თბილისი:
მანჩესტერი:
24-09-2018, 11:54
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 2260,
კომენტარები: 11
პოგბას განცხადება
ფრანგმა გუნდს მიმართა.
პოგბას განცხადება
"ვულვზთან" დაფიქსირებული საყაიმო ანგარიშის შემდეგ, გუნდში თავს ძალიან ცუდად გრძნობენ, როგორც მწვრთნელი, ასევე ფეხბურთელებიც და უჭირთ რაიმე განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავება. ჩვენმა საიტმა უკვე შემოგთავაზათ მარუან ფელაინის ინტერვიუ და ახლა გთავაზობთ პოლ პოგბას ინტერვიუს გასულ მატჩთან დაკავშირებით.

"როდესაც ჩვენ სახლში ვთამაშობთ, ჩვენ უნდა შევუტიოთ, შევუტიოთ და კიდევ შევუტიოთ, ეს "ოლდ ტრაფორდია". ჩვენ სახლში ვართ და უფრო აგრესიულად უნდა გვეთამაშა "ვულვზის" წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, რომ გუნდებს ეშინიათ "იუნაიტედთან" თამაშის "ოლდ ტრაფორდზე" და ნაკლებად აკეთებენ აქცენტს შეტევაზე. ჩვენ ამ ასპექტში დავუშვით შეცდომა. ჩვენი მოქმედებები უფრო უკეთესი უნდა ყოფილიყო და მეტად უნდა გვეაქტიურა, რადგან ეს "ოლდ ტრაფორდია". ჩვენ უნდა შევუტიოთ და ძლიერი პრესინგი შევთავაზოთ მოწინააღმდეგეს, როგორც ამას წინა სეზონში ვაკეთებდით "ტოტენჰემის", "ლივერულის" და "ჩელსის" წინააღმდეგ, ამან შედეგი გამოიღო. როდესაც ვუტევთ, უფრო გვიადვილდება თამაში და შედეგიც უკეთესი გვაქვს."

პოლ პოგბამ გასულ მატჩში, ბურთთან ეფექტური შეხების შედეგად, საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო და ეს გადაცემა, ახალწვეულმა, ფრედმა გოლად გადააქცია.

წყარო: www.skysports.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: MAN-UTD 6
26 სექტემბერი 2018 11:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
მოურინიო უნდა წავიდეს რაა.... რაუნდა მაგას მანჩესტერში. წავიდეს ინტერი გაწვრთვნას ))))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top