თბილისი:
მანჩესტერი:
6-09-2018, 19:51
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 1785,
კომენტარები: 12
Goal.com - პოგბა დარწმუნებული არაა რომ კარიერას ინგლისში გააგრძელებს
პოლი გულშემატკივრებს ძალიან ანერვიულებს
Goal.com - პოგბა დარწმუნებული არაა რომ კარიერას ინგლისში გააგრძელებს
ფრანგმა განაცხადა რომ არაა დარწმუნებული რომ "იუნაიტედში" დარჩება, მეტიც, ჯერ არ იცის მომავალი რას მოიტანს.

პოლი დიდი ხანია "ბარსელონას" უკავშირდება, კარგა ხანს დაძაბული იყო ურთიერთობა მასსა და მოურინიოს შორის. ჭორები ამ თემაზე თითქოს შეწყდა, მაგრამ "ბრაიტონთან" მარცხის შემდეგ ისევ იფეთქა და საკმაოდ სერიოზულადაც.

პოგბამ დაადასტურა რომ იანვარში შესაძლოა "იუნაიტედის" გზას გადაუხვიოს და სხვა კლუბში ამოყოს თავი, მაგალითად კატალონიურ "ბარსელონაში", რომლებიც წყაროების მიხედვით მზად არიან ფრანგისთვის €130 მილიონი გაიღონ.

"კონტრაქტი "იუნაიტედთან" მაქვს, ამ წუთას მათთვის ვთამაშობ, მაგრამ ვინ იცის რა მოხდება მომავალ რამოდენიმე თვეში"- განუცხადა ნახევარმცველმა Sky Sports Germany-ს.

პოგბა ამ დროისთვის ნაკრებშია და ემზადება გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრისთვის, სადაც აუცილებლად ძირითადში იქნება.
კვირას კი ფრანგები ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან.

წყარო:Goal.com
სიახლეები
12 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
9 სექტემბერი 2018 09:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
გული საერთოდ არ დამწყდება ამის წასვლით უბრალოთ ფელაინის იმედზე არ მინდა ვიყოთ ვინმე შემცვლელი უნდა მოიყვანონ ცოტა სწრაფად მოაზროვნე პოგბასავით დონდლო და ზანტი არა ოღონდ
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
12 სექტემბერი 2018 16:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მიდი და გაიგე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top