თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2013, 16:17
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2147,
კომენტარები: 12
სერ ალექსი რონალდოზე!
სერ ალექსს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ რონალდოს კიდევ ერთხელ მიანიჭებენ "მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის" წოდებას...
სერ ალექსი რონალდოზე!
"კრისტიანო რონალდოს ფორმა ახლა "მადრიდის რეალისთვის" ძალზედ მნიშვნელოვანია. მისი მაჩვენებელი 179 გოლი 178 მატჩში, რაც ფანტასტიკურია. ვფიქრობ მატჩამდე შანტაჟი გამოვიყენო და რაღაც მოვყვე მასზე." – განაცხადა სერ ალექსმა manutd.com–თან.

"სინამდევილეში ის კარგი ფეხბურთელია. ვფიქრობდი, რომ მადრიდში ის მხოლოდ გააუმჯობესებდა საკუთარ შედეგებს. ის იყო ახალგაზრდა, როდესაც ჩვენ დაგვტოვა, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ის კიდევ მიიღებს "მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის" წოდებას. კლუბში მოსვლისთანავე სურდა თავისი ტექნიკური არსენალის ჩვენება. მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. მას ბევრი რამ ჰქონდა გასაუმჯობესებელი. სწორედ ამის გამო, ახლა ის საუკეთესო ფეხბურეთელად ითვლება. მან ჩვენთან შესანიშნავი წლები გაატარა."

სერ ალექსმა ისიც იკითხა, შესაძლებელი იყო თუ არა რონალდოს "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება, რადგან თვითონ ფეხბურთელმაც განაცხადა, რომ მადრიდში ბედნიერი არ იყო. შოტლანდიელი სპეციალისტი გამოტყდა, რომ ეს ძალიან სურს, მაგრამ რა უნდა მოხდეს, რომ ეს განხორციელდეს:"სიმართლე, რომ გითხრათ მისი დაბრუნების მიზეზს ვერ ვხედავ. მას კიდევ ორნახევარი წელი დარჩა სამეფო კლუბში. თუ თქვენ მის შეძენას ახლავე შეეცდებით, ეს ბევრ მილიონთან დაგაკავშირებთ. ვფიქრობ, რომ "რეალი" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ის შეინარჩუნონ და მათ წარმატებას ვუსურვებ. მადრიდში ფეხბურთელებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე მანჩესტერში. განსაკუთრებით ვარჯიშების დროს. პრესამ მათზე ყველაფერი იცის და ვფიქრობ ეს რონალდოს ხელს უშლის. ამასთანავე, ის აგრძლებს პროგრესს, როგორც ფეხბურთელი. მისი პროგრესი კი ფენომენალურია."


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: ლადო
12 თებერვალი 2013 20:36
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
რაფაელი განაღმავს
0
№12
ავტორი: captain
12 თებერვალი 2013 20:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
ვერ გააკეთებს ვერაფერს, ერთს თუ გაიტანს სამს მიიღებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top