თბილისი:
მანჩესტერი:
30-09-2018, 19:30
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 3140,
კომენტარები: 28
ზიდანთან მოლაპარაკებები დაიწყო
ფრანგს "იუნაიტედში" ელოდებიან.
ზიდანთან მოლაპარაკებები დაიწყო
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფრანგი სპეციალისტი, "რეალ მადრიდის" ექს-ბოსი ზინედინ ზიდანი მოლაპარაკებებს აწარმოებს "იუნაიტედთან". ამ ინფორმაციას ავრცელებს beIN Sports.

ლოგიკური ჭორია მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, თუმცა არსებობს შეხედულებები, რომ ხელმძღვანელობა ჟოზეს დროს მისცემს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარმოაჩინოს მისი ძალები და ამ ტურნირზე მაინც გაამართლოს გულშემატკივართა იმედები. თუმცა მწვრთნელის შეცვლა, რომ საჭიროა და უპირობო ეს ფაქტია.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზინედინ ზიდანი ინგლისური ენის სწავლას იწყებს და ფოტოებიც გავრცელდა, რომელიც ლონდონშია გადაღებული, თუმცა არ გვაქვს ინფორმაცია ზიდანის ლონდონში ყოფნის რეალურ მიზეზთან დაკავშირებით.

ეს ინფორმაცია ჯერ-ჯერობით ნამდვილად ჭორია, თუმცა უკვე ძალიან ბევრი იწერება, რომ ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ჟოზეს მუშაობით და ერთ-ერთი ყველაზე სასურველი და რეალური კანდიდატი ამ პოსტისთვის, უდაოდ ფრანგი სპეციალისტია.

წყარო: www.skysports.com
ჭორები
28 კომენტარი
№11
ავტორი: Phil Jones
30 სექტემბერი 2018 22:38
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ეს ლიგაზე დროის მიცემა არ მესმის რა არის, რეალურად ლიგა უნდა მოიგოს მაშინ თორე მანჩესტერი უმწვრთნელოდაც უნდა გავიდეს ჯგუფიდან და ამასობაში კი მოვიდა თებერვალი, თებერვალში კი პრემიერლიგაში მე-8 მე-9 ადგილზე ვიბუქსავებთ და მერე თუ გინდა ზიდანი მოიყვანე და გინდაც მესი-რონალდო მოაყოლე...
ისე ზიდანის არ მჯერა მაგრამ იმედია ვცდები. პრინციპში ამოვიდა ყელში ეს ტაქტიკური მონახაზები და რაღაც უაზრობები, მომენატრა 15-20 წლის წინანდელი ფეხბურთი სადაც პირველ ადგილზე ფეხბურთელი იყო და მწვრთნელი იყო მოტივატორი-მენეჯერი.
0
№12
ავტორი: K1llsw1tch
30 სექტემბერი 2018 22:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
აუცილებლად მოსაყვანია ზიზუ. მისი პიროვნება და ავტორიტეტი, მისი საფეხბურთო კაირიერა და მიღწევები - მარტო ამას რამხელა ფასი ექნება კლუბში.
0
№13
ავტორი: stepno
1 ოქტომბერი 2018 00:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ესემგონია ძალიან ბევრი ბრმა უყურებს ფეხბურთს და ვერაფერს ვერ ხედავენ რათქმაუნდა. ზოგი იძახის რო მოურინიოს გაშვებით საქმეს ვერ უშველით მე მინდა ვკითხო მაგ ხალხს,როდესაც მანჩესტერის თამაშს უყურებთ რაიმე კრეატიულს,ლამაზ,კომბინაციურ,სწრაფ თამაშს ხედაავთ?? ამ ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ მონდომებას ამჩნევთ ფეხბურთელებს? აი იმ მონდომებას და განცდას რაც წესით მანესტერის ფეხბურთელს უნდა ქონდეს. სრული საცოდაობა,მარაზმი არ ვიცი რა ვუწოდო დღევანდელ მანჩესტერს და ეს ყველაფერი თუ მენეჯერის ბრალი არაა, მაშინ სულ არ ყოფილა მენეჯერი საჭიროო და არაფერს არ წარმოადგენს ფეხბურთში ესეიგი. მოკლედ ეს ყველაფერი სწორედ, რომ ჟოზეს ბრალია და დიდი იმედი მაქ ტყულად დროს აღარ დაკარგავს მანჩესტერის ხელმძღვანელობა და მალე მოიშორებენ ამ უფანტაზიო და ძველ დროში ჩარჩენილ მწვრთნელს რომელმაც იმდენი ქნა, რომ თავისი მოპოვებული ტიტულები ჩემთვის პირადად უკვე გააბათილა თავისი ბოლო წლების საშინელი შედეგებით და ყოვლად მიუღებელი და საზიზღარი თამაშით.
0
№14
ავტორი: GIOMU
1 ოქტომბერი 2018 03:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
თუ გაშვებას აპირებენ ეს ლიგაზე დავაცადოთო რა უბედურებაა.
0
№15
ავტორი: Dato kutaisi
1 ოქტომბერი 2018 06:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
მენეჯმენტს რომ შიგ აქვს ეს არახალია.ლიგაზე უნდა აცადონ როდემდე თებერვლამდე?გუნდი უმოტივაციოდაა რმოციის გარეშეა ყველა მწვრთნელიანად და რას ელოდებიან ანტირეკორდებს?სიტუაცია უკვე გამოვიდა კონტროლიდან დემორალიზებულია გუნდი და დანგრეული და რას ელოდებიან ნეტა გამაგებინა
0
№16
ავტორი: PaLoMo
1 ოქტომბერი 2018 08:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
juves სპორტულმა დირექტორმა დატოვა თავისი პოსტიოო და შესაძლოა მოიყვანონ ეგე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№17
ავტორი: kobinio
1 ოქტომბერი 2018 09:27
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Dato kutaisi
მენეჯმენტს რომ შიგ აქვს ეს არახალია.ლიგაზე უნდა აცადონ როდემდე თებერვლამდე?გუნდი უმოტივაციოდაა რმოციის გარეშეა ყველა მწვრთნელიანად და რას ელოდებიან ანტირეკორდებს?სიტუაცია უკვე გამოვიდა კონტროლიდან დემორალიზებულია გუნდი და დანგრეული და რას ელოდებიან ნეტა გამაგებინა

