თბილისი:
მანჩესტერი:
1-09-2018, 10:03
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2214,
კომენტარები: 11
მოურინიო: "მსოფლიოში ერთ - ერთი საუკეთესო ვარ"
პორტუგალიელის ხმამაღალი განცხადებები.
მოურინიო:
პრემიერ ლიგის მეოთხე ტურის წინ, ტრადიციულად, ჟურნალისტების შეკითხვებს "წითელი ეშმაკების" დამრიგებელმა" ჟოზე მოურინიომ უპასუხა და ხმხმაღალ განცხადებებსაც არ მოერიდა.

"საუკეთესო კლუბებთან მაქვს კავშირი მთელი კარიერის განმავლობაში, გამომდინარე აქედან მსოფლიოში ერთ - ერთი საუკეთესო სპეციალისტი ვარ. ჩავითვლები ერთ - ერთ საუკეთესოდ მაშინაც თუ "იუნაიტედის" შემადგენლობით პრემიერ ლიგას ვერ მოვიგებ? და თქვენ მსგავს შეკითხვებს უსვამთ იმ მწვრთნელებს რომლებიც ჩემპიონატში მესამე ან მეოთხე ადგილებს იკავებენ?

გასულ სეზონში დიდ წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ თქვენ ამის აღიარება არ გინდათ. მე ჩემ სამუშაოს თავად ვაფასებ, ჩემი აზრი კი თქვენს აზრზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. განვმეორდები, ორი სეზონის წინ ჩვენ ევროპა ლიგა მოვიგეთ, რა მოხდა გასულ სეზონში? როდესაც ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ "ატლეტიკომ" ასევე მოიგო ევროპა ლიგა მას დღეს ყველა აქებს.

ჩვენ ვართ უკანასკნელი ინგლისური კლუბი რომელმაც ევროპული ტიტული დაისაკუთრა. ვიმეორებ, 8 - ჯერ მაქვს პირველობა მოპოვებული, ერთადერთი მწვრთნელი ვარ რომელმაც შეძლო და სამ სხვადასხვა ქვეყანაში ჩემპიონატები მოიგო: იტალია, ესპანეთი და ინგლისი. ჩემ რვა ტიტულთან ერთად, რომელიც არცერთი არ არის პატარა ქვეყნის, შემიძლია დიდ მიღწევად ჩავთვალო გასულ სეზონში ინგლისის ჩემპიონატში დაკავებული მეორე ადგილიც".
- ციტირებს ESPN - მოურინიოს სიტყვებს.


წყარო: euro-football.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
3 სექტემბერი 2018 16:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მენტორი რო ძალიან მაგარია ეს უკვე ვიცით
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top