თბილისი:
მანჩესტერი:
27-08-2018, 19:41
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2539,
კომენტარები: 13
მოურინიოს თავსატეხი "ტოტენჰმთან" მატჩის წინ
შეძლებს კი განსაკუთრებული კრიტიკოსების გაჩუმებას?
მოურინიოს თავსატეხი
სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილო ბოსი, რომელსაც არ შეუძინეს არცერთი ცენტრალური მცველი, შეიძლება კი ამ ყველაფერმა გავლენა იქონიოს მატჩზე? ოპონენტთა ბანაკის მთავარი მწვრთნელი დუმს, მიუხედავათ მისი გუნდის უტრანსფერო ზაფხულისა. ურთულესი მატჩი, ორი გამორჩეული მწვრთნელის და გუნდის დაპირისპირება.

არავინ ელის გახსნილ თამაშს, ბევრ გოლებს, ვაცნობიერებთ რა მოურინიოს სათამაშო სტილს, თუმცა იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დრამა შედგება ოცნების თეატრში...

მოურინიოს უმთავრესი ამოცანა და სათამაშო ტაქტიკა

4-2-3-1 ალბათ ამ ტაქტიკას არ უღალატებს განსაკუთრებული, ვაცნობიერებთ იმ ფაქტსაც, რომ იყო დომინანტი ბურთის ფლობის მხრივ "ტოტენჰემთან" ძალიან რთულია და იგი ეცდება კონტრშეტევებზე ააგოს თავისი თამაში, ის კარგად აცნობიერებს მოწინააღმდეგის ტაქტიკას და შეტევის სტილს, "ტოტენჰემი" თავის მხრივ ეცდება არ დაუშვას შეცდომები ან სწრაფადვე მოახდინოს რეაგირება ჩადენილ შეცდომაზე , რათა არ მიიღოს კონტრშეტევა.ოლდ ტრაფორდის ბინადრებმა ბოლო საშინაო მატჩი უშუალო მეტოქეს 1-0 სძლიეს და აქ მოხდა ძალიან საინტერესო ფაქტი, როდეს მოურინიომ მეტოქეს 3-4-1-2 ტაქტიკა შესთავაზა , რათა მარტივად გაენეიტრალებინა "ტოტენჰემის" შემტევი ტრიოს აგრესია , მოეპოვებინა ცენტრში სივრჩეები წითელი ეშმაკების გამთამაშებლისთვის და თამაში გაეშალა ფლანგებზე სწრაფი ვინგერების ხარჯზე.

მოურინიოს თავსატეხი "ტოტენჰმთან" მატჩის წინ


რაც შეეხება "ტოტენჰემის" შეტევის სტილს , პოჩეტინიომ თავის პორტუგალიერ ვიზავისტს დაუპირისპირა შემდეგი რამ, დელე ალი , კრისტიან ერიქსენი და სონი გადაადგილდებოდნენ ერთად და მათი სისწრაფეების ხარჯზე "ტოტენჰემი" ცდილობდა მარტივად გაერღვია "იუნაიტედის" მცველთა კედელი , თუმცა ცენტრში ზონები კარგად თავისუფლდებოდა , რასაც მანჩესტერელთა გამთამაშებელი ავსებდა და შეტევას მწვავე ხასიათს აძლევდა.

მოურინიოს თავსატეხი "ტოტენჰმთან" მატჩის წინ


ბოლო თამაშები ლონდონის "ტოტენჰემმა" ითამაშა 2 განსხვავებული ტაქტიკით, პოჩეტინიომ "ნიუკასლს" 4-2-3-1 დაუპირისპირა , ხოლო სახლში "ფულჰემთან" 3-4-1-2 ათამაშა , სადაც ერიკ დაიერმა ჩარაზა მოედნის ცენტრი.

სწორედ ამაში მდგომარეობს ჯოჟე მოურინიოს ტავსატეხი, მან არ იცის რას შესთავაზებს მეტოქე გუნდი, რომელიც ყველა ფორმაციაში ძალიან ძლიერია. უღალატებს თუ არა ჟოზე თავის სტილს, ეს რა თქმა უნდა მატჩიდან გამომდინარე გახდება ცნობილი.


ტოტენჰემის მიერ აღებული ჯარიმების სტატისტიკა

მოურინიოს თავსატეხი "ტოტენჰმთან" მატჩის წინ


სურათში მკაფიოდ ჩანს, "ტოტენჰემის" მიერ აღებული ჯარიმების ადგილმდებარეობი, როგორც ჩანს პოჩეტიომ მკაცრად გააფრთხილა თავისი შეგირდები, არანაირად არ მიეცათ ოპონენტისთვის სწრაფი კონტრშეტევის დაწყების საშუალება.

მოედნის ცენტრში ბურთის დაჭერა ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, უდიდესი როლს შეასრულებს მატჩი პოლ პოგბას ფაქტორიც, ვინაიდან ამ ფორმაციის "მანჩესტერში" მას დიდი როლი აკისრია.


წყარო : www.telegraph.co.uk
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
27 აგვისტო 2018 23:36
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ოლდტრაფორდზე 0-3 წაგების მერე, მემგონი უკვე უნდა გააგდონ მწვრთნელი.

0
№12
ავტორი: irakli87
27 აგვისტო 2018 23:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
საინტერესოა ხვალინდელი დღე. არა მარტო მოურინიო არამედ თავისი ვუდვორდიანად არის გასაჯმელი. ისე ერთი მცველი როგორ არ უყიდეს, აგერ შედეგიც, კატასტროფაა დაცვაში. ეს კვირა საინტერესო იქნება თუ რას გადაწყვეტენ. არ მინდა მოიესივით გაგრძელდეს მთლიანი სეზონის მანძილზე ესეთი წაგებები.
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
28 აგვისტო 2018 12:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არ იყო ეს თამაში წასაგები, მითუმეტეს ასეთი ანგარიშით
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top