თბილისი:
მანჩესტერი:
23-08-2018, 20:18
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2239,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" შესაძლოა კონტემ ჩაიბაროს
"წითელი ეშმაკები" მწვრთნელობის კანდიდატებს არჩევენ.
გულშემატკივრების მხრიდან ბოლო დროს წამოსული კრიტიკისა და უკმაყოფილების შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ ჟოზე მოურინიოს "ოლდ ტრაფორდზე" დიდი ხნის გატარება არარ მოუწევს. სავარაუდოდ მწვრთნელი წლეულს დაჰყოფს გუნდში ხოლო შემდეგ დიდი ალბათობით პორტუგალიელი კლუბს დატოვებს.

პრესა აქტიურად ალაპარაკდა მის შემცვლელებზე. ზოგიერთი წამყვანი გამოცემა იუწყება, რომ ინგლისურ გრანდს ჟოზეს მერე ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა და ხელსაყრელ შეთავაზებებს ელოდება ამა თუ იმ კლუბიდან .

საინტერესო სიახლეს ავრცელებს Football Italia, გამომცემლობის ცნობით, გლეიზერები და ედ ვუდვორდი აქტიურად განიხილავენ ლონდონის "ჩელსის" ამჟამად უკვე გათავისუფლებული იტალიელი სპეციალისტის ანტონიო კონტეს კანდიდატურასაც. აღნიშნული წყარო ასევე იუწყება, რომ ჟოზე მოურინიოსა და პოლ პოგბას შორის ჩამოყალიბებული ცივი ურთიერთობა კლუბისათვის არაჯანსაღია.

შეგახსენებთ, რომ კონტე ლონდონურ კლუბს 2016 - 2018 წლებში ხელმძღვანელობდა. ამ ხნის მანძილზე სპეციალისტმა აბრამოვიჩის კლუბს პრემიერ ლიგა და ინგლისის თასი მოაგებინა.



წყარო: euro-football.ru


ვის ისურვებდით კლუბის მომავალ მწვრთნელად?

ზიდანი
კონტე
პოჩეტინო

სიახლეები
12 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
24 აგვისტო 2018 15:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: kobinio
ციტატა: Dato kutaisi
ძაან მაინტერესებს ვის ეყოფა გამბედაობა რომ თავისი კარიერა საფრთხია წინაშე დააყენოს და მოვა ჩვენთან ამ ფულზე დახამებულ გაზულუქებულ მეამბოხე სასტავთან.ვნახოთ დრო გვაჩვენებს.ისე პოჩეტინოს მივეცი ხმა და ამ სამს შორის ეგაა ვინც გვჭირდება.ზიდანი კარგია მამენტ მაგრამ დანგრეულ გუნდში არ წამოვა

erti pliusi is aris ro pachetino ori celia bosebtan chidaobs da faqtia cels vapshe daikides da magari nackenia.
misi stili aris is rac chven gvinda mara ramdenad realuria misi aq xilva eg ukve sxva temaa

მეც პოჩეტინოს მივეცი ხმა, იმედია ეყოფა გამბედაობა და ვაჟკაცობა რომ ჩვენთან მოვიდეს.
0
№12
ავტორი: Shota Blues
24 აგვისტო 2018 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
არა მქონია ისეთი წინასწარი მოლოდინი რო ახალი სეზონი კალეიდოსკოპური იქნება. მაგრამ არც ისეთ სტარტს ველოდებოდი როგორც დაიწყეს. კარგი, ფრედი ახალია და დანარჩენებს რაღა დაემართა ისე მოძრაობდნენ თითქოს ფორმებიც კი სხვადასხვა ეცვათ არათუ ერთმანეთი ეუცხოებოდათ. უკომბინაციობა, უზუსტო პასები, არანაირი დრიბლინგი. საშინელი საცქერი იყო, თან როგორია მთელი ზაფხული ელოდები გონია გახსნის პირველ შეხვედრაში თუ არა მეორეში მაინც ითამაშებენ უკეთესად მარა რა იქნებ, რის იქნებ... ბევრჯერ თავი შემიკავებია და ეხლა პირველად გამოვთქვამ უკმაყოფილებას. შემადგენლობა რო ჩამოვთვალოთ თავის სკამიან-სასტარტოიანად სულ მცირე 11 უძლიერესი მოთამაშე გამოვა და რა ჯანდაბა უშლით მათ თამაშში ხელს? მე ამისი მიზეზი 100% ჯოზე არა მიმაჩნია აქედან 50% ფეხბურთელებს ეკუთნით. მათი უხასიათობა, წნეხი რომელიც ფანებისგან და მედიისაგან აქვთ, მოედანზე გულგრილი თამაში და ნაწილობრივი თითქოს სავალდებულო შრომა. ხანდახან თუ გამოჩნდება მონდომება. და როცა ავლელენ გულშემატკივრისა და გუნდის სიყვარულს აი მაშინ ჩანს-ხოლმე მათი ნამდვილი ძალა და ამიტომაც ვითხოვთ ესე გამწარებით მარტო პრემიერლიგა კი არა ყველაფრის მოგებას შეძლებენ თუ ბოლომდე დაიხარჯებიან. ჟოზე მეორე 50%-ია ვინც ხელი არ უნდა ჩაიქნიოს და ყველას დაუმტკიცოს კიდევ ერთხელ რო განსაკუთრებულია. უკვე საკმარისია აქცენტი ინტენსიურ დაცვაში თამაშზე, ახლა შეტევაში ორგანიზებული მოქმედების სწავლა და დახვეწა ჭირდება გუნდს. და თუ თავის ფილოსოფიას ოდნავ შეცვლის და ნიუანსებს შეიტანს ძაან მაგარ გუნდს ვნახავთ... მე არ ვეთანხმები მწვრთნელის შეცვლაზე დაწყებულ ფიქრს მით უმეტეს ა) კონტესა და ბ) ზიდანის ვარიანტს. ამ უკანასკნელის გუნდის წარმატება არა მგონია მის დამსახურებებში ჩასაწერი რამ იყოს. ეს დაბრალება იქნება...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top