თბილისი:
მანჩესტერი:
28-08-2018, 10:26
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2230,
კომენტარები: 12
მოურინიო მატჩის შემდეგ
პორტუგალიელის მატჩისშემდგომი ინტერვიუ.
მოურინიო მატჩის შემდეგ
ისევე როგორც მეორე ტური, მესამე ტურიც უსახური გამოდგა ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის "მანჩესტერ იუნაიტედისთვის". ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა "ოლდ ტრაფორდზე" მაურისიო პოჩეტინოს "ტოტენჰემს" უმასპინძლეს და ანგარიშით 0-3 დათმეს შეხვედრა.

მატჩის შემდეგ ტრადიციულად, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის იმაზე მეტი ტიტული აქვს ვიდრე ამჟამად ჩემპიონატში მომუშავე 19 მწვრთნელს.

"მატჩამდე კარგი სამუშაო შევასრულეთ და შესაბამისად ვემზადებოდით. ბიჭებმა სწორი დამოკიდებულება აჩვენეს თავიდანვე თამაშის მიმართ. შეიძლებოდა შესვენებამდე ანგარიში 1-0, 2-0, ან სულაც 3-0 ყოფილიყო, თუმცა მერე ყველაფერი შეიცვალა, გაშვებულ ერთ გოლმა სხვა არხზე გადაგვრთო, ხოლო მესამე ბურთმა უკვე მოკლა ყველაფერი.

ტაქტიკური თვალსაზრისით კარგად ვაკონტროლებდით ყველაფერს, თუმცა მიუხედავად ამის მაინც დავთმეთ შეხვედრა. გულშემატკივრები რეაგირებენ იმაზე თუ რა იწერება პრესაში და რას საუბრობენ ტელევიზიაში. ისინი ბევრად უფრო ჭკვიანები არიან. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დამარცხების შემდეგ, გულშემატკივრების ის რეაქცია რაც კლუბის მიმართულებით იყო ჩვენ დავიმსახურეთ.

დღეს გუნდმა მოედანი დატოვა გულშემატკივრების აბლოდისმენტებით, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და აკეთებენ იმისთვის, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს.

მე ინგლისის ჩემპიონატი სამჯერ მოვიგე, იმაზე მეტჯერ ვიდრე ეს ჩემპიონატში ამჟამად მომუშავე 19 სპეციალისტმა გააკეთა".
- განაცხადა დასასრულს მოურინიომ Sky Sports - ისთვის მიცემულ ინტერვიუში.


წყარო: euro-football.ru


ვინ იყო "ტოტენჰემთან" მატჩის საუკეთესო?

სმოლინგი
შოუ
ვალენსია

ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Lalana
28 აგვისტო 2018 15:00
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Malboro463
ტრანსფერები არაფერშუაშია ჩარჩენილია ჟოზე ძველ დროში
ფეხბურთელები ვერ პროგრესირებენ მაგის ხელში ზოგი ერთ დონეზე დგას ზოგიც კიდე რეგრესირებს
კლოპი,პეპი,კარლო,პოჩენტინოც ნეხვისგან ოქროს ქმნის და ეს ოქროს ვერ იყენებს
დიდი სპეციალისტი არა შიბლა

აი კარლოსა და პეპს ნამდვილად არ ჩავსვამდი მაგ ჯგუფში მაგრამ კლოპსა და პოჩეტინოზე დაგეთანხმები.კარლოს მილანშიი სეთი შემადგენლობა ყავდა ბევრი სუპერ გუნდი ინატრებდა მაგ ფებურთელებს და მაგ სასტავით თითო ოროლა სკუდეტო დადო.ნუ ჩემპიონთა ლიგაზე ნამდვილად კარგად გამოდიოდა მაგრამ ეგ ისეთი გუნდი იყო მხოლოდ ერთ ჩემპიონატისთვის წესით არ უნდაებრძოლათ.ბაიერნშიც მაგრად ჩააგდო სეზონი და რეალის მეორე სეზონშიც საშინელება იყო.გადაწვა ძირითადის თერთმეტეული.ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი სანამ დამატებით დროში გადავიდოდა დრო მაქამდე საერთოდ ვერაფერს ქმნიდა დიდად რეალი და იქით ატლეტიკომ დაუჭირა ბურთი.ყველაზე კარგად ნეხვიდან გუნდის შექმნა სიმეონეს შეუძლია მაგრამ მაგ სტილის მწვრთნელი მაინც არ გამოდგება ამ გუნდისთვის.

