თბილისი:
მანჩესტერი:
29-09-2018, 22:54
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 2194,
კომენტარები: 12
რიომ ორივე მხარე გააკრიტიკა
ვეტერეანმა ფეხბურთელმა "იუნაიტედის" ბოსზე და პოგბაზე ისაუბრა.
რიომ ორივე მხარე გააკრიტიკა
"იუნაიტედისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების ვეტერანმა ცენტრალურმა მცველმა გუნდში არსებულ უთანხმოებაზე და კონკრეტულად პოგბა - მოურინიოს ინცინდენტზე ისაუბრა, რომელიც ვარჯიშზე მოხდა და ამ კამათის ამსახველი ვიდეო მასალაც გავრცელდა.

რიო ფერდინანდი:
"სასურველია, რომ მსგავსი რამ საერთოდ არ ხდებოდეს, მაგრამ კამერების წინ არანაირ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს. ეს არ შეიძლება, უბრალოდ წარმოუდგენელია. ამის ადგილია გასახდელი, სადაც ფეხბურთელები კამათობენ, ჩხუბობენ და ერთმანეთს, რაღაცებსაც ესვრიან. როცა გარეთ გამოდიხარ და იქ კამერები არიან, შენ აუცილებლად უნდა მოკეტო და ყველაფერი გასახდელში დატოვო. თუ პოგბა რაიმე განცხადებებს აკეთებს ან რაიმე თემაზე ესაუბრება მწვრთნელს, ეს არ ნიშნავს, რომ ის ეგოისტია, ის ასეთი არაა. უბრალოდ ის ლიდერადაა დაბადებული და რთულია ამ დროს თავის შეკავება."

პოლ სქოულზი:
"დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა, ვიდრე ჩვენს დროს იყო. მაგრამ ის ფაქტი, რომ ყველანაირი განხეთქილება გასახდელში უნდა მოგვარდეს, განხილვას არ საჭიროებს. თუ პოგბას რაიმე პრობლემა აქვს ტაქტიკასთა დაკავშირებით, უნდა მივიდეს და კარზე დააკაკუნოს, რომელსაც ჟოზე მოურინიო აწერია."

წყარო: www.dailymail.co.uk
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: tupaca
30 სექტემბერი 2018 15:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
არაფრის წერა აღარ მინდა გააგდონ დროზე ეს დაჟანგებული ტაქტიკოსი
ჯუზეპე მაროტა წავიდა იუვედან და მგონი მანჩესტერის სპორტული დირექტორი გახდება ,ესე მგონია მე
0
№12
ავტორი: GIOMU
1 ოქტომბერი 2018 03:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
კაცო ფერგიუსონს ქონდა თავისი იდეოლოგია, ვინც ვერ ეწერებოდა იმ იდეოლოგიაში მიდიოდა გუნდიდან. ვინც ეწერებოდა რჩებოდა. ფერდიც სქულზიც იყვნენ იმ იდეოლოგიის მატარებელი. ახლა გუნდს არანაირი დეოლოგია არ აქვს. არც მოთამაშეებს აქვთ ერთობა რომ თქვა მხოლოდ მწვრთნელი ახურებსო, არც მწვრთნელის საქმეა კარგად, არც უფრო მაღლა ეშელონებშია დალაგებული სიტუაცია, საერთოდ მთლიან სისტემას აქვს პრობლემა, და ის ვიდეო რაც ვნახეთ მოუსი და პოლის ამ ყველაფრის გამომსახველობაა. ყველგან კარგად რომ ყოფილიყო სიტუაცია და მხოლოდ მოურინიოს და პოლს ქონოდათ დაძაბულობა უცებ მოგვარდებოდა მაგრამ ფაქტია არაა ასე მარტივად რადგან კლუბშია არეული სიტუაცია.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top