ნაძირალა ვუდვორდმა რა 5ქვა იცი ინტერვიუში?
ტიტულების მოგების დროაო...
წელსაც ვეოდებით წლიურ ფინანსურ რეკორდსო.
დაგვცინის ეგ ცენზურასნაშობი!!!

ციტატა: stepno
ესემგონია ძალიან ბევრი ბრმა უყურებს ფეხბურთს და ვერაფერს ვერ ხედავენ რათქმაუნდა. ზოგი იძახის რო მოურინიოს გაშვებით საქმეს ვერ უშველით მე მინდა ვკითხო მაგ ხალხს,როდესაც მანჩესტერის თამაშს უყურებთ რაიმე კრეატიულს,ლამაზ,კომბინაციურ,სწრაფ თამაშს ხედაავთ?? ამ ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ მონდომებას ამჩნევთ ფეხბურთელებს? აი იმ მონდომებას და განცდას რაც წესით მანესტერის ფეხბურთელს უნდა ქონდეს. სრული საცოდაობა,მარაზმი არ ვიცი რა ვუწოდო დღევანდელ მანჩესტერს და ეს ყველაფერი თუ მენეჯერის ბრალი არაა, მაშინ სულ არ ყოფილა მენეჯერი საჭიროო და არაფერს არ წარმოადგენს ფეხბურთში ესეიგი. მოკლედ ეს ყველაფერი სწორედ, რომ ჟოზეს ბრალია და დიდი იმედი მაქ ტყულად დროს აღარ დაკარგავს მანჩესტერის ხელმძღვანელობა და მალე მოიშორებენ ამ უფანტაზიო და ძველ დროში ჩარჩენილ მწვრთნელს რომელმაც იმდენი ქნა, რომ თავისი მოპოვებული ტიტულები ჩემთვის პირადად უკვე გააბათილა თავისი ბოლო წლების საშინელი შედეგებით და ყოვლად მიუღებელი და საზიზღარი თამაშით.

ფეხბურთელები პას ვერ აძლევენ სწორად ერთმანეთს კაი რა ტაქტიკაზე და სილამაზეზე უნდა ვიმსჯელოთ ან ვიკამათოთ?! ჩემპიონშიპის გუნდი რომ უკეთ გამოიყურება ვიდრე იუნაიტედი მანდ უნდა დაესვათ წერტილი მარა სადაა ასე ჩვენ რო გვინდა. ლამპარდმა სტრატეგიულადაც აჯობა,ტაქტიკურადაც და მოტივაცია ხო ზედმეტია ახსენო.ამ კაცმა ამოწურა რესურსი და სასწრაფოდ მოსაშორებელია დავისი სირთავა ფეხბურთელებიანა.
0
№18
ავტორი: JuanMata
1 ოქტომბერი 2018 10:07
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ისე საკითხავია ზიდანი რამდენად მოერგება ამ გუნდს და პირველ რიგში ხელმძღვანელობას, როგორც იწერება პერესთან ჰქონდა პრობლემები და არც ვუდვორდია საჩუქარი.

