თბილისი:
მანჩესტერი:
15-08-2018, 10:13
ავტორი: redmann,
ნანახია: 2524,
კომენტარები: 20
L`Equipe: ზიდანს "იუნაიტედის" გაწვრთნა სურს
ფრანგი სპეციალისტის სამომავლო გეგმები.
L`Equipe: ზიდანს
ფრანგული L`Equipe ინფორმაციით ზინედინ ზიდანს სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება ინგლისში, კერძოდ კი "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცის პოსტზე სურს.

46 წლის სპეციალისტმა მადრიდის " რეალი" ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგებიდან 5 დღის შემდეგ დატოვა. 2,5 წლის მანძილზე მან ასევე მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და მსოფლიო საკლუბო ტურნირი 2-ჯერ, ახლა კი გეგმავს კარიერის ინგლისში გაგრძელებას.

მიუხედავად ფრანგი სპეციალისტის წარმოუდგენელი მიღწევებისა მადრიდის "რეალში", ექსპერტთა ნაწილი თვლის რომ ზიდანი არ შედის მსოფლიოს საუკეთესო მწვრნელთა სიაში, ვინაიდან მან მხოლოდ ერთ კლუბში იმუშავა, მას არ ჩამოუყალიბებია ჩემპიონთა ლიგის 3-ჯერ ზედიზედ მომგები გუნდი, ჩემპიონთა ლიგის გარდა მისი მწვრთნელობის დროს გუნდი სხვა ტურნირებზე წარუმატებლობას განიცდიდა.

კრიტიკოსები ასევე მიიჩნევენ, რომ ზიდანმა "რეალი" სწორედ მაშინ დატოვა , როდესაც გუნდი რეორგანიზაციას საჭიროებდა და ამით სერიოზულ გამოცდას თავი აარიდა.

ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ მოურინიოსა და "იუნაიტედის" არცთუ სახარბიელო ურთიერთობას , მომავალში მოვლენების მსგავსი კუთხით განვითრება გამორიცხული ნამდვილად არ არის.
ახალი ამბები
20 კომენტარი
№11
ავტორი: OMARIUSI.1.
15 აგვისტო 2018 14:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
Rogorc fexburteli zizu dzan magari iko da mivichnev
Sauketesod msoflios nomer.1. Mindoda koveltvis MU etamasha.. Imedia rogorc mcvrtnels mainc vixilav MU.
Me kantonas droidan vkomagob 1993-1994MU...
0
№12
ავტორი: JuanMata
15 აგვისტო 2018 15:00
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 3-ჯერ მოგება, ფაქტია, არც გამართლებაა და არც გავარდნა. მეეჭვება უახლოეს მომავალში ვინმემ იგივე გაიმეოროს, თუნდაც 2-ჯერ ზედიზედ მოიგოს.

მაგრამ უცნაური ისაა, რომ ზიდანს არც ერთი ტრანსფერი არ გაუკეთებია, რაც ჰქონდა გუნდი იმით იდეალურად ითამაშა, პრინციპში რეალს არც ერთ რგოლში არ ჰქონდა პრობლემა, საინტერესოა როგორ მოიქცევა ისეთ გუნდში როგორიც თუნდა იუნაიტედია, რომელსაც გაძლიერება ჭირდება, პოზიციური და კონტრ შეტევის დაყენება.

