თბილისი:
მანჩესტერი:
30-09-2018, 16:58
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1912,
კომენტარები: 13
ჟოზე მალე დატოვებს გუნდს
ექსპერტების ვარაუდი.
ჟოზე მალე დატოვებს გუნდს
გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, Dailyexpress_ის ჟურნალისტი და ანალიტიკოსი მეთ დანი, საკმაოდ კრიტიკულ სტატიას აქვეყნებს, სადაც აკრიტიკებს ამ მომენტისთვის არსებულ მდგომარეობა "იუნაიტედში". თუმცა მის სიტყვებში საკმაო გულისტკივილიც იგრძნობა, ინგლისური გრანდის ცუდი პერფორმანსების მიმართ.

"ამ კვირების განმავლობაში ბევრჯერ მოვისმინე ეს ფრაზა და მეც გავიმეორებ, რომ ჟოზე და "იუნაიტედი" არ არიან ერთმანეთისთვის შექმნილები. საკმაოდ სუსტი ფეხბურთი აჩვენეს მათ ბოლო მატჩში, "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ. ისინი სრულიად ჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ, მე იქ "მანჩესტერ იუნაიტედი" არ მინახავს. მაშინაც კი, როდესაც გოლი გაიტანეს, დარწმუნებული ვარ, არავის უფიქრია, რომ ეს გუნდი "ქამ ბექს" შემოგვთავაზებდა, ამ გოლს მნიშვნელობაც კი არ ჰქონია, არც მოტივაციაზე ასახულა და არც შემართებაზე. მოწინააღმდეგე გუნდი მათზე ათჯერ უფრო კარგად გამოიყურებოდა და ვიტყვი, რომ უფრო მეტის გატანას იმსახურებდნენ. "იუნაიტედი" საშიშად საერთოდ არ გამოიყურებოდა. წარსულში, რომ გეთქვათ ეს გუნდი ოდესმე მეორე ნომრად ითამაშებსო, ალბათ დაგცინებდით, მაგრამ ეს დღეს რეალობაა. მოურინიო თამაშიდან თამაშამდე უახლოვდება გასასვლელ კარს, რაც გუნდს 12 მილიონი დაუჯდება. მე ვფიქრობ, რომ გუნდის იმიჯი ბევრად უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ის 12 მილიონი, რომელიც კიბოს მოსაშორებლად უნდა გადაიხადოს გუნდმა, რომელიც ნელ-ნელა კლავს გუნდს."

წყარო: www.skysports.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
1 ოქტომბერი 2018 00:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ლიგაზე გასვლის შანსი რო აღარ გვექნება მერე წავა ეს დედამოტ...... ხო ვიციი:)))

ერთი ვიცი რო ამის წასვლა აუცილებელია მაგრამ ისიც ვიცი რო ამ სეზონში ურთულესი იქნება თუნდაც ლიგის საგზურის მოპოვებაა და მაგრამ მრცხვენია რა მანჩესტერს ეგ პრობლემა თუ როდესმე შეექმნებოდა არ ვიცოდიი :((((
0
№12
ავტორი: GIOMU
1 ოქტომბერი 2018 03:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
თუ უშვებენ გაუშვან რა, ჩავარდნილი სეზონია უკვე ყველა შეეგუა და ვისაც მოიყვანენ იქნებ წელს ადაპტაცია გაევლო რომ მომავალი წლიდან მიეხედა საქმისთვის. წელს ოთხეულში გასვლა არ იქნება ცუდი შედეგი გინდაც ლიგაზე ჯგუფიდან გამოვარდეთ რა.
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
1 ოქტომბერი 2018 10:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უკვე გაუჭირდება სეზონის ბოლომდე გაძლება, ასე თუ გაგრძელდა მალევე გაუშვებენ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top