ციტატა: Svani
0

ციტატა: Svani
0

გეთანხმები.თითოეული მწვრთნელი ფერგის შემდეგ იყო რაღაც საზიზღრობა მაგრამ იმაზე რატომ არ ვფიქრობთ რომ აი ზუსტად ის მწვრთნელები რა მიზეზით არ მოვიდნენ აქ?ფრგის მახსოვს თავის შემცვლელად გვარდიოლა ან ანჩელოტი უნდოდა მაგრამ არც ერთი და არც მეორე ჩვენთან არ მოვიდა.მერე კლოპზე თითქმის დასრუებული იყო ყვლაფერი,თვითონვე აღნიშნა ეგ და უეცრად მაინც არ დათანხმდა აქ მოსვლას ვუდვორდის ბავშვური განცხადების შემდეგ.რაღაც პობლემაა ამ გუნდში ოღონდ სხვაგვარი.ნუ მოურინიო რომ ჩვენი შესაფერისი არ არის ვხვდები.მქონდა ამ კაცის იმედი,რადგან იცის თავიდან როგორ ააწყოს გუნდი.ეს თითოეულ გუნდში გამოუვიდა და მაგიტომაც მქონდა იმედი,მაგრამ აქ რატომღაც ეგ არ გამოვიდა.პირიქით თითქოს არანაირი მონახაზი არ ჩანს როდესაც ვუტევთ.ძაან ქაოტურია და ვხვდები რომ მაგ კაცს აშკარა ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს რაც ჩელსიდან კიდევ ერთხელ გამოაგდეს.ვეღარ პროგრესირებს.აი მაგალითად ბარსელონას როგორი მწვრთნელიც არ უნდა მიუყვანო მაინც ისეთივე სტილს თამაშობენ.ვალვერდეც კარგი სვარკისმათამაშებელი ტიპია მაგრამ ის ფილოსოფია რაც მათ გააჩნდათ მაინც ჯერ კიდევ ცოცხლობს,რადგან ეს მათ სტრუქტურასა და მიდგომებშია.ეს ფილოსოფია მათ აკადემიაშიც ცოცხლობს.ჩვენ კი აღარ გვაქვს ეს.აღარ გვაქვს ჩვენი ხელწერა,რადგან ამ ხნის განმავლობაში თავიდან ბოლომდე ამ სტრუქტურას ფერგი ქმნიდა.დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერი გამოსწორდება,თორემ ძაან ცუდად არის მანჩესტერის საქმე.
0
№12
ავტორი: Malboro463
28 აგვისტო 2018 21:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: Lalana
ციტატა: Malboro463
ტრანსფერები არაფერშუაშია ჩარჩენილია ჟოზე ძველ დროში
ფეხბურთელები ვერ პროგრესირებენ მაგის ხელში ზოგი ერთ დონეზე დგას ზოგიც კიდე რეგრესირებს
კლოპი,პეპი,კარლო,პოჩენტინოც ნეხვისგან ოქროს ქმნის და ეს ოქროს ვერ იყენებს
დიდი სპეციალისტი არა შიბლა

აი კარლოსა და პეპს ნამდვილად არ ჩავსვამდი მაგ ჯგუფში მაგრამ კლოპსა და პოჩეტინოზე დაგეთანხმები.კარლოს მილანშიი სეთი შემადგენლობა ყავდა ბევრი სუპერ გუნდი ინატრებდა მაგ ფებურთელებს და მაგ სასტავით თითო ოროლა სკუდეტო დადო.ნუ ჩემპიონთა ლიგაზე ნამდვილად კარგად გამოდიოდა მაგრამ ეგ ისეთი გუნდი იყო მხოლოდ ერთ ჩემპიონატისთვის წესით არ უნდაებრძოლათ.ბაიერნშიც მაგრად ჩააგდო სეზონი და რეალის მეორე სეზონშიც საშინელება იყო.გადაწვა ძირითადის თერთმეტეული.ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი სანამ დამატებით დროში გადავიდოდა დრო მაქამდე საერთოდ ვერაფერს ქმნიდა დიდად რეალი და იქით ატლეტიკომ დაუჭირა ბურთი.ყველაზე კარგად ნეხვიდან გუნდის შექმნა სიმეონეს შეუძლია მაგრამ მაგ სტილის მწვრთნელი მაინც არ გამოდგება ამ გუნდისთვის.

ციტატა: Svani
0

ციტატა: Svani
0

გე ძაან ცუდად არის მანჩესტერის საქმე.

კარლოსი ლიგის მწვრთვნელია ჩემპიონატებში დიდი მიღწევა არც აქ მარა მე მათი ფეხბურთელებთან მუშაობა ავღნიშნე რესურს ბოლომდე იყენებს რა დონის იგროკიც არ უნდა ყავდეს და ბევრი რამის მიცემაც შეუძლიათ ფეხბურთელებისთვის სწავლის მხრივ განსაკუთრებით პეპს რასაც ჟოზეზე ვერ ვიტყვი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top