოთ, გაკეთებული ტრანსფერების და ზოგადად მისი, უშუალოდ გუნდთან მიდგომის გამო, რადგან მეტი აქცენტი გაკეთდა "იუვენტუსიზე", როგორც გუნდზე და არა როგორც ბრენდზე. ანტონიო კონტემ კი, პირველივე სეზონში მოაგებინა ლონდონის "ჩელსის" პრემიერ ლიგა. მაროტა იმედოვნებს, რომ, თუ იგი "იუნაიტედში" აღმოჩნდება, მთავარი მწვრთნელის პოსტზე იხილავს ანტონიო კონტეს, რადგან თვლის, რომ უფრო პროდუქტიული იქნება მათი მუშაობა.

ნამდვილად არაფერი უდგას წინ, ამ ყველაფერს, რომ განხორციელდეს, თუმცა საკმაოდ მცირეა "იუნაიტედის" იმ ფანების რაოდენობა, რომელსაც სურს ანტონიო კონტე გუნდის მთავარ მწვრთნელად. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ჯერ ჭორებია და დრო გვიჩვენებს ყველაფერს.

წყარო: www.skysports.com
ჭორები
13 კომენტარი
№11
ავტორი: LewisHamilton
5 ოქტომბერი 2018 20:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
აი კონტეზე საუბარი ვაფშე რომელმა დაიწყო თავიდან ან აზრად ვის მოუვიდა.. პროსტა იმიტო რო უგუნდოდაა? ერთი და იგივე ნეხვში ორჯერ დაბიჯება ნამეტანია რაის კონტე კაი რა..
0
№12
ავტორი: Phil Jones
6 ოქტომბერი 2018 00:33
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: LewisHamilton
აი კონტეზე საუბარი ვაფშე რომელმა დაიწყო თავიდან ან აზრად ვის მოუვიდა.. პროსტა იმიტო რო უგუნდოდაა? ერთი და იგივე ნეხვში ორჯერ დაბიჯება ნამეტანია რაის კონტე კაი რა..

დამიჯერე ეგ ბევრად უარესი და დიდი ნეხვია, ეხლა იტალიელი სპეციალისტი აკლია ამ გუნდს...
0
№13
ავტორი: GIOMU
6 ოქტომბერი 2018 01:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
კონტე თუ მოიყვანეს ნუ კიდე 2 სეზონი ჩათვალეთ...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top