თბილისი:
მანჩესტერი:
7-09-2018, 19:00
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1961,
კომენტარები: 12
"იუვენტუსი" ფრანგს არ ეშვება
"ბებერი ქალბატონი" ისევ შეეცდება ფრანგი ფეხბურთელის შეძენას.
"იუვენტუსი" "იუნაიტედის" ფრანგებს ისევ არ ეშვება. ერთი მხრივ ყველა გავლენიანი გამოცემა საუბრობს იმაზე, რომ ევროპულ გრანდებს "ბარსელონასა" და "იუვენტუსის " სახით - პოგბა სურთ და ამ "წისქვილს", ფრანგი - წყალს ასხავს, საკუთარი განცხადებებით. თუმცა ამ სტატიაში ვისაუბრებთ ტურინელების დაინტერესებაზე, ამჯერად, ენტონი მარსიალის მიმართ.

იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა ფრანგის მოხიბვლას წელიწადში 9 მილიონით ეცდება და ასევე ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ ისინი მარსიალთან წინასწარი კონტრაქტის დადებას ზამთარშივე აპირებენ, რომ წინასწარ შეამზადონ ნიადაგი ფრანგი შემტევისთვის. ბოლო წლების ბევრი ხმაურიანი ტრანსფერი უკავშირდება "იუვენტუსის" სახელს და როგორც ჩანს იტალიელები ნამდვილად არ აპირებენ ფულის დაზოგვას ახალი მოთამაშეების შესაძენად.

ფაქტი ისაა, რომ ნაკლები კონკურენციის პირობებში ენტონი მარსიალი სათადარიგოთა სკამზე იყო და არის გამწესებული, უჭირს მისი თამაშის ხარისხიდან გამომდინარე მწვრთნელის დარწმუნება, რომ ის ნამდვილად "ძირითადის ბიჭია". ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ 22 წლის ფრანგი შემტევი უდაოდ ნიჭიერია, მაგრამ ამ ნიჭს გამოვლენა, დახვეწა და მიზანმიმართულად გამოყენება ჭირდება. "იუნაიტედის" გულშემატკივრებს, ბევრი ფეხბურთელი გვახსოვს, იგივე დეპაი, დი მარია, ფალკაო, რომლებმაც ვერ გაამართლეს "წითლების" რიგებში. იგივე მატა, რომელიც უფრო უკეთესად გამოიყურებოდა "იუნაიტედამდე".

მარსიალს, დარჩენისა თუ წასვლის შემთხვევაში, მაინც ბევრი აქვს დასამტკიცებელი, არა იმიტომ, რომ ახალგაზრდაა, არამედ იმიტომ რომ მას გააჩნია ტალანტი, რომლის რეალიზებაც მისთვისაც და გუნდისთვისაც სასარგებლო იქნება. შუა-სეზონი ნაკლებად, თუმცა 2019 წლის ზაფხული ძალიან ბევრ რამეს შეცვლის "იუნაიტედისთვის" და ვინმედოვნოთ, რომ სასიკეთოდ შეიცვლება ყველაფერი.

წყარო: www.skysports.com
სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: GIOMU
9 სექტემბერი 2018 01:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
უნდა წავიდეს რა, ძაან უფხო ფეხბურთელია. არც უხარია არც წყინს. ამის მოწოდებას შეძახილს ან ა.შ ვერ გაიგებ. ემოიცების გარეშეა. ჯობია ვინმე კარგში გაუცვალოთ თუ ასე ძალიან უნდათ.
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
12 სექტემბერი 2018 15:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უნდა დარჩეს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top