ასე ვთქვათ გამზადებული გუნდის კარგად მართვა რომ შეუძლია დაამტკიცა (რაც ნამდვილად არაა ადვილი, ხშირად უჭირთ მწვრთნელებს თუნდაც სუპერშემადგენლობასთან მუშაობა, იმიტომ რომ მისი სტილის ფეხბურთელები შეიძლება ბევრი არ ჰყავდეს.), მაგრამ აი გუნდში, რომელიც თავიდან უნდა აშენდეს არ ვიცი როგორ იმუშავებს.
0
№13
ავტორი: OMARIUSI.1.
15 აგვისტო 2018 15:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
Jer imitom ikneba kargi zizus mosvla ro gunds gasuftavebs mere shemtev da sanaxaobrivs atamashebs.. Ex ra dro iko tamash moigebda tu ver moigebda gundi kvela shemtxvevashi kureba siamovneba iko shemtevi da azriani. Mocinamdeges argvevda)) tan ra gundebs tan mikolebit bavaria, barselona., interi, jiventus, roma, valensia da ra motvlis ramdeni dachoka SAGOL bichebo SHmeixeli, nevili, jionsen, stam, irvini, gigzi, scouls, kini, beckhemi, coul-york
0
№14
ავტორი: Benny
15 აგვისტო 2018 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
აუ მოდი რაა და დაქოქე ჩემი მანჩესტერ იუნაიტედი ♥♥♥♥♥♥♥♥♥♥
0
№15
ავტორი: nika_nikusha
15 აგვისტო 2018 15:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
კარგით რა ტეხავს მართლა ზიდანის კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანა, 20 წლიანი გამოცდილების მქონე მწვრთნელებს დაესიზმროთ 3 ჯერ ლიგის მოგება ხო არ ღადაობთ, თან ტიპმა ბენიტესისი რეალი ჩაიბარა რას გავდნენ და ასენსიო ვასკესით რეები ქნაა, ჩმოუს დამიჯერეთ არ აქვს მომავალი მანჩესტერში არააა !!!!
0
№16
ავტორი: giorgi_mg
15 აგვისტო 2018 16:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რავიცი იმ ექსპერტს რა ვუთხარი ამის კვალიფიკაციაში და დიდ მწვრთნელობაში რომ ეჭვს შეიტანს. ყველაზე მაგრად გამისწორდება ამის მოსვლა, ჯერ ერთი რო პოგბა არსად წავა და მერე უკეთესი ფეხბურთელების მოსვლის იმედიც მაქვს და რაც მთავარია კარგი მწვრთნელია შემტევიიი
0
№17
ავტორი: LewisHamilton
15 აგვისტო 2018 17:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ნუ უარესი რო აღარ იქნება ხო ვიცით და მე მომხრე ვარ ამ ექსპერიმენტის. თუ გაამართლებს ხო კაი თუარადა და დღევანდელი მანჩესტერის ფეხბურთი ისედაც ყველას მობეზრებული გვაქვს და არაფერს ვკარგავთ..
0
№18
ავტორი: JuanMata
15 აგვისტო 2018 18:27
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: LewisHamilton
ნუ უარესი რო აღარ იქნება ხო ვიცით და მე მომხრე ვარ ამ ექსპერიმენტის. თუ გაამართლებს ხო კაი თუარადა და დღევანდელი მანჩესტერის ფეხბურთი ისედაც ყველას მობეზრებული გვაქვს და არაფერს ვკარგავთ..


ჰო, მგონი ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს, არაფერი შეიცვლება :))
ამ სეზონს ალბათ დააცდიან ჟოზეს, ნუ ზამთარში თუ ძაან არ ჩამოვრჩით 4-ეულს ან რამე კატასტროფა არ მოხდა.
0
№19
ავტორი: Svanchester
15 აგვისტო 2018 19:21
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
ზიდანი აუცილებლად უნდა მოვიდეს. ეს კაცი გენიაა. რაც არუნდა ვილაპარაკოთ ამ კაცმა უმოკლეს დროში შეძლო და გუნდს ტიტულები დაადებინა. ნუ მსაჯების თემა ცალკე თემაა მაგრამ ამით ზიდანს ავტორიტეტი არ ეკარგება. ის ისევ დარჩება რელის ლეგენდად. იუნაიტედს კი ზიდანისნაირი ლეგენდები სჭირდება, არ ვიძახი რომ ზიზუ მოურინიოზე დიდი მწვრთნელია მაგრამ ერთი პლიუსი ზიდანის არის ის რომ ფეხბურთელი ვერასდროს ვერ გაუპროტესტებს მას ვერც სტრატეგიას და ვერც ტაქტიკურ მონახაზს. როგორც ეს მოურინიოს შემთხვევაში მოხდა.
0
№20
ავტორი: PaLoMo
16 აგვისტო 2018 09:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
მე პირადა იმიტომ მინდა მოვიდეს,რომ თქვენი თვალით დაინახოთ,რომ არაა იმ დონის მწვრთნელი რა შედეგიც დადო და უბრალოდ გაუმართლა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top