მოლოდინი დიდი გვაქვს, მაგრამ ასეთივე მოლოდინი ჟოზეზეც გვქონდა.

განსხვავება ისაა, რომ ზიდანი ახალგაზრდებთან უკეთ მუშაობს, გუნდის როტაციას მიმართავს მუდმივად. ერთი გამოკვეთილი ტაქტიკა არ აქვს, იმის მიხედვით აგებს თამაშს, რა ფეხბურთელებიც ჰყავს ძირითადში და გადაწყობა კარგად გამოსდის მატჩის დროს.

მაგრამ ახლა ცუდი მხარეები, განსაკუთრებულ ფეხბურთს დიდად არ თამაშობდა მაგის რეალი, პრობლემები ჰქონდა, ძალიან დამოკიდებულია შემსრულებლების ოსტატობაზე, მინახავს რეალის თამაშები ლიგაზე, სადაც ვაფშე ვერ/არ ქმნიდა გუნდი მომენტებს და ფეხბურთელების კლასის ხარჯზე გაჰქონდა გოლები. დიდად კომბინაციურ თამაშს არ თამაშობდა, მგონი რეკორდიც დაამყარა ჩაწოდებებში. ჩაიბარა გუნდი, რომელიც იყო ლალიგის გამარჯვებული და ერთი წლით ადრე ჩემპიონთა ლიგაც მოიგეს. ტოპ ფეხბურთელები ყველა რგოლში, პლიუს ძალიან კარგი სკამი.

მანჩესტერს ამის ნახევარიც არ აქვს, გუნდი საერთოდ არაა შეთამაშებული, 3-4 პასს ვერ აბამენ ერთმანეთს და პოზიციური შეტევა არ ასებობს.

ნამდვილად კარგი ტაქტიკოსია, მაგრამ რეალურად ახლა ჩვენ ნოლიდან უნდა დავიწყოთ შენება, კარგი ტაქტიკოსი ჟოზეცაა, შარშან იდეალურად ითამაშა ტოპ 6-თან, მაგრამ ორივეს ჭირდება რესურსი, რომ ეს ტაქტიკა გამოიყენოს.

არ ველი რომ რამე განსხვავებულს ითამაშებს ზიდანი ამ მანჩესტერით.

P.S. ბოლო სეზონი რეალურად ჩააგდო რეალმა, მე-4 ადგილი დაიკავა ჩემპიონატში, რომ არა ლიგა, წარუმატებლობად ჩაეთვლებოდა ზიდანს.
და რეალი როგორც იგებდა ლიგის მატჩებს, ძალიან ბევრს კითხვას აჩენს.
1
№19
ავტორი: SANDROGRIGA
1 ოქტომბერი 2018 10:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უკვე ყველაფერი იქით მიდის რო ჟოზე დაგვტოვებს
0
№20
ავტორი: Lalana
1 ოქტომბერი 2018 11:00
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: JuanMata
JuanMata
[ პასუხი ]

ზუსტად ჩემი სათქმელი თქვი.აბსოლიტურად გეთანხმები თითოეულ დეტალში.უბრალოდ ჟოზესა და ზიდანს შორის ის განსხვავება იქნება რომ გასახდელსა თუ მის გარეთ ვერავინ ვერაფერს გაუბედავს.ავტორიტეტი ექნება.ესაა და ეს,მეტ განსხხვავებას ვერ ვხედავ მათ შორის,რადგან ზიდანის გუნდიც მეორე ნომრად თამაშობდა,ფლანგებზე მიდოდა ბურთი და ფლანგებიდან სულ ჩაწოდებები ხდებოდა.ლა ლიგაშიც ძალიან მაგრად გაუჭირდა,უსუსტეს გუნდებთანაც ვერ აჩვენებდა სანახაობრივ ფეხბურთს და არ არის ის მწვრთნელი რომელიც ახალა მანჩესტერს სჭირდება.თუ ზიდანისგან აქ ვინმე ელის საოცარ სანახაობრივ ფეხბურთს ძალიან ცდება.რაც შეეხება ლიგაზე რეალის გამოსვლებს,70% რონალდოს ინდივიდუალური დამსახურება იყო რიგ შემთხვევაში თამაშების მოგება.ასევე სწორად აღნიშნე,უმაღლესი დონის ფეხბურთელები ესხდა სათადარიგოზე და არ დავიწყებ ჩამოთვლას.ჟოზე სასწრაფოდ გასაშვებია,მაგრამ არის თუ არა საშველი ზიდანში აი ეს ბადებს კითხვის ნიშანს,მაგრამ სხვა ვინ შეიძლება მოვიდეს?არ ვიცი ნამდვილად.

და კიდევ ერთი რამ,მივესალმებოდი მაროტას აქ მოსვლას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top