თბილისი:
მანჩესტერი:
27-09-2018, 21:44
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 2415,
კომენტარები: 12
გუნდი პოგბას გაცვლის
ვეტერანი ფეხბურთელი მოწოდება.
გუნდი პოგბას გაცვლის
გავლენიანი გამოცემები, ლამის ყოველ საათში წერენ "ცხელ-ცხელ" სტატიებს იმის შესახებ, თუ რა ფასად და სად წავა "იუნაიტედის" ფრანგი ნახევარ-მცველი პოლ პოგბა. თუმცა "იუნაიტედის" ლეგენდასთან ინტერვიუ ნამდვილად ყველასგან განსხვავებულია, რადგან "ეშმაკების" ლეგენდა ვილი მორგანი კლუბის ხელმძღვანელობას პირდაპირ მოუწოდებს ფეხბურთელი გაყიდვისკენ და თან ძალიან სარფიანად.

"ჩემს დროს ეს წარმოუდგენელი იქნებოდა, ვგულისხმობ ფრანგი ახალგაზრდას განცხადებაზე, რომ მის მომავალში არაა დარწმუნებული. თანამედროვე ფეხბურთი ძალიან განსხვავდება ჩემ დროს არსებულისგან, თუმცა მგონია, რომ საკმაოდ დიდ გავლენას მედია ასრულებს ამ ყველაფერში. ადრე ასე არ იყო. მე იმ ადამიანების სიაში არ ვყოფილვარ, ვინც სკეპტიკურად უყურებდა მოურინიოს გუნდში მოსვლას და მჯეროდა, რომ მერე რა რომ მას ასეთი ხისტი და არც ისე მიმზიდველი სტილი აქვს, ეს შეიცვლება, გუნდის რეპუტაცია აიძულებს მას, რომ დაივიწყოს ეს სტილი. თუმცა ძალიან შევცდი და ახალ ის ცდილობს, რომ პატარა ბავშვივით, ყველა მარცხს გამართლება მოუძებნოს და დაგვანახოს, რომ მისი ბრალი არაფერი არაა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძლიერი და ნიჭიერია ფეხბურთელი, თუ მას არ ჰყავს შესაბამისი მწვრთნელი, რომელიც მას დაეხმარება და ხელს შეუწყობს განვითარებაში. ასეთი მწვრთნელი არაა მოურინიო, ასეთია იურგენ კლოპი ან პეპ გვარდიოლა. მე რომ გუნდის ხელმძღვანელობაში ვიყო, კოლოსალურ თანხად მივყიდიდი "ბარსელონას" პოგბას და ასევე კოლოსალურ თანხად ვიყიდიდი ლაიონელ მესის, რომელიც ნამდვილად ათჯერ უფრო გააძლიერებდა შეტევას და მოურინიოს აიძულებდა, აერჩია შეტევითი ტაქტიკა."

გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონა" 100 მილიონ ფუნტ-სტერლინგს ჩამოდის პოგბას სანაცვლოდ, რაც ნამდვილად არაა მისი რეალური ფასი და საკმაოდ სათუოა ამ ინფორმაციის რეალურობა.

წყარო: www.goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
28 სექტემბერი 2018 02:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მოურინიომ არ გამართა პრესკონფერენცია დერბისთან ჩაჩმორების შემდეგ?? თუ გვეშველაა და გააგდეს ან წავიდაა?? ოღონდ ეგ ნიუსი ვნახო რო მოურინიო წავიდა და გავარტყი მესის ტრანსფერს wink wink
0
№12
ავტორი: PaLoMo
28 სექტემბერი 2018 11:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: N.Vidic
ციტატა: barsaman
ჰაიმეეე ეს სტატია რატო უნდა დადო ტან მესიო მესი კიარა უმტიტიმ უტხრა გუნდს ნაცენზურა და რა მესი :D


რაც იფორმაცია იდება, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად შეესაბამება რეალურს, აუცილებლად ვთარგმნით და ვდებთ ჩვენს. რამდენად შეესაბამება რეალობას ის, რომ მესი გადმოვა ეგ სხვა ამბავია, მაგრამ შენიშვნა რო რა დასადები იყოო, არ მივიღებ იმ მიზეზით, რომ სადაც ერთხელ მაინცაა ნახსენები მანჩესტერი უნდა დაიდოს ყველაფერი.

დაიკიდე ძმაა.ნიკზეც ეტყობა რატო დაწერა ეს კომენტარი.ბარას ფანებს მესის წასვლა,რომ ესმით აჟრიალებთ ტანში და ფსიხდებიან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top