თბილისი:
მანჩესტერი:
6-09-2018, 21:49
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1983,
კომენტარები: 13
არც ზიდანი და არც კონტე
მენეჯმენტი კიდევ ერთ პორტუგალიელ სპეციალისტზე ფიქრობს.
არც ზიდანი და არც კონტე
გასაკვირი არავისთვის იქნება, თუ "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელ თავკაცს ჟოზე მოურინიოს კლუბი რამოდენიმე დღეში, კვირაში, ან თვეში გაანთავისუფლებს. თუმცა "ბარნლისთან" მოპოვებული სამი ქულის შემდეგ კრიტიკამ იკლო და მოურინიოც მშვიდად შეხვდა სანაკრებო პაუზას.

სპორტული ტაბლოიდები ინგლისური გრანდის მომავალ მწვრთნელად აქტიურად მოიხსენიებდნენ ამჟამად შვებულებაში მყოფ ზინედინ ზიდანს, რომელიც უკლუბოდაა და "წითელი ეშმაკებისგან" შეთავაზებას ელოდება.

თუმცა დღეს გავრცელებული ცნობით, "ოლდ ტრაფორდის" მენეჯმენტის სიაში ახალი სახე გამოჩნდა. არც ზიდანი და არც იტალიელი სპეციალისტი ანტონიო კონტე, რომელიც ასევე უკავშირდებოდა "იუნაიტედს".

Daily Express - ის ცნობით, ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, ჟოზე მოურინიოს შემდეგ, შესაძლოა, პრემიერ ლიგაში ახალგადმოსული კლუბის "ვულვერჰემპტონის" ასევე პროტუგალიელმა დამრიგებელმა ნუნუ ეშპირიტ სანტუმ ჩიბაროს.

44 წლის სპეციალისტმა გასულ სეზონში "ვულვზს" ჩემპიონშიფი მოაგებინა რის შემდეგაც "მგლები" რამოდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდნენ. ამ მომენტისთვის სანტუს "ვულვზი" ცხრილის 11 - პოზიციაზე იმყოფება, ხოლო "იუნაიტედი" მეათე.


წყარო: euro-football.ru
სიახლეები
13 კომენტარი
№11
ავტორი: GIOMU
9 სექტემბერი 2018 01:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
წღაპრები...
0
№12
ავტორი: stepno
9 სექტემბერი 2018 09:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რაიოო?? wink lol lol
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
12 სექტემბერი 2018 16:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოგონილი ჭორია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top