თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2013, 23:24
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2428,
კომენტარები: 13
იგუაინი: ჩვენ შეგვიძლია საფრთხის შექმნა
იგუაინი დარწმუნებულია, რომ "რეალი" "იუნაიტედს" პრობლემებს შეუქმნის.
იგუაინი: ჩვენ შეგვიძლია საფრთხის შექმნა
"რეალ მადრიდის" თავდამსხმელი გონზალო იგუაინი დარწმუნებულია, რომ მასპინძლები დიდ პრობლემებს შეუქმნიან "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს, ევროპის ორი ტიტანის შეჯახებაში.

მადრიდული გუნდი უკვე წლებია ცდილობს სარეკორდო, მე-10 "ჩემპიონთა ლიგის" ტიტულის მოგებას, იგივე მიზანი აქვთ წელსაც, თუმცა მათი შანსები შემცირდა რადგან მერვედფინალში ისინი "პრემიერ ლიგის" ლიდერებს დაუპირისპირდებიან.

იგუაინმა იცის, რომ სერ ალექსს ძალიან ძლიერი გუნდი ყავს და ისინი შეეცდებიან შემდეგ ეტაპზე გასვლას, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ესპანელები შეძლებენ ამ ბარიერის გადალახვას.

"იუნაიტედი" ძალიან კარგი გუნდია, ისინი ყოველთვის ახერხებენ ფლეი-ოფში კარგად ასპარეზობას და ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა მოგვიწევს. ჩვენ შეგვიძლია უამრავი პრობლემის შექმნა პირადი კლასის და კონტრშეტევების ხარჯზე." განუცხადა იგუაინმა BWIN-ის ოფიციალურ საიტს.

25 წლის არგენტინელი, რომელიც "მადრიდს" "რივერ პლატედან" შეუერთდა, ფიქრობს, რომ აუცილებელია პირველ თამაშში კარი მშრალად შეინახონ.

მან ასევე მუწოდა გულშემატკივრებს, რომ მხარი დაუჭირონ მოურინიოს შეგირდებს, რომლებიც წელს "პრიმერა დივიზიონში" კრახის შემდეგ" "ჩემპიონთა ლიგასა" და "კოპა დელ რეიზე" გადაერთო.

"ჩვენი მიზანია მოგება და უკეთესი იქნება თუ გოლს არ გავუშვებთ. ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერ სტუმრად გატანილ ბურთს შეუძლია დიდი პრობლემები შეგვიქმნას." დაამატა მან. "ჩვენ ასევე გვინდა, რომ გულშემატკივრებმა ზურგი გაგვიმაგრონ. გუნდი ყოველთვის ცდილობს თავისი მაქსიმუმის გაკეთებას, ზოგჯერ ყველაფერი კარგად მიდის, ზოგჯერ არა. ფაქტია, რომ ჩვენ გავალთ მოედანზე და ბოლომდე ვიბრძოლებთ."

წყარო: DailyMail.co.uk
სიახლეები
13 კომენტარი
№11
ავტორი: GGMU20
12 თებერვალი 2013 13:26
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 202
გონსალო : )) კაი ნუ გაატრაკეე : ))) R.V.P >> ROONEY : )))))))))))))))))))))))))))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ G G M U !!!
№12
ავტორი: Beckham 7
12 თებერვალი 2013 14:40
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
გოლი აუცილებლად გვინდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№13
ავტორი: UTD-Rule
12 თებერვალი 2013 15:15
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ჩვენც შეგვიძლია am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top