თბილისი:
მანჩესტერი:
5-09-2018, 07:39
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2538,
კომენტარები: 15
მოურინიოთი უკმაყოფილებას 4 ფეხბურთელი გამოხატავს
როგორც ჩანს, "წითლების" ბანაკში სიტუაცია ბოლომდე კვლავ მოუგვარებელი რჩება.
მოურინიოთი უკმაყოფილებას 4 ფეხბურთელი გამოხატავს
პოლ პოგბასა და ჟოზე მოურინიოს დაპირისპირება, რომ არახალია ეს ყველასთვის კარგადაა ცნობილი. იყო განცხადებები მწვრთნელის მხრიდან რაც ძირითადად ფეხბურთელის ქებით შემოიფარგლებოდა და შეიძლებოდა იმის თქმაც, რომ სიტუაცია ფრანგსა და პორტუგალიელს შორის ლაგდება, თუმცა როგორც ჩანს ყველაფერი ძველებურადაა. კომფლიქტი გრძელდება!

გარდა პოგბასა, "განსაკუთრებულით" უკმაყოფილებას კიდევ ერთი ფრანგი ფეხბურთელი ენტონი მარსიალიც გამოხატავს. ოღონდ გამოხატავს არა პირადად პრესის ფრთო ფურცლებისთვის, თუმცა გამოცემები ამაზეც ხშირად წერენ.

ამას ზედ დაერთო ერიკ ბაიის უკმატოფილება, რომელმაც "ბრაიტონთან" ჩაგდებული შეხვედრის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი საბოლოოდ დაკარგა. მეტიც, ერიკი "ტოტენჰემთან" გამართულ შეხვედრაში მატჩის საერთო განაცხადშიც კი არ იყო შეყვანილი.

Daily Mail - ის ცნობით, ზემოზამოთვლილ სამ ფეხბურთელს მარკუს რეშფორდიც უერთდება. საბოლოო ჯამში სახეზე გვყავს ოთხი ფეხბურთელი რომელთავ კლუბში მოურინიოს მუშაობა არ სურთ, თუმცა ამაზე ღიად ვერ საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 4 ჩატარებული ტურის შემდეგ, "იუნაიტედი" ცხრილის მეათე პოზიციაზე ექვსი ქულით იმყოფება. გუნდის აქტივში 2 მოგება და ამდენივე მარცხია.


წყარო: euro-football.ru
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
5 სექტემბერი 2018 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
bolo wels chelsishic kongliqti qonda realshic exla manchestershic aq marto fexburtelebs nu daabralebt
0
№12
ავტორი: Lalana
5 სექტემბერი 2018 14:13
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: JuanMata
მხითარიანმაც დაახლოებით იგივე თქვა, რომ ვარჯიშებზე დროს ბურთთან ურთიერთობას საერთოდ არ ვუთმობდით და კომბინაციებზე არ ვმუშაობდითო.

My Webpage ამას რომ ვუყურებ ცოტათი რთულია მაინც იმის თქმა რომ ამაზე არ მუშაობენ,მაგრამ რა დოზით მუშაობენ ეგ არის საკითხავი.ჩვენი პრობლემა უფრო უკნიდან ბურთის სწრაფად გადატანაა შეტევაში.აი მაგალითად სანჩესი რომ გარბის ბურთით კონტრშეტევაზე თითქმის ვერავინ მოყვება გარდა ლუკაკუსა,მის ირგვლივ თითქმის არავინ არ არის რომ პასი გაუკეთოს ხოლმე.ეს იმის პრობლემაცაა რომ საკმაოდ უკნიდან ვთამაშობთ,მაგრამ ასევე იმის პრობლემაცაა რომ კონტრშეტევის დროს ძაან ნელა ამოდიან სიღრმიდან.
ჩელსიში როდესაც დაბრუნდა საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა,მითუმეტეს 2014-2015 წლებში და არ მესმის ასეთი გუნდი,რომელიც ასე კარგად გამოიყურებოდა მეორე სეზონში ასე ჩავარდა და აღარ მოწონდათ მასთან მუშაობა.მაშინ ზუსტად ჩელსიში ყოფნის ბოლოს წინა სეზონში რანაირად გამოიყურებოდნენ იგივე ფეხბურთელები ისე როგორც გამოიყურებოდნენ?აშკარა იყო პიროვნული პრობლემები ექმნებოდა ფეხბურთელებთან თორემ სხვაგვარად არამგონია უკმაყოფილონი ყოფილიყვნენ.კარგად მახსოვს ჩელსის ეგ სეზონიც,რეალის სეონებიც და იმის პრობლემა ნამდვილად არ ჰქონით ფეხბურთელებს რომ ვერ უგებდნენ ერთმანეთს,თორემ ვერც ჩელსი გაიტანდა სეზონში 107 გოლს და ვერც რეალში მოხსნიდა გოლების რეკორდს გუნდი.რაც შეეხება მანჩესტერს,მგონი ყველაზე ნელი გუნდი ვართ მსოფლიოში,ეს მხოლოდ ჟოზეს დროს არ იყო პრობლემა,იგივე პრობლემა ჰქონდა ვან გაალსაც.მის გუნდს რომ ვუყურებდი დადიოდნენ ფეხბურთელები,,ასევე არიან ჟოზეს დროსაც,არ მოძრაობენ ბევრს,არ იხსნებიან და არ უთავისუფლებენ სივრცეს თანაგუნდელებს.ზოგადად მოძრაობა არ იგრძნობა.არის შეუთამაშებლობის მომენტებიც,მაგრამ უფრო ქაოტურად ნელია გუნდი ვიდრე შეუთამაშებელი.

ციტატა: Malboro463
bolo wels chelsishic kongliqti qonda realshic exla manchestershic aq marto fexburtelebs nu daabralebt

არა ფეხბურთელებს ვერც დავაბრალებთ.კონკრეტულად პიროვნული პრობლემები ექმნება ჟოზეს და რატომ ხდება ეს არ ვიცი.არც ინტერში და არც ჩელსიში ჰქონია მსგავის ფაქტი 2004-2007 წლებში.მერე რეალში მოუვიდა კონფლიქტი ფებურთელებთან და მას შემდეგ სადაც გადადის ყველგან კონფლიქტი აქვს.
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
5 სექტემბერი 2018 15:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მარადიული პრობლემა ჟოზეს გუნდების, თუ მართალია, რა თქმა უნდა. ასე იყო რეალშიც, ასე იყო ჩელსიშიც ბოლოს და ასეა აქაც.
0
№14
ავტორი: qamari
5 სექტემბერი 2018 16:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ყველა მწვრთნელი იმას ფიქრობს რომ რაიმე ტიტული მოიგოს ,ეს პრინციპი არ იცვლება ,აბა რამდენი ფეხბურთელია ,ვინც პირველ რიგში ტიტულებზე ფიქრობს ? როგორც არ უნდა მომწონდეს მოუს სტილი და მომწონდეს თუ გინდ პოგბა ,ამ დროს მაინც მოუს ვუთანაგრძნობ ,იმიტომ რომ ბუნტი აზიანებს მთლიანად გუნდს
0
№15
ავტორი: GIOMU
6 სექტემბერი 2018 00:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
სისულელეა არ მჯერა. მაგრამ ასეც რომ იყოს რომელი თამაშობს იმ დონეზე რომ კმაყფილი იყოს ჟოზე? შოუს ჩავარდნა ქონდა იჯდა სკამზე აკრიტიკებდა კიდეც, აგერ შესანიშნავად გამოიყურება და კი არის უკვე სასტავში რა და აქებს კიდეც. ზლატანი, დრობა, ტერი ეს ის ფეხბურთელებია რომლებიც საკმაოდ რთული ხასიათით გამოირჩეოდნენ, საერთო ენა არ გაჭირვებია ჟოზეს ამათან რომ გამოენახა და როგორ დავიჯერო ახლა ამ პატარა ბიჭებთან უჭირს. თუ უჭირს კიდეც ეს ამათი ბრალია და არა ჟოზესი. დარწმუნებული ვარ კარად რომ თამაშობდნენ არანაირი პრეტენზია არავის არ ექნებოდა. მოგწონთ ვინმეს პოგბას, მარსიალის, ბაილის ან რეშის თამაში? მე არა მაგალითად. არაფერს ისეთს კიდე ეს არ აკრიტიკებს ხოლმე თუ თვალს ადევნებთ მის კომენტარებს. მოკლედ პრესა ზღაპრებს წერს ფული რომ გააკეთონ და ყველაფერს არ უნდა ვუჯერებდეთ...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top